ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2016


***(შენ გეშინია)

შენ გეშინია მობარბაცე მოჩვენებების
და თავს არიდებ დედამიწურ ყველა ნეგატივს.
ჩემი ფანჯრიდან დაბრეცილი ჩანს შენობები
და მთვარე ადგას, ოკეანეს როგორც ფრეგატი.
ჩვენს რომანს მაინც უცნაური ანამნეზი აქვს,
როგორც სიმკრთალე სხვანაირი მოაქვს აბაჟურს
და რომ წახვედი ვერ გავიგე რა მიზეზია,
რა მიზეზია, რომ ნერვებზე ასე თამაშობ.
ვხედავ მიმავალს, სიბნელეში, მაგ შენს ჰაბიტუსს.
მიდიხარ, როგორც ტაშის ფონზე ვინმე კორიფე.
არა მგონია , რომ ოდესმე რამე დამითმო,
ანუ ოდესმე ერთად ვიყოთ ისევ ორივე.
ახლა არ იცი - განშორებას მოაქვს ფუღურო.
მერე გაიგებ ცარიელი, როგორც ღამის ტყე,
როცა დარჩები და მერე გზას უნდა უყურო,
რომელიც ერთად თუ ცალ-ცალკე მაინც დავიწყეთ.
ახლა ბოლოჯერ მაინც გეტყვი, რომ ხარ ამინდი,
რომელიც ფსკერზე დამშვიდებით ძირავს ფრეგატებს.
არ გთხოვ დარჩე და მოწყალებით ისე დამინდო,
რომ ამაცილო დედამიწურ ყველა ნეგატივს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები