ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2017


გაგიშვი...

ქალაქი, საღამო, ქუჩები, სიფხიზლისგარეშე.
ვიტრინა შეშლილი, სილუეტს მაინც რომ დაიტევს...
მომინდა მომწყურდა შეხება და მერე გაგიშვი,
მინები, გამვლელით აჩერებს სიგიჟის, ფრაგმენტებს..

თვალები შენი და შიშნარევ სიხარულს კივიან.
გეძებენ, გეძებენ, ნეონის რეკლამის ფერები.
გუგები ეგ, ფართეთ გახსნილი ყვითელი  გვირილა.
გუგები დამფრთხალი,  ბავშვური, გამოხედვებით.

შენ ხედავ: ქალაქი იწვის და დაანთე ხანძარი...
ცეცხლია ყველგან და შეეხე, ხელებით შეეხე!
და გული, რომელიც შენ ახლა საგულეს  დასძარი,
ეს გული, ბრძოლისგან დაღლილი ბებერი ქვემეხი.

ნეონი, რეკლამა, შეშლილი ქუჩები, გამვლელი.
შემორჩა გრძნობების ანარეკლს ჩამქრალი ვიტრინა.
დახუჭე  ჩემსავით ცის ძებნით დაღლილი  თვალები...
მეჯლისი დამთავრდა კონკიას, ზღაპრიდან მივდივარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები