ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რუს ბრისენდენ
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2015


ეკლიანი ღამე

* * *
ფაფარაშლილი ქარით ღრუბელი,
მთვარეს მარხილად ფეხქვეშ ეგება.
შენ ზუსტად ისე არ დაბრუნდები,
როგორც წასული ბედნიერება.
*
სასთუმლად ვიდებ ღამეს, ეკლიანს
და საკუთარ თავს ვარსკვლავებს ვჩუქნი.
ჩემს ბნელ თვალებში გამკრთალი შუქი,
შენი თვალების ანარეკლია.
როგორც პირნათლად თქმული იგავი,
უშენოდ ვკარგავ ფასს საბოლოოდ.
და ნუთუ მისთვის გიპოვნე მხოლოდ,
რომ შენი ნებით წასულიყავი?!
რომ მეათასედ გძებნო ახლიდან,
სხვაგვარად სხვა და ჩვილივით ნორჩი.
სიცოცხლეს, მე იმ ჩვილივით მოვრჩი,
რომელმაც თვალი ვერ გაახილა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები