ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფე
ჟანრი: იუმორისტული
3 ივნისი, 2016


კეთილმოწყობილი სამშობლო

მაღლით წვიმა არ მასვენებს
გამომიღო გული ქარმა,
უდენობა შემომიჩნდა,
კიბო გამიჩინა წყალმა.
დიდი კეთილმოწყობაა,
არ დაცადოს ავმა თვალმა,
ზევით უწყლობა მაწუხებს,
ძირს წამიღო ნიაღვარმა..
ტალახების გორები დგას,
ორმოებზე გადავხტივარ,
სკოლაში თუ შევაღწიე,
გარეთ ვეღარ გამოვდივარ..
ყველა თავის საქმის მცოდნე,
ექიმი თუ ადვოკატი,
იმას ვერ გაგებინებენ,
საით მიდის ორი ბატი...
შეკითხვებზე პასუხს გცემენ,
რაც ენაზე მოადგებათ,
ექიმი რო რჩევას მოგცემს,
კერვის დროს გამოგადგებათ.
ასეთია ჩვენი ყოფა,
საწყალი და უბედური,
ცოტა ძაან საქმიანი,
ბევრი ძაან უსაქმური...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები