ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რუს ბრისენდენ
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2015


შენ

შენ იგავ-არაკთა უდრტვინველ ქარაგმის
მსგავსი ხარ, ამიტომ ხალხს უნაპირდები.
შენ ყველას ყავხარ და არავის ჭირდები,
შენ ყველა გჭირდება და არ გყავს არავინ.
შენ ბრძნული ლექსი ხარ და გაუმართავი,
ედრები სიწმინდით წვეთს აიაზმისა.
შენ უფრო ვერ წვდომილ იგავთა აზრიხარ,
კაცისთვის მტყვანი და ბრძენისთვის მართალი.
ბავშივხარ, რომელიც არც ხოხავს, არც დადის,
დაფრინავს და უკვე სიბერით ივსება.
შენ სუსტი ლექსი ხარ, ასე თუ ისეა
და განწირული ხარ საკითხად კაცთათვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები