ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯარჯი07
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2009


მე გაზაფხულის თბილ წვიმად მოვალ.
ატირდებიან კვლავ ტირიფები.
თმებს გაიშლიან თეთრი ნიმფები
და სიყვარულსაც კვლავ დაგპირდებით!
მოვალ კვლავ ღამით შემოდგომის წვიმიან ღამით
მოვალ და წამით შევეხები მიწას ტუჩებით.
მერე გავქრები სამუდამოდ  დაგავიწყდებით,
მიწას შევრჩები ბედნიერი ვიქნები ამით.
ნუ ატირდებით ნურასოდეს ნუ ატირდებით
ნუ ატირდები გაზაფხულის წვიმიან ღამით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს