| ავტორი: ჯიჯი ჟანრი: პოეზია 13 ოქტომბერი, 2017 |
"იმ ღამით ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი, სწორედ იმ ღამით დაიბადა გალაკტიონი". შოთა ნიშნიანიძე
რიონის სიცელქე თუ დაენათლა, არის იგი ცეცხლის წაკიდება, არა, ვერ დაიტევ, რომ არა თქვა, გული ზოგჯერ ისე გაგიჟდება. პოეტი - - - - ლამაზი გაზაფხული, ტოტებზე კვირტები დაბუთქული, პოეტი - - - - უტკბილეს ალდაკრული, განცდა ნიაღვრებად, წარღვნად თქმული. პოეტი - - - - ატმის ყვავილები, მზის სხივებს რომ ეღიმილებიან, გული ვარდივით გაიშლება და სურნელება სულთან მიაქვს. რიონის სიცელქე თუ დაენათლა, არის იგი ცეცხლის წაკიდება, არა, ვერ დაიტევ რომ არა თქვა, გული ზოგჯერ ისე გაგიჟდება.
11.10.2017
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გაუმარჯოს გალაკტიონის სულს! გაუმარჯოს გალაკტიონის სულს!
1. აი გალაკტიონი. მაპატიეთ მაგრამ თქვენი ნაწერი საგალაკტიონო მართლა არ არის.
თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: -როგორ დავბადოთ კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც, რა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათლოთ, ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც? პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი: დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი. წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს ულამაზესი იყოს , მაგრამ უღარიბესიც. ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ: სასჯელი გინდათ?მაშინ დიდი კაცი დავბადოთ, სახელ დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს, ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე, უთუოდ მგოსნად და უთუოდ საქართველოში. იმ ღამეს ჭვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი, სწორედ იმ ღამით დაიბადა გალაკტიონი აი გალაკტიონი. მაპატიეთ მაგრამ თქვენი ნაწერი საგალაკტიონო მართლა არ არის.
თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: -როგორ დავბადოთ კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც, რა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათლოთ, ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც? პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი: დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი. წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს ულამაზესი იყოს , მაგრამ უღარიბესიც. ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ: სასჯელი გინდათ?მაშინ დიდი კაცი დავბადოთ, სახელ დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს, ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე, უთუოდ მგოსნად და უთუოდ საქართველოში. იმ ღამეს ჭვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი, სწორედ იმ ღამით დაიბადა გალაკტიონი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|