 | ავტორი: ბაპტიზმი ჟანრი: პოეზია 23 იანვარი, 2016 |
კარი ღიაა! მობრძანდით! ოღონდ გთხოვთ, ინტერიერს მოუფრთხილდით, ნურც კარს დაამტვრევთ, და ნურც ავეჯს, რაც შიგნით აწყვია,
კედლების წითელ შპალერს შავი კვამლი შერჩენია, წარსულის ძველ სახლს გავს, მრუშობით რომ აუყროლებიათ ქალებს, ბევრჯერ კაციც რომ მოუკვლიათ, ხანდახან გაუღმერთებიათ,
მობრძანდით, კარი ღიაა! ოღონდ თქვენთვის მარტო, სიხარულია თქვენი მოსვლა და გზაც კი გაქვთ ფართო.
ვხედავ შემოთრეულხართ, არა ბრძანებით, დაგილეწიათ კარიც, ავეჯიც, არრა დარჩა ძველი სახლისა, შეგიფურთხებიათ ჩემთვის სახეში,
მობრძანდით, კარი ღიაა! ყველაფრის მერეც კი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. :)) მაინც ღიაა ხო? :)) მაინც ღიაა ხო?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|