დღიურები


ჩაირთო(აღდგა) მეილების დაგზავნის სერვისი. შესაბამისად უკვე ჩაირთო რეგისტრაცია და პაროლის აღდგენა     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!
სიცოცხლე ის კი არაა რაც იყო, არამედ ის რაც დარჩა...
და შენ იქ არ ხარ.

დღიური: mrs.smith.
რა მწარეა,
როცა აღმოაჩენ,
რომ თურმე არასწორად შერჩეულ ადამიანებს ელაპარაკები,
დაუჯერებლად თავგანწირული გულწრფელობით.
რა სირცხვილია.
სად დაიმალო აღარ იცი.
ან უკან როგორღა დაიბრუნებ
მათი გულების ბნელ საწყობში
შეზიდულ შენს საწყალ სიტყვებს?
ან  მეხსიერებაში როგორ შეუძვრები
ყველა აბზაცის წასაშლელად,
სადაც შენი მცივანა ამბები აქვთ შეყრილი
-  მაცივარივით გაყინულ ფაილებში.
კიდევ კარგი,
მთავარი არასდროს არავისთვის გითქვამს.
კიდევ კარგი,
მთავარი სათქმელი სადაც დევს,
ამოქოლილია ყველა ღრიჭო
და გულითაც რომ მოგინდეს,
ვერავინ ვერაფერს გაიგებს შენს მეტი.

მაია სარიშვილი
mrs.smith 2023-03-03 22:57:11

რა მწარეა,
როცა აღმოაჩენ,
რომ თურმე არასწორად შერჩეულ ადამიანებს ელაპარაკები,
დაუჯერებლად თავგანწირული გულწრფელობით.
რა სირცხვილია.
სად დაიმალო აღარ იცი.
ან უკან როგორღა დაიბრუნებ
მათი გულების ბნელ საწყობში
შეზიდულ შენს საწყალ სიტყვებს?
ან  მეხსიერებაში როგორ შეუძვრები
ყველა აბზაცის წასაშლელად,
სადაც შენი მცივანა ამბები აქვთ შეყრილი
-  მაცივარივით გაყინულ ფაილებში.
კიდევ კარგი,
მთავარი არასდროს არავისთვის გითქვამს.
კიდევ კარგი,
მთავარი სათქმელი სადაც დევს,
ამოქოლილია ყველა ღრიჭო
და გულითაც რომ მოგინდეს,
ვერავინ ვერაფერს გაიგებს შენს მეტი.

მაია სარიშვილი

▪️
ღაწვებთან აწვება სულს მარტი,
შეიკრავ გაღეღილ საკინძეს
ყულფივით! არავის უყვარდი!
არავის უყვარდი! გაგიძლეს!
Miranda Eristavi

https://saba.com.ge/about/sellerregistration

https://saba.com.ge/about/sellerregistration

"ერთხელ ერთმა ბიჭმა არსიყვარული ამიხსნა.
ერთ შორეულ ბავშვობაში, ერთ შორ სოფელში, ზაფხულის ერთ ძალიან მშვენიერ დღეს, დადგა ჩემი ეზოს კართან ერთი მშვენიერი ბიჭი და ჩემი სახელი დაიძახა.
გავედი.
საქმე მაქვსო, მითხრა. რაღაც უნდა გითხრაო. კარგი-მეთქი და მუხლები ამიკანკალდა.
არ მიყვარხარო. მინდა იცოდე, რომ არ მიყვარხარო. რატომ გგონია რომ მიყვარხარო?
ჯერ ხომ პატარა ვიყავი ისედაც, და უცებ დავიწყე დაპატარავება. უცებ გაიზარდა გარშემო ყველაფერი. ამაღლდნენ მთები, გაუზარმაზარდა გაგანიერებულ ცაზე მზე, ჩემი ეზოს ჭიშკარი უშველებელ ალაყაფად იქცა, გაიზარდა ბიჭი, ვეება დევივით დამყურებს თავზე და გრგვინავს: "არ მიყვარხარ, არა!"
მთელ ხეობაში დატრიალდა მისი ხმა, "არ მიყვარხარ, არა!" - გუგუნებენ მთები, ღრიალებს მდინარე.
მე კი ვდგავარ და თითქმის აღარ ვარ. ვცდილობ გავაგონო, რომ არა, არ მგონია, სულ არ მიფიქრია, რომ ვუყვარვარ, ავძახი ქვემოდან, ვყვირი, მაგრამ უკვე ისეთი ციცქნა ვარ, სულ არ ესმის ჩემი წრიპინი. უკან-უკან მივჩოჩავ, მარტო იმასღა ვფიქრობ, შემთხვევით ფეხი არ დამაბიჯოს და გამსრისოს.
ბოლოს ბიჭი გაჩუმდა. მიტრიალდა და წავიდა.
დიდხანს გუგუნებდა გარშემო მისი არსიყვარულის ექო.
დიდხანს მივდიოდი სახლისკენ, ალბათ რამდენიმე წელი.
დიდხანს ვტიროდი, ალბათ რამდენიმე საუკუნე.
დიდხანს ვცდილობდი, ისევ გავზრდილიყავი.
მერე დრო გავიდა. დამავიწყდა ის ამბავი. ის ბიჭი ძალიანაც შემიყვარდა და სულ-გულის გამათბობლად მახსენდება ხოლმე, თუ გამახსენდა.
მაგრამ ეგ არის, ხანდახან, როცა მზე განსაკუთრებით კაშკაშებს და ყველაფერი მშვენიერია, უცებ მიჩნდება შიში, რომ ვინმე დააკაკუნებს კარზე. მე გავაღებ კარს.
კართან იდგება კაცი. და ეს იქნება კაცი, რომელსაც ველოდები. შემომხედავს და მეტყვის: რაღაც უნდა გითხრა.
კარგი, - ვეტყვი მე და გულზე ხელებს ავიფარებ.
და ის იყვირებს: "არ მიყვარხარ, არა!"

ლია ლიქოკელი

https://saba.com.ge/about/sellerregistration

ტელ.: +995 511 14 00 88
saba.com.ge

ჭრელი პეპელა გაფრინდა,
ღამის პეპელა დარჩა...
...სამი, ორი, ერთი...
ნუ გამიწყრება ღმერთი
საზრისი მაინც არ ჩანს,
ხელახლა დათვლა მინდა...

https://ru.siberianhealth.com/ru/backoffice/auth/?url=https://ru.siberianhealth.com/ru/backoffice-new/?newStyle=yes

კონკურსზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 25 თებერვალი. ავტორმა/გამომცემელმა უნდა წარმოადგინოს საკონკურსო წიგნის 5 ბეჭდური ეგზემპლარი შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 7, თიბისი კონცეპტი. გთხოვთ, წიგნების მიწოდებამდე წინასწარ დარეკოთ: 032 2 27 27 27 (შიდა ნომერთან დასაკავშირებლად ჯერ დააწექით 2-ს, ხოლო შემდეგ აკრიფეთ - 8590). შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით - +995 511 14 00 88 ან service@saba.com.ge

ამჟამად არ მსურს, რაიმეს დემონსტრირებას ვახდენდე, ვინმეს ვაკვირვებდე  ან ვართობდე ან რამეში ვარწმუნებდე.
ჩემი მიზანია აბსოლუტური დასვენება.
მინდა, არ ვიცოდე არაფერი,
არავის არაფერი ვასწავლო, 
არ მსურდეს არაფერი,
არაფერი ვიგრძნო.
მინდა  დავიძინო, ვიძინო და ვიძინო, რაც შეიძლება, დიდხანს”

შარლ ბოდლერი
თარგმანი ნ.დარბაისელის.

...ჩატყდება?
თან ჩაიტანოს
ხიდიც
მდინარეც
სიზმარიც.
გმადლობ რომ
არასდროს გძულდი,
გმადლობ რომ
ასე მიყვარდი...

თამარ ურდულაშვილი.

მეგობარი წავიდა.
სიტყვისუთქმელად, უხმოდ.
გაბუტული საყვარლები მიდიან ასე. მაგრამ ჩვენ ხომ უფრო მეტი ვიყავით, ვიდრე საყვარლები?
მან კი სიტყვაც არ გამოიმეტა, ყველაფერი მე შემატოვა,
ძაფებივით აბურდულ ფიქრებად, ტალღებაქოჩრილ ფანტაზიად, მოჭრიალე კარად და
მატარებლის გრუხუნად,
რომელიც პირდაპირ ჩემი სახლზე გადის
და ოთახს ისე  აზანზარებს,
ლამის მისი ნაჩუქარი ყველა ნივთი ძირს დაანარცხოს..
მე წასვლის მიზეზს ვერასდროს ავხსნი.  საყვარლები რომ ვყოფილიყავით, უფრო იოლი იქნებოდა,
ჩვენ კი მხოლოდ ვმეგობრობდით,
მე - როგორც შემეძლო.

ბელა ჩეკურიშვილი.

ნამდვილად გიყვარს ის,
ვინც გსურს  მუდმივად გაახარო - სიყვარულს პაუზა არ აქვს.

გია მურღულია


დაორთქლილი მინების ღამე

მე დავთმობ ამ ქალაქს
ამ ქუჩებს
ამ ტოტებს
და შენთან მოვიტან
ფეხებთან დაგიყრი
შენს მზერას _
შეშლილი სურვილის გადმომდებს
ელვარე ხმალივით
სხეულში გავიყრი
და შენ დამინახავ მე
ჩემო ძვირფასო
შენს მუხლებს დაღლილი ხელებით შევწვდები
და მერე უთუოდ ვიტირებთ ამაზე
რომ ვეღარასოდეს ჩვენ ვეღარ შევცდებით
და რომელ ჩვენგანსაც არ უნდა აუხდეს
სიზმარი _
რომელსაც ათასჯერ წავაწყდით
უნდა დაიბზაროს და უნდა დადუღდეს
ყოველ ოცნება _
ჩვენ უკვე დავმარცხდით
გამოშრეს
დაიმსხვრეს ეს ჩემი ხელები _
ისინი შენს ღამეს ვერ შეეხებიან
სიჩუმეს დავაფრთხობ ჭლექიან ხველებით
და წავალ ქუჩაში
და ვიწრო მხრებიან
კედელს მივეყრდნობი
მოთმენას მივუსჯი
გაყინულ თითებსა და ჩამოშლილ ხერხემალს
სანამ შუაღამის უძირო სილურჯით
ჩემს სხეულს სიბნელე არ შემოეხვევა
შენც გახსოვს _
დეკემბერს სისხლივით დიოდა
სიტყვები _ ავსილი უაზრო ოცნებით
და როცა ჩემს ხელებს ჰკოცნიდი _ მტკიოდა
და მერე ჭრილობებს ვეღარ ვიხორცებდი
და ვწერდი
თვითონაც არ ვიცი _ რას ვწერდი
ჩაკუჭულ ლექსებით აივსო თხრილები
მე შენთან მინდოდა და ვეღარ ვაღწევდი
და კედელს ვკორტნიდი სისხლიან ფრჩხილებით
ახლა კი დავმშვიდდი
ყველაფერს ბოლო აქვს
სიჩუმე ყველაფერს უპოვის გასაღებს
ღამეებს სისხლი და ცრემლები რომ მოაქვს
იმათ ვალამაზებ და ფრთებად ვასაღებ
და მთვარეს ავძახებ _ რატომღაც ჩურჩულით _
რომ ისევ უსაფრთხო ქიმზე დავბანაკდი
მაგრამ ლოკოკინის გასრში შეყუჟული
ვიღას გავაბრიყვებ ფრთებზე ლაპარაკით
მე ისევ ისა ვარ
შემხედე _ ის ვისაც
ნაცნობი ჭრილობა მეასედ ასტკივდა
და შენს მონატრებას თითებით ვისრისავ
და ისევ ვჩერდები ისევ იმ ადგილას
შენმა თვალებმა რომ ქვესკნელი გათხარეს
და ყოველ საღამოს მთვარით გალოკილი
ძარღვი _ დაჭიმული _ ვენაზე ფართხალებს
ხან როგორც გველი და ხან როგორც ბორკილი
მინდოდა’
მე ერთ დროს ძალიან მინდოდა
რომ ბოლო ჰქონოდა უაზრო მოლოდინს
და მივსულიყავით იისფერ მინდორთან
და შენს თმებს ცეცხლოვან ზღვაში ჩავყოლოდი
მაგრამ მე დავფლითე ყოველი ნატვრა და
ყოველი სურვილი ქარს გადავაბარე
ძარღვებიც გამოშრა და სისხლიც გათავდა
და თუკი ხანდახან მზერას გავაპარებთ
ცეცხლოვან მზისაკენ _
უდაბნოს სიყვითლით
სიჩუმე იღვიძებს და იწევს გულს იქით
სიჩუმე მეძახის განწირულ სიტყვით და
გადაღლილ სხეულის დამშრეტი მუსიკით
როგორც ძაღლის ლეკვი _ უღვთოდ გაყიდული _
დაცინვით რომ იცდის _ თავს როგორ იმართლებ
ისე _ დამსხვრეული ორივე კიდურით
ჩემი სიყვარული მიყეფს და მიმათრევს
და რა ვქნა _ მივყვები
და მაინც მიყეფენ
თუ ჩემს დასაცავად
ხმას ამოიღებენ
მაგრამ ვინ გაბედავს _
არ ყოფნით სიტყვები
ის ისევ მიმათრევს
მეც უხმოდ მივყვები
დაგნებდი
გამოვთხრი ნესტიან ფუღუროს
იქ შევიკეტები
კვნესას შევიკავებ
ცოტა ხნით დამტოვეთ _ მე უნდა ვუყურო
ყვითელი ფოთლები თავს როგორ იკლავენ
და ამ ფოთლებიდან რომელსაც მოვწონდი _
ვერაფრით ვიპოვნი
კვლავ იმას თუ ვეძებ
ახლა ის დრო არის რომ ორი კოცონი
დაგინთოს საღამომ მდუღარ ძუძუებზე
და მოვალ
მე შენი ძახილი მომესმა
ვიცი _ მომეჩვენა
და მაინც ვენდობი
როგორც ფიფქები სხდებიან ტოტებზე
ისეთი სინაზით მხარზე დაგეყრდნობი
და გეტყვი _
სისხლნარევ ცრემლის შეკავებით
მე შენთან მოვედი და ახლა ვიხსენებ
თუ როგორ მიხმობდნენ მე შენი მკლავები
და შენი ტუჩების უძირო სიცხელე
თუ როგორ გეძებდი დაორთქლილ მინებზე
და შენი სურვილით
თუ როგორ ავივსე
მაგრამ არარსებულ სიყვარულს ვინ ეძებს
ღამეში მზის სხივებს ვინ მოისაკლისებს
არა ხარ _
შენ მხოლოდ სიზმრებმა დაგხატეს
და ახლა ამ სიზმრებს ქარები მიფრთხობენ
და ყველა კუნჭულში სიჩუმე ღაღადებს
და ჩემი ხელები შენს მუხლებს ითხოვენ
დაბრუნდი
ან იქნებ არსად არ წასულხარ
შენ იქნებ აქა ხარ და სივრცეს მიაპობ
დაბრუნდი
და შენი სიჩუმის პასუხად
მე თვალებს დავხუჭავ და ისე გიამბობ
რომ ქარი კბილებში ნასრეს და დაღეჭილ
ოთახის სიბნელეს სურვილით ავავსებ
რომ შენი ღიმილის პატარა ნაგლეჯი
მკრთალი სანთელივით ჩაწვა რაფაზე
რომ ლურჯი ღრუბლები
ბეჯითად ხატავენ
გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს
რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე
და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს
რომ ასე სუსტი და ასე უძლური
საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ
რომ ახლაც ოთახში
ვზივარ მობუზული
და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ
რომ ისევ ღამეა და და ალბათ ადრეა
რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ
რომ სადღაც გავრბივარ
და შენს მონატრებას
მშიერი მხეცივით
კბილებით მივათრევ.

/ზვიად რატიანი/

შემო...

შემომეხარჯა, შემომადნა, შემომელია,
კიდევ რამდენი შემიძლია ვიხმარო: "შემო..."
ღამდება უკვე, მალე მთვარეც ამოანათებს,
შემოიარე, შემობრძანდი, შემოდი, შემო...
ისე გავიდა ეს ზაფხული და შემოდგომა,
ვერ ჩავატანე შენთან ყოფნას ბოლომდე გემო.
რომელ ნავსადგურს მიაშურე, საით გაცურე,
ჩემო, სულ ჩემო, საუკუნოდ ჩემო და ჩემო!
მე გადავწყვიტე, რაც დრო დამრჩა, შენ დაგახარჯო,
შენთვის იბრუნოს ჩემი ყოფის ყოველმა დღემო.
შენ გეფეშქაშოს, შენ გებოძოს, შენ შემოგევლოს
ჩემი კუთვნილი წუთისოფლის ზემო და ქვემო.
შემომეტმასნე, შემომეჭდე, შემომესალტე,
შემომეზღაპრე... უთვალავჯერ "შემო" და "შემო..."
ახალი სახლის ფეხდაუდგმელ პარმაღთან ვდგავარ,
შემოანათე, შემობრძანდი, შემოდი, შემო!..
27 დეკემბერი, 2022,
თბილისი
რაულ ჩილაჩავა.

რადგან ისე მოხდა,რომ ჩემი ბავშვობა-ახალგაზრდობა დაემთხვა ბნელ 90-იანებს,ეს ამბავიც იმ წლებისაა..
ბათუმის ერთი ძველი უბანია-ჭაობი.ნუ პატარა ბრონქსია,ადვილად რომ მიგახვედროთ.
ვართ ასე თხუთმეტ-თექვსმეტი წლის და თითქმის ყველა ერთ პატარა ქუჩაზე ვცხოვრობთ.იმ ქუჩაზე,სადაც ჩვენი მშობლები გაიზარდნენ.ქუჩა კია პატარა,მაგრამ როგორც ჩვენი მამები ამბობენ,გაგება და სიყვარულია დიდი..
ჰოდა, ჩვენ აქაური მაგარი ბიჭების შვილები ვართ,არც დღისით გვეშინია ქუჩაში გასვლის და არც ღამით,იმიტომ,რომ ვერავინ გაბედავს ზედმეტს.ერთადერთი მაფიოზი  -ბებიაჩემია.აი,იტალიურ ფილმებში რომ შავკაბიანი ქალებია,ძირითადად მაფიოზების დედები,აი სახლში რომ სხედან და ყველაფერს აკონტროლებენ,ოჯახსაც და უბანსაც,ეგეთი ტიპია,რომელსაც შეუძლია უბრალოდ არ გაგვიშვას სახლიდან და არანაირი ცრემლი და მუდარა არ გაჭრის და თუ გაგვიშვა,მერე ისეთი კონტორილის ქვეშ ვხვდებით,სუსი და მუსი მაგასთან საბავშვო ბაღებია.ახლა არ იფიქროთ მართლა ისეთი ბოთეები ვიყავით რომ ბებიაჩემს ვერ ვატყუებდით...ვატყუებდით და ხშირადაც.სხვა გზას უბრალოდ არ გვიტოვებდა.
ჰოდა იმას ვყვებოდი,ჩვენ,ბავშვები ზამთარ-ზაფხულ, დღეში ოცი საათი ერთად ვართ და ეს არაა მეგობრობა,ეს რაღაც უფრო დიდია და მნიშვნელოვანი.
მოკლედ 31 დეკემბერია და ის დროა,შუქი ახალ წლამდე ერთი საათით ადრე რომ მოდის,მაგრამ მანამდე ყველაფერს აკეთებენ ,ძირითადად შეშის ფეჩზე და ერთადერთი,რაც შუქის მოსვლას ელოდება,არის კრემი,რომელსაც მიქსერი სჭირდება.
მოკლედ ჩვენ-მე და ჩემს მამიდაშვილს,რომელიც ჩემზე ერთი წლით პატარაა, ერთადერთი რასაც გვანდობენ,არის ოლივიეს გაკეთება.ჩვენ ვაკეთებთ სალათს და ვალმოხდილები გავრბივართ მეგობრებთან,რომლებიც მამასთან ერთად რჩებიან ახალ წელს,იმიტომ,რომ დედა მიდის სხვა ქალაქში და ჩვენ,გოგონებმა უნდა გავაკეთოთ ყველა კერძი დამოუკიდებლად.ყველა კერძი კერძად,მაგრამ საცივი გვაქვს დაბარებული!!! ინდაური, ბევრი ნიგოზი და მომზადების წესი ფურცელზე დაწერილი,დატოვებულია.
გავაკეთეთ სალათები.შევწვით კარტოფილი.არ მახსოვს კიდევ რაღაცები გავამზადეთ...და საცივი..არ მახსოვს ასე ეწერა რეცეპტში,თუ საიდან მოვიტანეთ,ძალიან თხელი რომ არ იყოს,ცოტა მჭადის ფქვილი უნდა დაუმატო ნიგოზსო(ცოტაო!!!) ჩვენც დავუმატეთ! ცოტა!
საცივი იყო-ღომი აღარ სჭირდებოდა!
მას მერე ოცდაათი წელი გავიდა, იმდენი რამე დაგვავიწყდა და ეს საცივი არც ჩვენ გვავიწყდება და არც ბიჭებს,მას მერე ლაზღანდარობენ ამაზე.
იმ ღამით საოცარი ახალი წელი გვქონდა.

***

რაღაცნაირად ვიყავი,
მოღრუბლული.

მოვიდა შენი წერილი
და მოიყოლა შუქი.

მე ვიცი,
რასაც ნიშნავს,
როცა სიტყვები ჭიანჭველებს ემსგავსებიან,
როცა პატარა,
თვალით დაუნახავ ასოებს,
თავისზე ათასჯერ დიდი სითბო მოაქვთ.

...

მომწვდა შენი ხმა
და ჩემი გულის ყველაზე ბნელ,
უფანჯრო ოთახში,
დაეკიდა მზე.

ნიკა ჩერქეზიშვილი.

1

რადგან ნამდვილი არ იყავი სწორედ ამიტომ
გეძებდი თორემ ნამდვილების მთელი რიგია
მე ახლა ვხვდები ის დუმილი უნდა გამეგო
რომელიც მაშინ ვერ გამიგია

გეძებდი სწორედ იმიტომ რომ ვერ გიპოვიდი
მერე ვიფიქრე ამ ძებნაზე როცა გამიშვი
დღეს ყველასათვის და შენთვისაც თოვლი მოვიდა
ის თოვლი ჩემი ვერ იქნება სწორედ ამისთვის

ვიღაცა ახლა წასულ ჩიტებს ითვლის ბუხართან
ვიღაცას ნაზად ჩაუშლია დარდი ქერა თმის
ის სიხარული შენც და ყველას რაც გაუხარდა
ვეღარასოდეს ვერ იქნება ჩემი ვერაფრით

2

შენ მშვიდად გძინავს ვარსკვლავებზე ბზინავს გიშერი
მინდა სიზმარში გაგიკვალონ გზები იებმა
გიყურებ ისე მგონია რომ შენ თუ გიშველი
სუყველაფერი მეპატიება

და მათთვის თოვდეს მათი იყოს ყველა ფიფქი და
ყველა შენობა ჩვენი სახლი ისეც დიდია
ყველა წასვლაზე მტკივნეული ბოლო ფიქრიდან
წასვლაა თითქოს მოუსვლელი გზებით მიდიან

შენ მშვიდად გძინავს ჯერ არ იცი რომ გიღალატებ
ამისთვის მალე გაგწირავენ მალე გეტყვიან
როგორ მტკიოდა როგორ ვდუმდი როგორ ვმალავდი
როგორ ვკვდებოდი რომ გხედავდი ასე სევდიანს

შენ მშვიდად გძინავს და გიგროვებ ზურგზე ნათურებს
როგორ მინდოდა შემძლებოდა შენთვის გმირობის
ჩადენა მაგრამ მე ყველაფერს ისე ვართულებ
შენ მშვიდად გძინავს ახლა მაგრამ წეღან ტიროდი

მაშინ მომინდა არ მქონოდა ერთი ნაგლეჯი
ამბავი სადაც არ იყავი  მაგრამ რას ვუზამ
ო როგორ მინდა იცოდე რომ შენ კი არ გერჩი
მთელი ცხოვრება ჩემ არყოფნას ვზრდი და წყალს ვუსხამ.

ნინი ელიაშვილი.

დღიური: თინა ნიკოლ.
სად ხარ ????
გეგეშიძე 2022-11-24 15:18:57

ჯოჯოხეთი რა არის? - ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული არ შეგიძლია.
თეოდორ დოსტოევსკი

დღიური: თემური57.
  მორიგი წარმატება. ბულგარეთი. ქ. სოფია. ,,ანა ახმატოვას საერთაშორისო ლიტერატურული პრემია". ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის,სპეციალური პრიზი (დიპლომი).
ვულოცავ ჩემს თავს!!!

კიდევ ერთი ჯილდო შვილიშვილებისთვის, რა მაგარი ბაბუა გვყოლიაო!
თემური57 2022-11-17 14:33:45

საკუთარ თავზე დაკვირვება შემიძლია მხოლოდ ურთიერთობაში, რადგან ცხოვრება  - ეს ურთიერთობებია.
უსარგებლოა განცალკევებით კუთხეში ჯდომა და მედიტირება; მე არ ვარსებობ თავისთავად, მე ვარსებობ მხოლოდ ადამიანებთან, საგნებსა და აზრებთან ურთიერთობაში.
როდესაც ვსწავლობ ჩემს ურთიერთობებს გარემოებებსა და ადამიანებთან, ასევე  ჩემს შინაგან განწყობებსა და დამოკიდებულებებს, სწორედ მაშინ ვიწყებ საკუთარი თავის შეცნობას.
ყველა სხვა გზა საკუთარი თავის შესაცნობად მხოლოდ და მხოლოდ აბსტრაქციაა.
მე უნდა შევისწავლო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ რეალურად და არა ისეთი, როგორიც მსურს, რომ ვიყო.

ჯიდუ კრიშნამურტი

როცა ადამიანს სავსებით და უპირობოთ ენდობი, ცხოვრება გაძლევს ორიდან ერთს; ან საუკეთესო ადამიანს, ან გაკვეთილს.

ძნელი გადასატანია, როცა შენზე უარს ამბობენ. და ყოველთვის  გაუგებარი, რატომ. არასოდეს არცერთი პასუხი ამ კითხვაზე საკმარისი არ არის. ზიხარ და გიჟდები - აი უფრო ლამაზი რომ ვყოფილიყავი, უფრო ჭკვიანი, უფრო საინტერესო, უფრო კარგი და კიდევ ბევრი უფრო. ხან ისე ჩაეფლობი, გეჩვენება, რომ ღირსი ხარ, ყველაფერი შენი ბრალია, და შენ თვითონაც მიატოვებდი შენს თავს, შენი თავი რომ არ იყოს.
არის კიდეც ეს მიტოვება. ასე ფიქრი. შენი თავის მიტოვება.
ეს ბალიშის ქვეშ შეტენილი ტირილები, ეს პალტოს საყელოში და შარფებში შეფუთული ტირილები, გაბმულად. შემოდგომის წვიმებივით.
ეს მარტოკა ტირილები. მარტო ხეტიალების და მარტო ძილების ტირილები.
ხან ბრაზდები. მერე ტირი. ისევ ბრაზდები, ისევ ტირი.
ფიქრობ, რომ ამბავი, რომელიც შენთვის დაიწერა, ასე დაიწერა - არ შეგიყვარონ. და ისე ეჩვევი, უკვე ბუნებრივი გეჩვენება.
და უკვე ირჩევ კიდეც, იმ ამბებს ირჩევ, რომელშიც არ შეგიყვარებენ. წინასწარ რომ იცი, ზუსტად რომ იცი.
ფიქრობ, რომ მარტო ამას იმსახურებ და მორჩა.
ებმებიან ერთმანეთს დღეები, როცა სარკეებიც გარბიან შენგან. არ გამოიჩინები. არ დაინახები.
დღეები, როცა მარტო საქმიან წერილებს იღებ. როცა ისევ ავად ხდები და ვერავის ეტყვი, რომ გცივა. ავად ხარ.
ეს ცალმხრივი ამბები, და ზედ დამატებული ცალმხრივი მეგობრობებიც.
ვეღარ ბრაზდები. ის უღონო, ხმაჩაწყვეტილი ტირილიღა რჩება. რატომობის ტირილი. ვეღარშეძლების ტირილი.

თქვენ, ვისი ამბავიც სხვანაირად დაიწერა, თქვენ, ვინც შეგიყვარეს, ვისზეც იდარდეს, ვისზეც იტირეს, იცოდეთ, რომ რაღაც გაქვთ, ვიღაც გყავთ, ვიღაცას ყავხართ. და არაფერია უფრო მნიშვნელოვანი. უფრო ნამდვილი. უფრო მოსაფრთხილებელი.
გაუფრთხილდით ხოლმე იმათ. ვისაც შეუძლია, უყვარდეთ.

ლია,ლიქოკელი

როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი გაუცნობიერად ერთჯერადი შთაბეჭდილებისთვის ვკითხულობდი წიგნებს, წავიკითხე ჰესეს "ტრამალის მგელი" და მორავიას  წიგნიც რომელიც დღემდე მახსენდება თუ როგორ შეიძლება გვენატრებოდეს სიყვარული რომელსაც ვკარგავთ, ცოლ-ქმრული  ურთიერთობის კრიზისები რაც დავიმახსოვრე ესაა. ძალიან ადრე ასაკში მიწევდა მუშაობაც და ღონემიხდილი ვკითხულობდი,  შეიძლება არც ისე სახარბიელო იყო ყოველივე ის ერთფეროვანი გადაბმული დღეები, მაგრამ მენატრება.
დღეს უფრო სხვა ლიტერატურას ვკითხულობ.
პოეზია ჩემი შვებაა, დავწერო ლექსად ის რაც მტკივა.

შეხედავ და ერთი ჩვეულებრივი ფორტეპიანოა..
თუმცა გააჩნია ვისთვის.
ჩემთვის უამრავი მოგონება,სითბო და სიყვარულია.
სამხატვრო სასწავლებლის დირექტორის კაბინეტში იდგა,როცა სტუდენტი ვიყავი.თითქმის ყოველდღე ჩავდიოდით.
შემომეხვეოდნენ ირგვლივ დანარჩენი სამხატვროელები,მე ვუკრავდი და  ყველა ერთად ვმღეროდით.
ბევრს გაუკვირდება,დირექტორის კაბინეტში სტუდენტები,ინსტრუმენტთან..
ეს არ იყო ის სტანდარტული ურთიერთობები,რაც სხვა სასწავლებლებში იყო და არის.
ჩვენ ვიყავით ერთი დიდი ოჯახი,ყველაზე ლიბერალური,თავისუფალი და თბილი ურთიერთობით სტუდენტებსა და ლექტორებს შორის.
ამიტომაც მიყვარდა და მიყვარს ასე ძალიან იქაურობა.
დღეს რომ მივედი,ასეთი დამტვერილი,სევდიანი და ჩუმად მდგარი დამხვდა..რაღაცნაირად გული დამწყდა.
არაფერი მეორდება ამქვეყნად.
ჩვენც ალბათ სხვა თაობა ვიყავით.ბნელი ოთხმოცდაათიანების ბედნიერი და ლაღი ბავშვები.

გამოჩნდა მიწა, ჩუმი და სველი,
ფოთოლზე ფოთლის დაცურდა ლანდი.
და გამახსენდა, რომ ერთი წელი,
აღარსად იყავ და არსად ჩანდი.

ხოლო, ის წელი, ის ერთი წელი,
რომელიც ახლა უკუნეთს ერთვის,
ჩემთვის გავიდა ძალიან ნელა
და ღმერთმა იცის რა იყო შენთვის.

                              ოთარ ჭილაძე


1 2 3 ... 1420 1421 1422