ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენგელია ჯანო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 აპრილი, 2016


… ..

აბა რა გითხრა , რა მოგწერო მაღალფარდოვან
პოეტებისგან განსხვავებით ვჩანვარ იელი.
და მარტოობაც მეცოდება როცა მარტოა
სახლში.  ტკივილით , აპათიით სიცარიელით.
და დამძიმებულ ოთახებში ვიწყებ ბორიალს
უაზროდ,  ხვნეშით ვიხედები ღია კარისკენ
და დროვერმოჭმულ მოგონების ძველ მემორიალს
მივყავარ თავის დასაღუპად არარაისკენ.
სადაც კუნძივით მოტივტივე მზე წევს ტალღებზე
დგება კავშირი გასაყართან ცივი დღე-ღამის,
მე კი რაფაზე დაყრდნობილი ჩუმად ვახველებ
და ხასიათიც აღარ მრჩება გაუტეხავი.
და აღარ მჯერა დაბრუნების,  როგორც მერცხლები
ტოვებენ ბუდეს და უბრალოდ იკარგებიან,
მაგრამ , ძვირფასო დანანებით ხომ შეიძლება
რომ ვწერო,  გწერო ვიხსენებდე ბაგეს ვნებიანს,
რომ გითხრა  როგორ დაინაცრნენ,  წლები , თვეები
თვალებში,  სადაც ამომშრალი გიშრის ჭებია
და ეს ფიქრები_პროტესტანტი მედროშეები
სიკვდილს სიცოცხლის სისასტიკით ევაჭრებიან.
მეტი რა გითხრა , რა გიამბო მაღალფარდოვან
პოეტებისგან განსხვავებით დღეს ვარ იელი
და სიმარტოვეც მეცოდება როცა მარტოა
სახლში.  ტკივილით,  აპათიით სიცარიელით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები