რადგან გავჩნდით სიყვარულის მხარეში - ეს ქვეყანა ღვთის წყალობით ჩვენია! საქართველო აფხაზეთის გარეშე სიზმარშიაც ვერ წარმომიდგენია! თუმც გრძელდება არაკაცთა თარეში, არ გამქრალა დაბრუნების იმედი, სევდას ვხედავ ჩემი მოძმის თვალებში, შეგვრჩენია სიყვარული მცირედი. მჯერა: ღმერთი არ გაგვწირავს ქართველებს, ილორს თავზე დაადგება ნათელი, როცა დრო ჩვენს დაჭრილ გულს გაამრთელებს გაიხარებს აფხაზიც და ქართველიც. რადგან გავჩნდით სულის ჩამდგმელ მხარეში - ეს ქვეყანა უფლის მადლით ჩვენია! საქართველო აფხაზების გარეშე სიზმარშიაც ვერ წარმომიდგენია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|