ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რუს ბრისენდენ
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2016


სიყვარულის შუდრა.

* * *
დავცინი ყველა ჩემსავე ალიბს,
და გულს ღამეულ ფიქრებში ვათრობ.
ჯანდაბას, იყოს ნუგეშიც ყალბი,
ოღონდ ვიცოდე, რომ არ ვარ მარტო.

ვარ სიყვარულის ბოგანო, შუდრა,
გადაუშლელი წიგნის სარჩევი.
შენამდე, ვგრძნობდი, სხვისი რომ მშურდა,
და ახლა ვგრძნობ, თუ როგორ შურთ ჩემი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები