ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2009


სამცხე-ჯავახეთი

განდეგილები დგანან ოდები
და დანგრეული მტრისგან ტაძრები,
თვალავსებულნი ცრემლის ლოდებით,
მწუხარენი და ცამდე მართლები.

ჩვენ ვიხსენებდით წარსულს წამებულს,
როგორ წაგვართვეს, როგორ დაჩაგრეს
და შორი ლოცვა წმინდა მამების
გვიმსუბუქებდა თითქოს განაჩენს.

დღემდის მოღწეულს ტანჯვით, წვალებით,
სიტყვა არ უთქვამს სამცხე-ჯავახეთს,
მზემ შემოგვხედა მწყემსის თვალებით,
და გადაევლო ნაცნობ სანახებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები