ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რუს ბრისენდენ
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2015


ნუ!

ხელს აწერ გულზე დაწერილ ტკივილს,
როგორც გჩვევიათ დიად ავტორებს.
ვამბობ, თუ ძალმიძს თქმა რამე სიტყვის: -
ნუ მიმატოვებ!

წასვლაც კი შენი, სხვის წასვლას არ გავს,
არსებობს ვიცი წასვლის მითები.
აზრი თუ არ აქვს ოცნების ქარგვას,
ნუ დამპირდები!

მიდიხარ, ჩემი მუდარა მოგდევს,
და იგერიებს შენი სიფიცხე.
გიშვებ და ჩემგან ეს თხოვნა გქონდეს: -
ნუ დამივიწყებ!

იმედის ბოლო მოდის და ბზარი,
უჩნდებათ იმედსავსე მცდელობებს.
გავბედავ, მოსვლას თუ კი აქვს აზრი,
გთხოვ დამელოდე!

აღარ მიგონებ, ბოლომდე გკარგავ,
შემომეჩვია ძილში ბოდვები.
უშენოდ ფეხის მომცვლელი არ ვარ,
დაგელოდები!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები