 | ავტორი: კობა_ბ ჟანრი: პროზა 18 ივნისი, 2017 |
სათუთი ხელით მოქნილი ხემი შეირხა ფეთქვად და აიტოტა დუმილის ქარში ვიოლინოთა მიმწუხრისთ მარში და ჯადოქრობდა ვიოლინო სიქალწულეში მიბნედილ ხმაში. იძირებოდა მზერა და ხატი. იძირებოდა... სამყაროს უკვე განაგებდა მუსიკის ღმერთი და სამყაროს ნივთიერ სულში ბგერადობის ჰარმონიად იმზირებოდა. და თავადვე ღმერთს თავის თავში შობდა ვიოლინოს თეთრი ჯადოქარი. ის უკრავდა, არ მდუმარებდა სული და იდუმალის წამი იდგა დიადად სრული და ბოგინობდა სიოს მკრთალი სიამის ფეთქვად სიყვარულის ზღვა, თავგასული და რეალობის ზღვარგადასული. ის უკრავდა, მიმოიქროდა სიმებზე ხემი და სათუთი ხელით - სული ვით ხმაში - ოთახის ჩაკეტილ სიმეტრიას ჰარმონიის უსაზომობის ამოდ ათოვდა. უეცრად შედგა. გამდუმარებით დაეშვა ხემი. შეტოკდა ხელი, განემხო და განეტოტა ლაბირინთთა ძეწნად ნათვალებს. თვალები ითხოვდა შველას, მზერა დაეძებდა სულის დიად მზეთა უცხო აღმაფრენას და ჰმზერდა, ხმათა დამდუმართა და მზერათა ზიარებად სძიებდა. რას? არ იცოდა; არ სურდა და არ ახსოვდა. არ იყო ზიარი ბედისწერას და უბრალოდ, სძიებდა. სულს სურდა. და აღსრულდა. მარის მზერა (მევიოლინეს მარი ერქვა) ლარნაკში ჩადებულ მინდვრის ყვავილების თაიგულს აეფერა. მიხვდა - მათ ეძებდა, სწორედ მათ და მათში სურდა სულის დაურვება. ჰმზერდა და ჰგიებდა და დუმილად მქუხარებდა ფერთა და სახებათა და ხატადსახიერთა ყრუ მზემარება... ფერად ჩასახული ბგერა; ანაღელვები და მისით ანამკობი მზერა. ლამაზი იყო მინდვრის ყვავილების თაიგული და მარი - ბგერად ჰარმონიის სულთა დედოფალი ფერთა ფეერიულ მღელვარების ზენარს უღიმოდა. ყვავილებმაც სცადეს გაღიმება, მაგრამ ამაოდ; ამაოდ, რადგან... მათ ბაგეებს მწუხარების სევდა შეეფეთა - ერთი გვირილა დამჭკნარიყო და გარდაცვლილიყო. სიკვდილად სდევდა სიმწუხარის ყარყუმი ფერი თაიგულთა ყრუ მრუმარებას. დამდუმარ კივილად მოვარდა ტკივილი. სულში ჟღრიალით ჩაწყდა სიმი და მიიმქვრა სხივი - სულისა ზნესრულისა და ნეტარითა გასუდრულისაი. შეაკრთო მარის ფაქიზი სული სიკვდილის მზეთა უგულო ფეთქვამ... წამი დადგა წარღუმი, კრული. ტკივილად ჰკიოდა სიცოცხლის ფერი და სდუმდა ბგერა სიმწუხარედ გადანაფერი. და... ფერი. ფერი. მდუმარების უხილვად ფერში... მიმოსაამოდ ნათელი იშვა რაღაც მიმკრთალი ქალღმერთებისა მოციაგე როგორც სანთელით და აღიღი ხელი, ვითარცა ხმელის უდაბნოისა მწვანეითი მომწყველი ნება ღმერთებისა სიცოცხლის მშველი. სულმა განიცადა მიმწუხრი სიკვდილისა ერთი გვირილისა სულის და ნება განემხო წარმართთა მისტიკად ბგერათა ვნების. ... აღიღო ხელი. ხემი დაეფერდა სიმთა მკივანებას სიკვდილ-სიცოცხლისა მკველი. თვალი მოეხუჭა და მარებდა სული; მიმოიქროდა ხელი და იკვრებოდა ბგერათა ჰარმონიით მისტიური მუსიკის ღვთიურობა ფეერიულ სიცოცხლის მშველი. და დანებდა ღმერთი ნებას. წამი დადგა წარმართად ვნების. მევიოლინე თავად შობდა მისივე სულით სიცოცხლის ღმერთებს. ... და ამ წამის შენდობით შედგა და დუმილი ვედრებად შესთქვა. ღმერთს, ღმერთს შესთქვა და ღმერთმა შესთქვა - ვედრებად! ცრემლები უმკობდა თვალთა. არ უკრავდა; აღარ. თითქმის არც სუნთქავდა. თითქმის არ იძვროდა წამიც. გავიდა კიდევ წამი. და ცრემლთა ნამით ნელად აღახილა თვალი. და ღიმილი მიეგება მზერას. მიეახლა ველთა ფერებად თაიგულის თვალთა მშვენება. უღიმოდა მარის მინდვრის ყვავილების თაიგული. ის ერთი გვირილაც, ისიც უღიმოდა და იყო მშვენი და სითეთრე მზეობდა სისპეტაკედ გაშლილი ველის. გვირილის მშვენებად მობრუნდა სიცოცხლე სიცოცხლის მშველი და შორით განერიდა სიკვდილის ფერი. გაცოცხლდა ყვავილი. მშვენად განერინა ბაგენიც მარის და აემკო სიმშვიდედ სამყაროს ღიმილი. სული უღიმოდა მარის. ვიოლინო იქვე იდო და გულზე დაეკრიფა ხემი. და მზე - თავსგასული - ოთახში ისევ მზისდარად იდგა და მზეობდა თეთრი მზერით თეთრი ასული, როგორც აწმყო, მომავალი და მთელი წარსული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ვიოლინოს გულზე დაეკრიფა ხემი,- მომეწონა. ვიოლინოს გულზე დაეკრიფა ხემი,- მომეწონა.
15. მომწონს, მშვენიერია. რამდენ კარგ რამეს არ კითხულობენ აქ და უბრალო სისულელეებს ხოტბას ასხამენ ზოგიერთი უგუნურნი და ხეპრენი. დასანანია. მომწონს, მშვენიერია. რამდენ კარგ რამეს არ კითხულობენ აქ და უბრალო სისულელეებს ხოტბას ასხამენ ზოგიერთი უგუნურნი და ხეპრენი. დასანანია.
14. გმადლობთ მუხა შეფასებისთვის გმადლობთ მუხა შეფასებისთვის
13. ვიოლინოზე ან მევილიონზე დაწერილი ნაწარმმოებები საერთოდ მომწონს, რადგან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ორივესთან, ეს პროზა -პოეზიას უფროგავს, მელოდოურია, სულიერია. ვიოლინოზე ან მევილიონზე დაწერილი ნაწარმმოებები საერთოდ მომწონს, რადგან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ორივესთან, ეს პროზა -პოეზიას უფროგავს, მელოდოურია, სულიერია.
12. გმადლობ კოზეტტ გმადლობ კოზეტტ
11. ლამაზია! +5
ლამაზია! +5
10. გმადლობ ნეფერტარი. ახლა ყველაფერი გავიგე გმადლობ ნეფერტარი. ახლა ყველაფერი გავიგე
9. კადნიერება რა შუაშია კობა_ბ? :) მკითხეთ და თქვით რაც გაწუხებთ... მაგისთვისაა ეს პორტალი. არ მინდოდა ახლა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ შევეცდები. თქვენ ალბათ ზედმეტად ახალგაზრდა ბრძანდებით ავტორო... თქვენ გგონიათ სიკვდილი ცუდია? >> იქნებ ხსნაა... ამაზე არ გიფიქრიათ? ის გვირილები მაშინ მოკვდნენ როცა ველს მოაცილეს... ის ლარნაკი მხოლოდ ე.წ. კუბოა და მიცვალებულივით ჯერ ლამაზად გამოყურებიან მაგრამ მერე? ...
არიან ადამიანები(ც) რომლებიც ისე იტანჯებიან ავადმყოფობისგან რომ სიკვდილი სანატრელად აქვთ ქცეული და ევთანაზიას იხვეწებიან, მაგრამ სადაა? :( (ბავშვები კვდებიან, რაც ყველაზე მძიმედ ასატანია სრულიად უცხოსთვისაც კი... თქვენ გინდათ ყვავილზე მატიროთ? > ეს... ძალიან უხიაგად თუ ვიტყვი). თქვენი აღწერილი ეპიზოდი ჩემთვის აბსოლიტურად გასაგებია. მეც ბევრჯერ წამომცდენია "ოჰ კვდება ჩემი ყვავილი" როცა ჩემი იები ცუდად გრძნობენ თავს, მაშინვე ყველაფერს თავს ვანებებ და მათ მკურნალობას ვიწყებ... მაგრამ ისინი ქოთანში ცხოვრობენ და არავინ აწყობს ლარნაკში.
როცა მოწყვეტილ ყვავილს ეფერები და უკვე მის სიკვდილს ეფერები, ამიტომ არაა დამაჯერებელი ჩემთვის შენი მონათხრობი. თანაც მე ზედმეტად "რეალისტი" ვარ და მაინცდამაინც ნუ ამყვებით, ნეტა იმ დროს როცა რომანტიკოსი ვიყავი.
პატივისცემით,
კადნიერება რა შუაშია კობა_ბ? :) მკითხეთ და თქვით რაც გაწუხებთ... მაგისთვისაა ეს პორტალი. არ მინდოდა ახლა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ შევეცდები. თქვენ ალბათ ზედმეტად ახალგაზრდა ბრძანდებით ავტორო... თქვენ გგონიათ სიკვდილი ცუდია? >> იქნებ ხსნაა... ამაზე არ გიფიქრიათ? ის გვირილები მაშინ მოკვდნენ როცა ველს მოაცილეს... ის ლარნაკი მხოლოდ ე.წ. კუბოა და მიცვალებულივით ჯერ ლამაზად გამოყურებიან მაგრამ მერე? ...
არიან ადამიანები(ც) რომლებიც ისე იტანჯებიან ავადმყოფობისგან რომ სიკვდილი სანატრელად აქვთ ქცეული და ევთანაზიას იხვეწებიან, მაგრამ სადაა? :( (ბავშვები კვდებიან, რაც ყველაზე მძიმედ ასატანია სრულიად უცხოსთვისაც კი... თქვენ გინდათ ყვავილზე მატიროთ? > ეს... ძალიან უხიაგად თუ ვიტყვი). თქვენი აღწერილი ეპიზოდი ჩემთვის აბსოლიტურად გასაგებია. მეც ბევრჯერ წამომცდენია "ოჰ კვდება ჩემი ყვავილი" როცა ჩემი იები ცუდად გრძნობენ თავს, მაშინვე ყველაფერს თავს ვანებებ და მათ მკურნალობას ვიწყებ... მაგრამ ისინი ქოთანში ცხოვრობენ და არავინ აწყობს ლარნაკში.
როცა მოწყვეტილ ყვავილს ეფერები და უკვე მის სიკვდილს ეფერები, ამიტომ არაა დამაჯერებელი ჩემთვის შენი მონათხრობი. თანაც მე ზედმეტად "რეალისტი" ვარ და მაინცდამაინც ნუ ამყვებით, ნეტა იმ დროს როცა რომანტიკოსი ვიყავი.
პატივისცემით,
8. მაპატიეთ კადნიერება ნეფერტარი, მაგრამ ერთი კითხვა ამეკვიატა: როგორ, ერთი გვირილის გარდაცვალება მართლა ძალიან ზედმეტი გგონიათ, თუ ტექსტის აბდა-უბდამ გადააჭარბა ყოველგვარ სისულელეს? მაპატიეთ კადნიერება ნეფერტარი, მაგრამ ერთი კითხვა ამეკვიატა: როგორ, ერთი გვირილის გარდაცვალება მართლა ძალიან ზედმეტი გგონიათ, თუ ტექსტის აბდა-უბდამ გადააჭარბა ყოველგვარ სისულელეს?
7. თავს ვალდებულად ჩავთვლი და აუცილებლად გავიზიარებ გმადლობ ნეფერტარი თავს ვალდებულად ჩავთვლი და აუცილებლად გავიზიარებ გმადლობ ნეფერტარი
6. ვაგრძელებ რადგან საიტის დაუცველობის გამო რაღაც გამოვარდა მონიტორზე და გაწყდა კომენტარი.
ანუ ჰარმონიაში 10 ქულა მქონდა სპეციალიზირებულ მუსიკალურ სკოლაში და მესმის რაც არის რიტმის ზომა და ბგერების შეხამება.
მაგრამ მხოლოდ ეგ მომეწონა ჯერჯერობით შენს ნაწერში.
მეც მაქვს ორი ნაწერი ვიოლინოზე. ერთი ინსტრუმენტზე, მეორე შემსრულებელზე. მე მეორე უფრო მომწონს. წარმატებებს გისურვებ, თუ პათეტკას მოაშორებ შენს ნაწერებს, უფრო ლამაზი გახდება. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არ ხარ ვალდებული გაიზიარო.
ვაგრძელებ რადგან საიტის დაუცველობის გამო რაღაც გამოვარდა მონიტორზე და გაწყდა კომენტარი.
ანუ ჰარმონიაში 10 ქულა მქონდა სპეციალიზირებულ მუსიკალურ სკოლაში და მესმის რაც არის რიტმის ზომა და ბგერების შეხამება.
მაგრამ მხოლოდ ეგ მომეწონა ჯერჯერობით შენს ნაწერში.
მეც მაქვს ორი ნაწერი ვიოლინოზე. ერთი ინსტრუმენტზე, მეორე შემსრულებელზე. მე მეორე უფრო მომწონს. წარმატებებს გისურვებ, თუ პათეტკას მოაშორებ შენს ნაწერებს, უფრო ლამაზი გახდება. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არ ხარ ვალდებული გაიზიარო.
5. ავტორო, ვფიქრობ თქვენ უნდა წაიკითხოთ გოჩა გვასალიას პროზა. ენა აქვს საინტერესო. ძალიან მძიმეა მისი ენა. თერიონის ვარდი რომ წავიკითხე თითო ფურცელზე ლამის ოცი წუთი ვჩერდებოდი. მაგრამ ალღო რომ ავუღე ვეღარ მოვწყდი.
თქვენი ნაწერი პოეტურ პროზას ჰგავს, თუმცა იქამდე გზაა გასავლელი, ცუდი ჟანრი არ არის, თანაც ცოტა წერს ამ ჟანრში. ბევრი "გაუგებარი' სიტყვა გაქვთ და გაუგებარი ფრაზა.
მაგალითად : ნივთიერ სულში >> სად წაიკითხეთ ასეთი მოსაზრება მეც მიმასწავლეთ თუ შეიძლება. თუ მეტაფორაა მაშინ განმარტეთ, გავიგო მინდა. რეალობის>> სინამდვილის, სიტყვა რეალობა - ბარბარზმია, რომელიც ახლა იკიდებს ფეხს. იქნებ უარი თქვათ მის დამკვიდრებაზე?
ოთახის ჩაკეტილ სიმეტრიას ჰარმონიის უსაზომობის ამოდ ათოვდა. უეცრად შედგა. გამდუმარებით დაეშვა ხემი. >> >> ჰარმონიის უსაზომობის ამოდ თოვა >> რა წყობაა, რატომ გგონიათ რომ ჰარმონიის უსაზომობა ძალიან სასიამოვნოა? მაშინ თქვენ მუსიკა არ გესმით. :) მუსიკაზე კარგად ქაოსს ვერაფერი გადმოსცემს, ეს სასიამოვნო ჰარმონია გგონიათ? გამდუმარებით დაეშვა ხემი>> გამდუმარებით, გადამდუმარებით, ჩამდუმარებით, ამდუმარებით .. >> მოგწონთ? - მე არა. ვინმეს მოსწონს - არა მგონია.
ყრუ მრუმარებას??? და ტექსტი რომელიც შემდეგ მოდის, ერთი გვირილის გახმობამ თუ სიკვდილმა გამოიწვია? >> ძალიან ზედმეტი მგონია.
ხემი დაეფერდა სიმთა მკივანებას სიკვდილ-სიცოცხლისა მკველი.>> მკველი თუ მკვლელი? ხემია მკვლელი/მკველი? სიკვდილისაც და სიცოცხლისაც? მე კი მივხვდი რისი თქმა გინდოდათ მაგრამ რომ წამეკითხვა აჯობებდა ხომ?
თვალი მოეხუჭა და მარებდა სული; >> სული არასდროს არის თვალმოხუჭული, პირიქით მასზე ცოცხალი და ფხიზელი არაფერია და არვინაა ამ სამყაროში.
ამგვარი რამეები ბევრია.
ახლა კარგი ვთქვათ: რიტმულია, სიტყვათა შეხამება ლამაზია, ყურადღებას რიტმი და მუსიკალურობა იქცევს და სასიამოვნო გასაგონია ყურში. ჰარმონიაში ყოველთის 10
ავტორო, ვფიქრობ თქვენ უნდა წაიკითხოთ გოჩა გვასალიას პროზა. ენა აქვს საინტერესო. ძალიან მძიმეა მისი ენა. თერიონის ვარდი რომ წავიკითხე თითო ფურცელზე ლამის ოცი წუთი ვჩერდებოდი. მაგრამ ალღო რომ ავუღე ვეღარ მოვწყდი.
თქვენი ნაწერი პოეტურ პროზას ჰგავს, თუმცა იქამდე გზაა გასავლელი, ცუდი ჟანრი არ არის, თანაც ცოტა წერს ამ ჟანრში. ბევრი "გაუგებარი` სიტყვა გაქვთ და გაუგებარი ფრაზა.

4. ავტორო, ვფიქრობ თქვენ უნდა წაიკითხოთ გოჩა გვასალიას პროზა. ენა აქვს საინტერესო. ძალიან მძიმეა მისი ენა. თერიონის ვარდი რომ წავიკითხე თითო ფურცელზე ლამის ოცი წუთი ვჩერდებოდი. მაგრამ ალღო რომ ავუღე ვეღარ მოვწყდი.

3. უღრმესი მადლობა. ჩემთვის ძალიან ძვირფასია თქვენი ყოველი სიტყვა უღრმესი მადლობა. ჩემთვის ძალიან ძვირფასია თქვენი ყოველი სიტყვა
2. კობა, არ ვიცი უნდა ვწერდე ახლა ამ კომენტარს თუ არა, მაგრამ გადავიკითხე რამდენიმე შენი ჩანახატი. რა გრძნობაც დამრჩა გულწრფელად გეტყვი და იმედია არ გამინაწყენდები, შენი პროზა ძალიან აბსტრქატულია, უსიუჟეტო .... და ცოტა ღლის მკითხველს.
"თვალი მოეხუჭა და მარებდა სული; მიმოიქროდა ხელი და იკვრებოდა ბგერათა ჰარმონიით მისტიური მუსიკის ღვთიურობა ფეერიულ სიცოცხლის მშველი. და დანებდა ღმერთი ნებას." - გაუგებრობაში ჩამაგდო საბოლოოდ, მართლა .
წარმატებები და ველი უკეთესს :) კობა, არ ვიცი უნდა ვწერდე ახლა ამ კომენტარს თუ არა, მაგრამ გადავიკითხე რამდენიმე შენი ჩანახატი. რა გრძნობაც დამრჩა გულწრფელად გეტყვი და იმედია არ გამინაწყენდები, შენი პროზა ძალიან აბსტრქატულია, უსიუჟეტო .... და ცოტა ღლის მკითხველს.
"თვალი მოეხუჭა და მარებდა სული; მიმოიქროდა ხელი და იკვრებოდა ბგერათა ჰარმონიით მისტიური მუსიკის ღვთიურობა ფეერიულ სიცოცხლის მშველი. და დანებდა ღმერთი ნებას." - გაუგებრობაში ჩამაგდო საბოლოოდ, მართლა .
წარმატებები და ველი უკეთესს :)
1. სათუთი ხელით მოქნილი ხემი შეირხა ფეთქვად და აიტოტა დუმილის ქარში ვიოლინოთა მიმწუხრისთ მარში და ჯადოქრობდა ვიოლინო სიქალწულეში მიბნედილ ხმაში. დასაწყისისთვის ძალიან გრძელი წინადადებაა...ეს პირველივე რაც თვალში მომხვდა..და მთლიანობაში ვფიქრობ რომ დასახვეწია. წარმატებები ჩემს (ბებერ) მეგობარს :) სათუთი ხელით მოქნილი ხემი შეირხა ფეთქვად და აიტოტა დუმილის ქარში ვიოლინოთა მიმწუხრისთ მარში და ჯადოქრობდა ვიოლინო სიქალწულეში მიბნედილ ხმაში. დასაწყისისთვის ძალიან გრძელი წინადადებაა...ეს პირველივე რაც თვალში მომხვდა..და მთლიანობაში ვფიქრობ რომ დასახვეწია. წარმატებები ჩემს (ბებერ) მეგობარს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|