ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2016


მე დავამთავრებ

აპრილმა უნიჭოდ ბურუსი ჩაიცვა,
ქუჩაში ნიჭიერ პოეტებს შეკრება-
მოეწყოთ და ლექსი წყალივით დაიქცა,
ამ ნაწერს არასდროს ბოლო არ ექნება.

ბოლო არ ექნება არასდროს არაფერს,
მე წავალ, ჩემს სახელს ხვალ ვიღაც დაირქვამს,
მტვრად მოვედები გულწასულ ქალაქებს
და მერე თუ გინდა ღალატი დამარქვი.

და მერე თუ გინდა სხეულით ივაჭრე,
მაგ ფულით ნაყიდ სანთელს ნუ დამინთებ,
პოეტებს გვჩვევია ეშმაკთან სიმარჯვე!
სიბნელეს ჩემი ლექსებით ავინთებ.

ამ დღემაც სინათლე (ქალივით) გაიძრო,
ჩემს ნაჭამ ულუფას სხვა ვიღაც მიგირთმევს,
და თავის მართლება არასდროს დაიწყო,
სიკეთის სახელით თუ ცოდვა მიირთვი.

ქუჩაში გიჟივით შეკრებილ პოტებს,
პოეტის ნათქვამით - გიჟების შეკრებას,
წამში გაეყინათ სიცოცხლის მომენტი,
ამ ნაწერს არასდროს ბოლო არ ექნება...

მე დავამთავრე!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები