ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2016


გაყინული ვერცლიბრი

ეს ბილიკი არსაით მიდის
და თქვენ, ხელჩაკიდებულები, უბრალოდ ყვანცალებთ -
ერთ ადგილას და უმოძრაოდ,
საათობით, თვეობით და წლობით;
დგახართ ორ, მონაცვლეობით, ან ცალ ფეხზე
და ყვანცალებთ.
თქვენ, უჰაერობისგან და უწყლობისგან გამომშრალნი,
უვარგისი საკვებით სავსე -
წლობით დგახართ ერთ ადგილას და ყვანცალებთ.
გვერდით კი, სულ ათიოდე ნაბიჯში -
მოსახვევია
და ერთხელ მაინც რომ გეცადათ და გადაგეხვიათ,
დატკეპნილი გზიდან კი არა, დატკეპნილი მიწის ნაგლეჯიდან,
შეიძლებოდა ყოფილიყავით ბედნიერები,
თუ როგორც ითქმის.
ნეტავ,
გეცადათ ერთხელ მაინც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები