ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 30 სექტემბერი, 2015
პოეზია სიღრმეა
ლექსის წერა მარტოოდენ ვერსიფიკაცია (რითმათა წყობა) არ არის, პოეზია სიღრმეა, ამ სიღრმეს კარგად უნდა ჩასწვდე, აზრიანად და სიღრმისეულად გადმოსცე შენი სათქმელი. ლექსი მხოლოდ რითმისთვის არ უნდა წერო, თუ გინდა ურითმო ლექსი დაწერე, მაგრამ ისეთი, რომ დაგბურძგლავს და ტანში გაგცრის. შენმა ლექსმა მკითხველი უნდა აღაფრთოვანოს და როგორც მოცეკვავეს, ტანში ჟრუანტელმა დაუაროს.