მე არ ვზივარ ნავში და არც სახლში მივდივარ. წყალი დაშრა შრამი დარჩა ტბის ფსკერს - მკვდარი ბაყაყი. *** ჩამოჯდები, შენთვის იქვე და შენთვისვე მშვიდად ფიქრობ რომ გესმის ან გეჩვენება ბაყაყების ბუყბუყი. მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს?! *** მაშინ, როცა სახლის კარი როგორც შორი ნასახლარი - ქარსგაყოლილ ღრუბელივით სხვა არის და შორი არის, მაგრამ მაინც ნანატრი და ძველია და შენიანი.