ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
გამომდინარე იქიდან რომ ახლა არაფრის არანაირი სურვილი მაქვს, რასაც ხედავენ, გახვეულ ბოლში, რომელიღაც ძველი კანაფის და ამ ამაზრზენ სახეების მიუხედავად ვცდილობ ეჭვებით გამოვიცნო მტვრიან ქალაქის, ჩემი წილი გზა ჯერ გაუთხრელ სასაფლაომდე, როცა ლექსებს და პოეზიას ცალკე ვალაგებ როგორც ზოდებს და უარგის ქვებს რადგან ამბობენ, არანაირი პერსპექტივა აღარ არსებობს, გადარჩენის და ამ ყულფებსაც ვეღარ ვეშვები და გაგიჟებაც მებრალება ჩემო ასე რომ, დაიმახსოვრე ვინც მეტს ფიქრობს ცოტა ეშლება. და ვინაიდან აქ წერტილი. ღმერთს არ ვეხები არც მაიმუნებს , ნიუტონს და გრავიტაციას, და რომ სინდისით დამძიმებულ ჩამოყრილ მხრებზე პალტო კი არა კვლავ იგივე ხორცი მაცვია. და სულ ერთია ყველაფერი , ის რასაც ვამბობ, ვწუხვარ ან დუმილს ცარიელი თვალებით ვავსებ, და სულ ერთია დამიჯერე ანხი თუ ანგი, დაქსეროსებულ შეცდომების შენახულ ასლებს, ვახვევ თუთუნში , ღამღამობით ვწვალობ , ვეწევი, ვარსებობ, ვუძლებ როგორ გითხრა ასეთ სიცოცხლის ერთი პიტალო დედაც მოვტყან, როცა გეძლევა, ორი ფეხი და ხის მატლივით ძლივსღა მიცოცავ, მიწაზე. ოთხის რაღაცაა მტვრიან ქალაქის ძველ სანაგვეებს მისახსოვრა ჩემმა შაირმა, გამომდინარე იქიდან რომ ახლა არაფრის არანაირი სურვილი მაქვს არანაირად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ამ გვერდზე უკეთესებიც იშოვება, ვიდრე ეს ლექსია, ჩემი აზრით. ბოლო ორი ტაეპი ძალიან ეფექტური ფინალია. ჰო, ამდენი საპროტესტო გინებაც აღარაა საჭირო. პრინციპში არც წყევლა, რადგან ერთი ისეთი დაიწყევლა ცვეტაევამ თავის ლექსში გენიალურად, რომ მეტს ვერ აიტანს მკითხველი :) ამას ვერ დავეთანხმები კატეგორიულად კიდევ: ,,ვინც მეტს ფიქრობს ცოტა ეშლება"-მგონი პირიქითაა და მეტი სპონტანურობა არ გვაწყენდა ადამიანებს. ანჟამბემანზე კი იცი, რას ვფიქრობ და აღარ დავიწყებ დიდაქტიკური ტონით ლაი-ლაის. +4 ამ გვერდზე უკეთესებიც იშოვება, ვიდრე ეს ლექსია, ჩემი აზრით. ბოლო ორი ტაეპი ძალიან ეფექტური ფინალია. ჰო, ამდენი საპროტესტო გინებაც აღარაა საჭირო. პრინციპში არც წყევლა, რადგან ერთი ისეთი დაიწყევლა ცვეტაევამ თავის ლექსში გენიალურად, რომ მეტს ვერ აიტანს მკითხველი :) ამას ვერ დავეთანხმები კატეგორიულად კიდევ: ,,ვინც მეტს ფიქრობს ცოტა ეშლება"-მგონი პირიქითაა და მეტი სპონტანურობა არ გვაწყენდა ადამიანებს. ანჟამბემანზე კი იცი, რას ვფიქრობ და აღარ დავიწყებ დიდაქტიკური ტონით ლაი-ლაის. +4
5. "ახლა არაფრის არანაირი სურვილი მაქვს არანაირად"
ეგრე ვარ მეც, გამომდინარე იქიდან, რომ...
მომეწონა ლექსი :) განწყობისგან განსხვავებით.
"ახლა არაფრის არანაირი სურვილი მაქვს არანაირად"
ეგრე ვარ მეც, გამომდინარე იქიდან, რომ...
მომეწონა ლექსი :) განწყობისგან განსხვავებით.
4. დარვინის მაიმუნიდან ნიუტონის გრავიტაციამდე ყველაფერი რიგზეა) დარვინის მაიმუნიდან ნიუტონის გრავიტაციამდე ყველაფერი რიგზეა)
2. გაიხარე ჯიმა <3
ვიცი მეც წინათ მითხრეს და დამავიწყდა მომეშორებინა ფრჩხილები.
მგონი მგელმა უფრო მეტი იცის ვარსკლავების წარმოშობის შესახებ ვიდრე მე გრამატიკა ))) გაიხარე ჯიმა <3
ვიცი მეც წინათ მითხრეს და დამავიწყდა მომეშორებინა ფრჩხილები.
მგონი მგელმა უფრო მეტი იცის ვარსკლავების წარმოშობის შესახებ ვიდრე მე გრამატიკა )))
1. მახსოვს ეს კარგი ლექსი ფეისბუქიდან, თუმცა პირველ და ბოლო სტროფებში ფრჩხილები არაა დანიშნულებისამებრ გამოყენებული, რადგან ფრჩხილებში ჩასმული სიტყვის, სინტაგმის თუ ფრაზის გარეშეც აზრობრივად გამართული უნდა იყოს წინადადება, რომლის შიგნითაც ფრჩხილებია ნახმარი, სხვა მხრივ მათ ხმარებას აზრი არა აქვს.
5! მახსოვს ეს კარგი ლექსი ფეისბუქიდან, თუმცა პირველ და ბოლო სტროფებში ფრჩხილები არაა დანიშნულებისამებრ გამოყენებული, რადგან ფრჩხილებში ჩასმული სიტყვის, სინტაგმის თუ ფრაზის გარეშეც აზრობრივად გამართული უნდა იყოს წინადადება, რომლის შიგნითაც ფრჩხილებია ნახმარი, სხვა მხრივ მათ ხმარებას აზრი არა აქვს.
5!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|