ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2017


საკმარისი

მე კიდევ ერთხელ უნდა ვცადო მიუხედავად
იმისა, რომ არ დავიბადო მაინც ხელახლა
ყველა გზის პირზე ჩამოჯდომას მივეხუნდები;
დავიმახსოვრებ ვინ როდის ან რისთვის მეახლა,
ჩავლა ჩამოვლის გასაყარზე ადამიანი
ჩქამს მიაჩეჩებ დაჩოქილის გამო ქიმერას,
ვერ დაივწყდებ ვინ რა დოზით არ დაგიამა,
ან დაუამე. მაგრამ მაინც გამოგიბერა
ტუჩი და ცხვირი აგიბზუა თან მოგიღერა
მუქარის მუშტი. აღარ დაგრჩა ახლა სახმილი
რომ დაიფერფლო. დაგავიწყდა თუ მოგიღე რა
ბოლო და თითქმის სამუდამოდ გამოგისახლე
იმედებიდან, საუზმედ რომ შევექცეოდი
ყველა სიცხადის და სიცხარის გამოისობით,
გახუნებული სურვილების აუქციონზე,
მაღალი ფასის ხარხარით რომ ღამე ივსება.
ხრის საკუთარი ნებისყოფა თავს და უყუროს
გზას, დრო იკვლევდა შეამჩნია ყველა ტიხარი,
ვითომ ზრუნვა რომ ებჯინება სურვილს ფუტუროს.
უნდა გადარჩე... მეტი სიტყვა ვეღარ მითხარი
და დამიკიდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები