ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ფიცხელაური
ჟანრი: პროზა
16 იანვარი, 2009


გვირილა (ციკლიდან "ასეთი საჩუქრები ვიცით პროგრამისტებმა")

წვიმანაწყურები მიწა წუხრს იწვენდა ზედ წაწალსავით....

ხვათქ ავარდნილ ქალაქს ღამე იხვევდა მკლავზე...

სადღაც, მაღლა, ცის სიახლოვეს, ერთი სიტყვის ლოთბაზარა კიდევ ერთხელ ალაღებდა თავის მოხუცი ქურთის სახივით დანაღალ სულს...

მეორე უკვე შინ იჯდა ...

იჯდა და ამდენს ხანს ნალოლიავებსა და ნაოცნებარს ცხადად ზიარებდა...

სიტყვას, სიტყვისად არსებული, მისად არსებულს აგლევდა...

აგლევდა...

და მერე დაიწყო...

სულ მუდამ წელში გადამწყდარი გველივით ამბოხებული სული თავის სავანეს ირთვიდა...

შფოთობაც იკარგებოდა ....

აღარა იყო საშფოთი და ღმრთისად საწყრომი ...

მერე უკვე გვიანი ხანი და...

ტყის ზაფხულიან ტოტებში ჩაფლული მთვარის ნახევარი...

გზად ერთ მხარეს ქუჩის ბრადიაგების ვაშლის ნახევრითა და პლასმასის ბოთლით შემკული სუფრა...

მეორე მხარეს მთვრალი ახალგზრდებისა და ხანიანი ტაქსისტის „სამკვდრო სასიცოცხლო“ ომი...

ათვალწუნებით გვერდზე გამოყოლილი ჯეოსელიანი პატრულის მანქანა ...

სხეულში გამჯდარი ქარი და ბილიკზე მიმყოლის ბილიკით დაწყებული ახალი მომავალი ...

მეორე მომავალი...

თურმე შუაღამისას შუა მინდორში სანუკვრისათვის მოწყვეტილი უბრალო გვირილა ხელს გიწვავს სიმხურვალისაგან ...

მისად წასაღებია და ვერ გაუბედავს თავის შეტოლება ღვთის რჩეულისათვის ანაბრი იმასაც...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები