ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2015


ადრიანი შემოდგომის სურათები ...

                              * * *
კვირიონების  გუნდი  ტბის  თავზე, 
ლაღობს,  ტრიალებს ...
ემზადებიან -  ტყე  აცილებს  ჩუმი  შრიალით.

28.08.2015.

                              * * *
საფიჩხის  სერზე -
ამოვიდა  მთვარე  მუხებში ...
შეარიჟრაჟა  მრუმე  ღამე,  ცოტა  უხეში.

29.08.2015.

                              * * *
ცოტა დაგრძელდა ღამეები,
ცოტა აცივდა...
ცოტაც  და  წაბლი  გამოძვრება ალბათ ქაცვიდან...

30.08.2015.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები