ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2016


ადვილია ფაფის ჭამა

დღეს სიგარეტის ღერმა ტუჩზე კანი მატკინა.
სველი იყო და მიეკრო
სველი იყო და მიიკრო.
ჰო, არა - ვამბობთ დღეში ბევრჯერ,
ბევრზე მეტჯერ
და დღიურად სათქმელი სიტყვების მარაგს ვწურავთ.
ვწურავთ წვენს მათი მნიშვნელობებიდან,
თითებზე შერჩენილსაც
და ვეღარაფერს ვშვრებით მეტს.
მხოლოდ ვწურავთ სიტყვებს
ჩვენი მეხსიერების ქვევრებში
ვჭყლიტავთ და ვჭეჭყავთ,
ხამხამს ვახმართ,
მერე ენით ვიჭერთ და უკან ვიბრუნებთ.
მარილი თეთრი სიკვდილია -
ჯანმრთელობისთვის მავნებელი.
ვწურავთ სიტყვებს ჩვენი მეხსიერების ძირგავარდნილ ქვევრში.
ვწნეხთ და ვხვეწთ
და დიდია მონდომება ჩვენი.
დიდია ნდომა ჩვენი,
ნება ჩვენი,
ვნება ჩვენი.
მაგრამ ძნელი -
შეჭმუხნულ ყინულივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები