წყალს ვნაყავ როდინით, ამაო ლოდინი, აწყდება ვერანდას, ვერ გავთბი, ვერა და.. ერთ მუჭა სითბოში, ვერ ვადნე ცის თოში, ვიარე მითებით...ვერ ხედავ?–ვფითრდები.. - ეს ბოლო ლექსია! ხმას მაწვდის გესლიანს საღამო უმზეო, ბოლოჯერ უმზერო ქუჩებს და ხეივნებს, დრო რას გახეირებს!.. დანებდე გიბრძანებს, დაახშობს იმ ზარებს, ბავშობას რომ დარჩა, ნაზხმიან ქამანჩად.. იმედის ფარაჯა, ოცნების ლამანჩა, გქონდა და არა ჩანს...არც ჭროღა ალაჯა, არ ხარობს არსად და დრო ბედთან დაზავდა.. შენაც მიმატოვე..დარდები მათოვე, მე ფიქრი ვიბევრე, მოვიდა სიბერე.. ფარ–ხმალი დავყარო? წაიღეთ აყალო! უკვე ცას ვნებდები და თუ დავბერდები, მოდი დავნაძლევდეთ, რომ უნდა გავგრძელდე აპრილად, მაისად..დღეს ანდა გაისად მე მაინ მოვალ და ვით ქარის მოვარდნა, ვარდების მოვიდან ჩემს სუნთქვას მოგიტან..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მელოდიურ-განწყობიანია... შობა-ახალ წელს გილოცავთ!
მელოდიურ-განწყობიანია... შობა-ახალ წელს გილოცავთ!
4. რაჭველი არა ვარ, თუმცა გვიან მივხვდი, მადლობა, ჩემო კარგო ნ–ი–კ–ი, კეთილი სურვილისთვის! რაჭველი არა ვარ, თუმცა გვიან მივხვდი, მადლობა, ჩემო კარგო ნ–ი–კ–ი, კეთილი სურვილისთვის!
3. უკაცრავად ნ–ი–კ–ი, ვერ გავიგე, რას გულისხმობთ უკაცრავად ნ–ი–კ–ი, ვერ გავიგე, რას გულისხმობთ
1. ბოლო ლექსისგან ღმერთმა დაგიფაროთ :) ბოლო ლექსისგან ღმერთმა დაგიფაროთ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|