 | ავტორი: გიგო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 25 სექტემბერი, 2016 |
დაჩის გაუტყდა პირველი კვერცხი და...
წყალი მღვრიე კოვზით სახვრეპი, სვი და თან ფილტრე თუ შეძლებ გულით,- არადა კუჭით მოიწამლები!
გიორგის გაუტყდა მეორე კვერცხი და...
კოდალამ შესჩივლა: ექიმად მცნობენ მაგრამ, თქვენ, ადამიანებს ჩემი ნისკარტის გეშინიათო, არადა თქვენი ჭია მეტად გემრიელია, გასახარებელიო!
დაჩის გაუტყდა მესამე კვერცხი და...
წყლის პირში დაგუბებას ორი დასასრული აქვს: შხეფები და გადაყლაპვა.
გიორგის გაუტყდა მეოთხე კვერცხი და...
ფრინველთა ფრთების შემოჰკვრა უფლის მიმართ მადლიერების ტაშია, ადამიანთა ტაში კი ხმაურია რაც ცასთან კავშირში არ არის!
დაჩის გაუტყდა მეხუთე კვერცხი და...
ენა წყლამცენარეა ზღვათა - წაგრძელებამდე წყალშია! გიგო რიონელი
გიორგის გაუტყდა მეექვსე კვერცხი და...
ნეხვმა შესჩივლა ბრძენს: - რატომ ხდება, რომ მუდამ ბუზები მეხვევიან? - წარმოიდგინე, რომ ხარ ბუზი. რას იზამდი? - ადამიანს ტკბილი სისხლი აქვს!... - ახლა კი წარმოიდგინე, რომ ბუზები ადამიანები არიან... - მერე? - სისხლისთვის მსხვერპლზე მიდიხარ, როცა, ურმის ბორბლის გადავლამდე, გზა უფრო იოლია!
დაჩის გაუტყდა მეშვიდე კვერცხი და...
ნახევარქათამამ თქვა: - მაინც დამკლავთო!
გიორგის გაუტყდა მერვე კვერცხი და...
თამაშში პარტნიორად მუდამ ადამიანია, მაგრამ ადამიანმა თამაში არ უნდა გაიხადო პარტნიორად!
დაჩის გაუტყდა მეცხრე კვერცხი და...
გომბეშო არასოდეს ეძებს სუფთა წყალს - სიცოცხლისთვის. ადამიანი - ეძებს სუფთა წყალს, მაგრამ არა სასიცოცხლოდ!
გიორგის გაუტყდა მეათე კვერცხი და...
წინსაფრის დანიშნულება მხოლოდ ჭუჭყის ზედ შეხოცვა არ არის, ის პირველ რიგში ჭუჭყისგან არიდების საშუალებაა!
დაჩის გაუტყდა მეთერთმეტე კვერცხი და...
ხმლის ბლაგვი პირიც სჭრის თუ მასზე სიმართლე ირეკლება!
გიორგის გაუტყდა მეთორმეტე კვერცხი და...
გველის თვალებში შხამს ვერ იხილავ, არც კბილების დაკრეჭისას იპოვნი ჩიჩიას!
დაჩის გაუტყდა მეცამეტე კვერცხი და...
ოთხფეხა ორ ფეხზე - გმირია ორფეხა ოთხზე - მხდალი!
გიორგის გაუტყდა მეთოთხმეტე კვერცხი და...
მელა, მგელი, დათვი და ზღვა ჩემი მუცლის სტუმრები იყვნენ, ხელმწიფე კი წუთისოფლის წუთიერი სტუმარი! - თქვა ნახევარ ქათამამ და ცარიელი მუცლით სხვა სახელმწიფოებში ხეტიალი განაგრძო.
დაჩის გაუტყდა მეთხუთმეტე კვერცხი და...
ვიდრე სიმართლის ნაპირამდე გაცურავ სიცრუის ზღვაში უნდა შეხვიდე!
გიორგის გაუტყდა მეთექვსმეტე კვერცხი და...
ძირი მაშინ იწყებს ლპობას, როცა კენწერო მოშიშვლდება!
დაჩის გაუტყდა მეჩვიდმეტე კვერცხი და...
ქუდით კაცი იცნობა - კუდით ცხოველი!
გიორგის გაუტყდა მეთვრამეტე კვერცხი და...
ავის ქმნელი აფთარსა ჰგავს, სხვის ნანადირევ ლეშზე მონადირეს. კარგის ქმნელი შვლის ნუკრსა ჰგავს, ყველა მასზე მონადირეს!
დაჩის გაუტყდა მეცხრამეტე კვერცხი და...
ქოხის პატრონს სასახლე უნატრია და მაინც წყლის პირას გაშვებულ ოქროს თევზს ელის ანკესზე. მადლობისთვის არა - ახალი სამი სურვილისთვის!
გიორგის გაუტყდა მეოცე კვერცხი და...
კერკეტი კაკლის მტეხელსა ჭკუა ხელისგულზე ეჭყლიტებაო!
დაჩის გაუტყდა ოცდამეერთე კვერცხი და...
სიკვდილი უკან გამობმული უხილავი კუდია, ავსა მოკლე აქვს კარგსა კი გრძელი!
გიორგის გაუტყდა ოცდამეორე კვერცხი და...
მზეს თვალს ვერ უსწორებ - სიმართლესავითაა!
დაჩის გაუტყდა ოცდამესამე კვერცხი და...
"ჭოგრიტით" მტერს ახლოს უცქერ, მოყვარეს შორიდან!
გიორგის გაუტყდა ოცდამეოთხე კვერცხი და...
ბრძენსა ზურგი აუტალახესო, ყბედსა პირი გაულამაზესო!
დაჩის გაუტყდა ოცდამეხუთე კვერცხი და...
დრო სარბენი ბილიკია ჩემპიონის გარეშე!
გიორგის გაუტყდა ოცდამეექვსე კვერცხი და...
ნაპოვნი ღირსებით მეფე ხარ, დაკარგულით მასხარა!
დაჩის გაუტყდა ოცდამეშვიდე კვერხი და...
მწყემსიცა და მღვდელიც ერთ ფარასა მიერეკებიანო - ხელჯოხია გასარეკად სხვადასხვა!
გიორგის გაუტყდა ოცდამერვე კვერცხი და...
კითხულობს: - ძე ხარ მამისა შენი და არა ჩემი! პასუხობს ის: ძე ვარ მამის, მაგრამ ვიცი რომ სიკვდილისთვის და ცოდვისთვის, უბრალოდ ცისფერია ცოდვა!
დაჩის გაუტყდა ოცდმეცხე კვერხი და...
კითხულობს: ჟამი მომავალში კვალია კარნახისა, რომელიც წარსულიდან აკვნის რწევას ჰგვავს!
გიორგის გაუტყდა ოცდამეათე კვერცხი და.. . კითხულობს: დაღვრილი წყლის მაძიებელი, მუდამ, მუჭში დანატოვარის იმედით მკურნალობსო!
დაჩის გაუტყდა ოცდამეთერთმეტე კვერცხი და...
კითხულობს: პატარას - არსებებიდან ყველას ერთი ჰყავს, მაგრამ დიდს, არსებობის ჟამს ყველას ნამრავლი - ოჯახი!
გიორგის გაუტყდა ოცდამეთორმეტე კვერცხი და...
კითხულობს: ცხოველთა სტუმრობა, მუდამ ჰგავს ადამიანისას - კბენის შემდეგ ხვდები ჭრილობის სიღრმეს!
დაჩის გაუტყდა ოცდამეცამეტე კვერცხი და...
კითხულობს: - შვილებო, ჯამში, თქვენ, ოცდაცამეტი სააღდგომო კვერცხი გატეხეთ. ტრადიციად ასე გვაქვს, მუდამ ოცდაცამეტ კვერცხს ვღებავთ! უფლის სადიდებლად ოცდაცამეტჯერ ვუარყოფთ მას, მაგრამ ერთხელ ვაღმერთებთ! ასე რომ: ლეწეთ ცოდვები მსგავსად კვერცხებისა და ერთხელ ამთელებდეთ სულს მსაგვსად ჯვრისა!
გიგო რიონელი 30 ივლისი 2016 წელი თბილისი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან, ძალიან მომეწონა, მესიამოვნა რომელიმე განსაკუთრებლად ვერ გამოვარჩიე, იმდენად თვითეული საინტარესო სიბრძნეა და დასაფიქრებელი, სამაგიდო წერილია. ამ სიბრძნეს აღქმა ,ცნობიერებაში ასახვა და გნავრცობა სჭირდება. ძალიან, ძალიან მომეწონა, მესიამოვნა რომელიმე განსაკუთრებლად ვერ გამოვარჩიე, იმდენად თვითეული საინტარესო სიბრძნეა და დასაფიქრებელი, სამაგიდო წერილია. ამ სიბრძნეს აღქმა ,ცნობიერებაში ასახვა და გნავრცობა სჭირდება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|