ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რუს ბრისენდენ
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2015


სოფლის შარაზე

* * *
სოფლის შარაზე ვხეტიალობ და არ ვარ მარტო,
რადგან გვერდში მყავს მარტოობა, ძმობილი ჩემი.
თავს პოეზიის ნარჩენებით ვირთობ და ვართობ
ჩემს მარტოობას, უჩვეულოდ ჩვეული ჩვევით.
დაჰქრის შარაზე მძაფრი სიო უაზროდ ნელი
ტემპით და მთებმა სევდის ნისლი გადაიფარეს.
ყველაფრის ფონზე გამორჩევით ის არის ძნელი,
მიტოვებული მარტოობაც რომ არ გიკარებს.
სოფლის შარაზე შენთან ერთად ხეტიალს ვნატრობ,
რადგან უშენოდ, ყვავისთვის ვარ საჯიჯგნი ლეში.
და თუ გვერდში მყავს მარტოობა მე არ ვარ მარტო
და მე მარტოვარ, მარტოობა როცაა ჩემში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები