ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2017


მარტის ჩანახატი

დილით ეზოში ჭერამი თოვდა,
ალუბლისა და ნუშის ყვავილიც.
ერთმა პატარა  ჩიტმა იცოდა
რად იცხო მიწამ ფერ-უმარილი.
მხოლოდ იმ ციცქნა ჩიტმა იცოდა,
რომელიც  ნაძვზე
ბუდის ქსოვას მორჩა წიწვიანს.
მოსწონებია გულისსწორს სახლი
გახარებულმა ჭიკჭიკით ლაღით,
ახალსახლობის ნადიმზე ხალხი,
ცა და მიწაც კი  შინ მიიწვია




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები