ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2018


მალაყი(ქამარი 4)

რა ხარისხი აქვს შენში დამდგარ წონასწორობას,
თუ ის დღეები გამორიცხე როგორც ლუკმები,
მონელებამდე რომ არ შეგერგო.
რაა ხმაური და ხმაურში შიში მძვინვარე,
თუ მოლოდინი შეუთავსე დამორჩილებას,
სხვა გზამოჭრილი ნუგეშის ხათრით.
შენი თავიდან გასვლა დაიწყე.
დაიწყე შენში იმ თმენის წაშლა
სმენის საპოხად რომ გადაიქცა
და მხედველობას გიალმაცერებს.
რა ალიბი აქვს შენში დამდგარ უმოძრაობას,
შეგაფერხოს და მიგისაკუთროს;
შეგაცოცდეს და გესიამოვნოს.
უბადრუკია გარდაუვალ ლპობაში თვლემა,
მძაღე სიმშვიდე და მყუდროება.
თუ ცოცხალი ხარ, არსებობის ექვივალენტი
კმაყოფილებას როგორ ასახავს,
როცა სიბეცე მონდომებით გებღაუჭება,
როგორც გუშაგის მთქნარება ლოყებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები