| ავტორი: ფე ჟანრი: პოეზია 16 დეკემბერი, 2015 |
ხეს გასცლოდა ფოთლის კაბა, შერეოდა მინდორს კვდომა, მთებზე ელვის ბზარი ჩანდა, დამდგარიყო შემოდგომა. გორის მაღლობს, მზესთან ახლოს, ქარი ზვრებს და ყანობს მკიდა, ნოემბრის თვის შავ- თეთრ ამბავს, ზამთრის სიახლოვე სჭირდა. ფოთოლთ კიბეს ვწნიდი ცამდე, რა ცდუნება მარგო ბედმა, გაიყოლა ხსოვნის დარდი, წეროების სამკუთხედმა. ის ჭადარი ჩემი გული, შორეული ვნების სევდა, წამიც ვერ ჩამოვიტოვე, ქარმა ისე გაიხვეტა. თოვლი მთების სტუმარია, მოაშუქებს ბროლის თვალებს, ჯერ წვიმის თქეშს ანდობს გზა- კვალს მერე თვითონ ჩაიბარებს... გორის მაღლობს, მზესთან ახლოს, შერეოდა მინდორს კვდომა, ხეს გასცლოდა ფოთლის კაბა, დამდგარიყო შემოდგომა..

| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მსუბუქი...წვიმიანი, სევდიანი, ქარიანი, თოვლიანი, ფოთლიანი ლექსია...:) მსუბუქი...წვიმიანი, სევდიანი, ქარიანი, თოვლიანი, ფოთლიანი ლექსია...:)
3. ULAMAძEშI LEQშI. ღA BEVღშ AMBOBშ NEBIშMIEღI MKIტXVELIშტVIშ. ულამაზესი ლექსი. რა ბევრს ამბობს ნებისმიერი მკითხველისთვის. იწვევს სევდას მსუბუქად, წარსულს გახსენებს თავისი ბავშვობით როცა კი გქონდა შეხება ასეთი სურათის დანახვა-აღქმისა, მაგრამ ეს ვერ მოახერხე და აი ახლა გაცოცხლდა ყველაფერი შენს თვალწინ მთელი მონატრებით, დაუბრუნებელისა, მიუღებელისა, სათაყვანებელისა, ესრერიგად ძვირფასისა. კარგია რომ წავიკითხე. ნ ე ქ ტ ა რ ი. ULAMAძEშI LEQშI. ღA BEVღშ AMBOBშ NEBIშMIEღI MKIტXVELIშტVIშ. ულამაზესი ლექსი. რა ბევრს ამბობს ნებისმიერი მკითხველისთვის. იწვევს სევდას მსუბუქად, წარსულს გახსენებს თავისი ბავშვობით როცა კი გქონდა შეხება ასეთი სურათის დანახვა-აღქმისა, მაგრამ ეს ვერ მოახერხე და აი ახლა გაცოცხლდა ყველაფერი შენს თვალწინ მთელი მონატრებით, დაუბრუნებელისა, მიუღებელისა, სათაყვანებელისა, ესრერიგად ძვირფასისა. კარგია რომ წავიკითხე. ნ ე ქ ტ ა რ ი.
1. "გაიყოლა ხსოვნის დარდი, წეროების სამკუთხედმა."
შემოდგომას მიდევნებული ლექსი :)
"გაიყოლა ხსოვნის დარდი, წეროების სამკუთხედმა."
შემოდგომას მიდევნებული ლექსი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|