მოვალო, დაიბარე მოვალო, მეც ვეღარ გაგიბედე უარი, მას შემდეგ თავდახრილმა ოვალურ წრეებს და სასაფლოს ვუარე. მას შემდეგ მივეჯაჭვე დარაბებს და მიჭირს ჩემი თავის აშვება, -ბაბუა დაბრუნდება, არა, ბე? სიფრთხილით ვკითხულობდით ბავშვები. ბებო კი ისევ ტუჩებს იკვნეტდა, გვიხსნიდა მომხდარსა თუ ასახდენს, -ეჰ ბებო, წინაპრები იყვნენ და იქ, ქვემოთ გაიპარნენ, ჩასახლდნენ, ფესვები უჭირავთო ხელებით, ხეები რომ არ მოტყდნენ უეცრად, ჩვენ კი და თითქოს ამხელები მარტივად ვიჯერებდით ტყუილსაც. მას შემდეგ შეიცვალა სამოსი სოფელმაც, ხავერდის და ალმასის, მზე ისევ მოსალმებას ლამობს და ჩვეულად ჩამოჯდება პალმაზე, ან კიდევ მთვარე წყალში ყვინთაობს ზეციდან მოწყვეტილი ღილივით, ბავშვები ტიკტიკებენ ხილი და რძიანი შოკოლადი გვინდაო. და ასე აედევნა ჟამი ჟამს, წლები კუდს ფრინველივით მიირხევს, ფასად რომ სიყვარული დამიჯდა, პასუხად მარტოობა მივიღე. მოვალო, დაიბარე მოვალო, საძებნად გამოგიდგა ბებიაც და ასე მიყოლებით მორალის წლები და სიკვდილები დგებიან, მოვალო, დაიბარე მოვალო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. კარგად გამართული, მშვენიერი რითმებით, მაგრამ ვერ ვაღიარე - აშკარად აკლია რაღაც...
პ.ს. ოვალური წრე უაზრობაა
კარგად გამართული, მშვენიერი რითმებით, მაგრამ ვერ ვაღიარე - აშკარად აკლია რაღაც...
პ.ს. ოვალური წრე უაზრობაა
12. შემოგევლე ლაშა, დიდებულია! შემოგევლე ლაშა, დიდებულია!
11. კარგი მიძღვნაა, კარგი მიძღვნაა,
10. ძაააალიან მომეწონა. ეგრევე გულზე მომხვდა <3 ძაააალიან მომეწონა. ეგრევე გულზე მომხვდა <3
9. პალმა გვერგო ეზოში, მზე რომ ჩადიოდა მის წვერზე მოექცეოდა და არც რითმის და სხვა რამის გამი არ მომიყვანია ქ. დანარჩენი რავიცი. მადლობა ყველას. მოკითხვები და პატივისცემები ჩემგან პალმა გვერგო ეზოში, მზე რომ ჩადიოდა მის წვერზე მოექცეოდა და არც რითმის და სხვა რამის გამი არ მომიყვანია ქ. დანარჩენი რავიცი. მადლობა ყველას. მოკითხვები და პატივისცემები ჩემგან
8. "ნ-ი-კ-ი, პალმა ყველა იმერულ ეზოში დგას და ჩვენებურია უკვე ეგ ხე :)
მახსენდება, ოტია იყო ასეთი "გაპალმიანების" წინააღმდეგი- პალმას რა გამოვრჩე, ჩრდილი აქვს თუ ხილიო :)"
მე ვერ გავახარე და გული მწყდება : (
ოტია რომ არ იტყოდა, ისეთი რა იყო.......
"ნ-ი-კ-ი, პალმა ყველა იმერულ ეზოში დგას და ჩვენებურია უკვე ეგ ხე :)
მახსენდება, ოტია იყო ასეთი "გაპალმიანების" წინააღმდეგი- პალმას რა გამოვრჩე, ჩრდილი აქვს თუ ხილიო :)"
მე ვერ გავახარე და გული მწყდება : (
ოტია რომ არ იტყოდა, ისეთი რა იყო.......
7. აჰ, გამახსენდა "გამხმარი პალმების ქუჩა" :)
მაგრამ ეგ თანამედროვე ქუთეისურ იმერული მოდაა და ბაბუაზე ლექსს მაინც არ უხდება ჩემი აზრით :) აჰ, გამახსენდა "გამხმარი პალმების ქუჩა" :)
მაგრამ ეგ თანამედროვე ქუთეისურ იმერული მოდაა და ბაბუაზე ლექსს მაინც არ უხდება ჩემი აზრით :)
6. რა კარგად ახსნა ბებომ- მარტივად და სწორად:
"-ეჰ ბებო, წინაპრები იყვნენ და იქ, ქვემოთ გაიპარნენ, ჩასახლდნენ, ფესვები უჭირავთო ხელებით, ხეები რომ არ მოტყდნენ უეცრად,"
ნ-ი-კ-ი, პალმა ყველა იმერულ ეზოში დგას და ჩვენებურია უკვე ეგ ხე :)
მახსენდება, ოტია იყო ასეთი "გაპალმიანების" წინააღმდეგი- პალმას რა გამოვრჩე, ჩრდილი აქვს თუ ხილიო :)
რა კარგად ახსნა ბებომ- მარტივად და სწორად:
"-ეჰ ბებო, წინაპრები იყვნენ და იქ, ქვემოთ გაიპარნენ, ჩასახლდნენ, ფესვები უჭირავთო ხელებით, ხეები რომ არ მოტყდნენ უეცრად,"
ნ-ი-კ-ი, პალმა ყველა იმერულ ეზოში დგას და ჩვენებურია უკვე ეგ ხე :)
მახსენდება, ოტია იყო ასეთი "გაპალმიანების" წინააღმდეგი- პალმას რა გამოვრჩე, ჩრდილი აქვს თუ ხილიო :)
5. "ფასად რომ სიყვარული დამიჯდა, პასუხად მარტოობა მივიღე." ძალიან მაგარია.
ზოგადად, ლექსიც კარგია. მომეწონა.
მივესალმები ბატონი ნიკის კომენტარს, აკლია მათნაირები საიტს :) "ფასად რომ სიყვარული დამიჯდა, პასუხად მარტოობა მივიღე." ძალიან მაგარია.
ზოგადად, ლექსიც კარგია. მომეწონა.
მივესალმები ბატონი ნიკის კომენტარს, აკლია მათნაირები საიტს :)
4. მომეწონა, კარგი ლექსია
"-ბაბუა დაბრუნდება, არა, ბე?" აქ ჩემიაზრით "ბაბუ"-ს უფრო იხდენს მარცვალი ნაკლებია, მაგრამ მაინც იხდენს და სხვა სიტყვაშიც შეივსება თუ რაღაცაა.
"ფესვები უჭირავთო ხელებით, ხეები რომ არ მოტყდნენ უეცრად," საინტერესო ახსნაა პირველად გავიგე :)
"ჩვენ კი და თითქოს ამხელები " აქ "და" უადგილოდ მეჩვენება
"მზე ისევ მოსალმებას ლამობს და ჩვეულად ჩამოჯდება პალმაზე,"
პალმა არა ქურდული კიარადა არა ქართულია, არ უხდება ბაბუზე ლექსს მგონი :)
მთლიანობაში მომეწონა
5 ქულა მომეწონა, კარგი ლექსია

5 ქულა
3. მას შემდეგ მივეჯაჭვე დარაბებს და მიჭირს ჩემი თავის აშვება, -ბაბუა დაბრუნდება, არა, ბე? სიფრთხილით ვკითხულობდით ბავშვები.
5 მას შემდეგ მივეჯაჭვე დარაბებს და მიჭირს ჩემი თავის აშვება, -ბაბუა დაბრუნდება, არა, ბე? სიფრთხილით ვკითხულობდით ბავშვები.
5
2. ხუთიანის დაწერა მინდოდა და გაჭედა ნეტმა :( სევდიანი ლექსია, დამამძიმა... და ახალი სახეები, ახალი ხედვა მომიტანა. მომეწონა... გუბეში მთვარე რომ ზეციდან მოწყვეტილ ღილს ჰგავს, ეს ყველაზე მეტად მომეწონა. კარგია აქ ხუთიანის დაწერა მინდოდა და გაჭედა ნეტმა :( სევდიანი ლექსია, დამამძიმა... და ახალი სახეები, ახალი ხედვა მომიტანა. მომეწონა... გუბეში მთვარე რომ ზეციდან მოწყვეტილ ღილს ჰგავს, ეს ყველაზე მეტად მომეწონა. კარგია აქ
1. მოვალო, დაიბარე მოვალო, საძებნად გამოგიდგა ბებიაც....
:( მოვალო, დაიბარე მოვალო, საძებნად გამოგიდგა ბებიაც....
:(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|