ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2017


უკმარისი (ლექსების გამოფენა 2017)

             

ლუკმა რისია, თუ არ გაძღა შენი სტომაქი.
პირი რა არის, პირი სამიწე.
ვირი გამიწევს საზიდარზე განძი რომ აქე,
განძი ყოველთვის უკმარისია.
ქება ქუდია. ქროდეს ქურდი ქარი ბილიკზე.
ქუდი სხვადასხვა თავის ქუდია.
ქანცი შიშია. აღრენილი ქვების დუღილი
ქაფს არ მოიდგამს,
არ ამოშრება არსებობის დასრულებამდე,
გუთნის პირიდან აფხეკილი მიწის გოდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები