ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რუს ბრისენდენ
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2016


* * *

ნუთუ ამ ცრემლის გუბეთა შემდეგ,
და შემდგომ
მათში სუფთად გაცურვის,
კვლავ უნდა მღვრიე მორევთან შევდგე
და ვიყო მსხვერპლი სევდის მარწუხის.

ვერ ვდგები
ღამე დღის საპირწონედ,
ვერ იგუებენ მწუხრს ქარიტები.
ბედნიერება იქ არის სწორედ,
სადაც მე ვერასოდეს ვიქნები.

გულმა გამოიიგავარაკა,
ქარს გაატანა სიყრმის განგაში;
მიიღე ჩემი გული ზვარაკად
ამ სიყვარულის ეულ ტაძარში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები