აღმოაჩინე იდუმალი მსოფლიო რობერტ რიპლი
ოთხშაბათი, 17 იანვარი, 1934 წელი
რობერტ რიპლის, ინგლისის საპატიო მოქალაქეს
გ.დ.გ.ა. ტეილორის შესახვევი. მამარონეკი, ლონგ-აილენდი, ნიუ-იორკი
ძვირფასო რიპ,
როგორც მე ვიწინასწარმეტყველე, შენმა უკანასკნელმა წიგნმა ბევრად უფრო დიდ წარმატებას მიაღწია, ვიდრე პირველმა. გილოცავ! იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ აღარ დამიწყებ მტკიცებას, "ოჰ, მე არ შემიძლია წიგნის დაწერა..." და ა.შ.
ბობ, გთხოვ, რომ ბარგი ჩაალაგო და დიდი მოგზაურობისათვის მოემზადო. მიუხედავად ყველაფრისა, საზოგადოებას უკვე შემოაკლდა შენი ლეგენდარული ამბები. ჩვენი ტელეფონები განუწყვეტლივ რეკავს, შენს სახელზე მოსული წერილების გასახსნელად 12 მდივანი მუშაობს. ვფიქრობ, შეგიძლია წელს კიდევ ერთი სატელევიზიო შოუ წაიყვანო და გ.დ.გ.ა.-ს (გინდ დაიჯერე, გინდ არა) სერიით კიდევ ერთი წიგნი გამოსცე. აი, რას ვფიქრობ... მოგზაურობა დედამიწის გარშემო! ჩვენ ქრისტეფორე კოლუმბზე უფრო განთქმულ პიროვნებად გაქცევთ... და თანამედროვე მარკო პოლოს გიწოდებთ! შენ იმოგზაურებ სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, ინდოეთში, ჩინეთში, ავსტრალიაშიც კი. გაგაყოლებთ ორ ფოტოგრაფს და მოგზაურობის მთელ ხარჯებსაც ჩვენ დავფარავთ. რას ფიქრობ ამ შემოთავაზებაზე?
ჩვენ შეგვიძლია, ნებისმიერი ქვეყნიდან, რომელსაც კი ესტუმრები, პირდაპირი ჩართვების ორგანიზებაც კი მოვახერხოთ. წლის ბოლოს გამოვცემთ ამ მოგზაურობის ამსახველ წიგნს, რომელიც უამრავ ენაზე ითარგმნება და გამოქვეყნდება.
ბობ, მე მინდა, რომ შენ იმოგზაურო: ჯუნგლებში, მთებში, უდაბნოებში, დიდ თუ პატარა ქალაქებში, ყველგან, სადაც კი მოიპოვებ მასალას, რომელიც მკითხველს განაცვიფრებს. იმგზავრე გემით და თვითმფრინავით. მიუვალ გზებზე, თუ საჭირო გახდება, აქლემით ან ვირით იარე... არ დატოვო არც ერთი დასახლება მანამ, სანამ არ დარწმუნდები, რომ ქვაც კი არ დაგიტოვებია გადაუბრუნებელი. ჩამოიტანე მუმიფიცირებული თავები ეკვადორიდან, მუმიები - ეგვიპტიდან, რელიკვიები -ინდოეთიდან, ქანდაკებები - ჩინეთიდან... ასევე არ დაგავიწყდეს ტიბეტიდან თავის ქალის თასების წამოღება (ერთ-ერთი მსგავსი თასი, რომელიც შენ მაჩუქე საქმიანი ბარათების შესანახად, ახლაც ოფისში მაქვს და კარგადაც ვიყენებ)... შემდეგ კი, გთხოვ, მოახერხო და შეიძინო მექსიკის ვულკანი, რომელიც მუდმივად იფრქვევა.
ბობ, ეს იქნება XXს-ის უდიდესი მოგზაურობა. რას იტყვი ამ წინადადებაზე? თუ თანახმა ხარ, გთხოვ, დღესვე დაჯავშნო ბილეთები.
და ბოლოს, მთავარი საკითხი: ყოველდღე დამირეკე, უნდა ვიცოდე, სად იმყოფები და, რადგანაც, მოგზაურობის ფულს მთლიანად მე ვიხდი, აუცილებლად უნდა აღრიცხო ყველა ხარჯი, რადგან რევიზორები აუცილებლად დაინტერესდებიან, სად მიდის ჩემი სახსრები.
კეთილი სურვილებით, ბოსი
(პირველი ნაწილი) .............................................................................................................
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. კარგი თარგმანია!!! ქრისტესშობას გილოცავ!!! კარგი თარგმანია!!! ქრისტესშობას გილოცავ!!!
8. წინსვლის სურვილით! წინსვლის სურვილით!
7. ჰადეს, ეს წიგნიდანაა ნაწყვეტი და მეეჭვება, ნათარგმნ წიგნებს როდესაც კითხულობ, ყოველთვის ორიგინალი გედოს გვერდით და ადარებდე. პოეზიის შემხვევაში ყოველთვის ორივე ენაზე ვდებ ხოლმე, მაგრამ პროზის დროს გამიჭირდება, თან მეეჭვება მეორე ენაზე ვინმემ წაიკითხოს. ჰადეს, ეს წიგნიდანაა ნაწყვეტი და მეეჭვება, ნათარგმნ წიგნებს როდესაც კითხულობ, ყოველთვის ორიგინალი გედოს გვერდით და ადარებდე. პოეზიის შემხვევაში ყოველთვის ორივე ენაზე ვდებ ხოლმე, მაგრამ პროზის დროს გამიჭირდება, თან მეეჭვება მეორე ენაზე ვინმემ წაიკითხოს.
6. საერთოდ თარგმანს როცა დებ იქ ავტორის ვარიანტიც უნდა განათვსო საერთოდ თარგმანს როცა დებ იქ ავტორის ვარიანტიც უნდა განათვსო
5. ნიჭიერი ციცანა. გაგრძელება შენზეა:) ნიჭიერი ციცანა. გაგრძელება შენზეა:)
4. მეც გილოცავ გვანც ;;) მეც გილოცავ გვანც ;;)
3. გილოცავ გვანცა,მრავა ახალ წელს და ბედობას დაესწარი!!
:-* გილოცავ გვანცა,მრავა ახალ წელს და ბედობას დაესწარი!!
:-*
2. პუუუუუუუუუუუუუუუუუუს :):)
პუუუუუუუუუუუუუუუუუუს :):)
1. მოგვიანებით წავიკითხავ, გვანცა. ბედნიერება დაგბედებოდეს, ძვირფასო!:-* მოგვიანებით წავიკითხავ, გვანცა. ბედნიერება დაგბედებოდეს, ძვირფასო!:-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|