ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2015


* * *

გუშინ ვიღაცამ გადამიხადა,

მე კი დღეს ვიღაცის ნაცვლად ვიხდი,

ხო ასეთია ჩვენი ცხოვრება,

ზოგჯერ ვგიხდიან და ზოგჯერ ვიხდით.

ჩვენი სიცოცხლის რაღაც ნაწილებს,

განგება ასე,  რომ გვინაწილებს,

ზეცა კვლავ ისევ წვიმას აპირებს,

და მე მივყვები დღეს იმ ნაპირებს...

სხვას რომ უვლია ოდით და ოდით,

და სიყვარული ანთებით მოდის,

ხოდა ვინცა ხართ დღეს ჩემთან მოდით,

არ გვინდა რაღაც ყიჟინი მოდის!

თორემ ჟამთა სვლა მას გაახუნებს,

დაიკარგება ფერები მუქი,

მას ვუგალობოთ, რაც დრო გვარგუნებს,

ავანთოთ ყველამ მშვიდობის შუქი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები