ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2018


ქვევრ-ვაზიანის იგავი

                        ღვინომ თქვა: მგალობელი ვარ დატყვევებული თიხითა!
                        რა ესმა ქვევრსა გალობა ამგვარი ჩაიხითხითა:
                        -იმ ვაზის შვილი არა ხარ რომ მახრჩობს ძელგი ხიხვითა?
                          გასაძოვ-ასაკენკავი ტურით, ყორნით და იხვითა.

                          ვაზის გულს მისწვდა ქვევრის და ღვინის ეს აყალ-მაყალი
                          იკვნესა: ძირშიც მოვჭრილვარ ავაგუზგუზო მაყალი
                          ნაყოფად ეკალი მსხმია რაღა მე, რაღა მაყვალი
                          ვერ მიაქიმა პატრონმა, ამიყირავა აყალი.
                   
                          წყნარად უსმინა გლეხკაცმა ვაზსა, ქვევრსა და ღვინოსა
                          თქვა: არ ივარგებს ღვინომ ქვევრს, ქვევრმა ვაზს შეუღრინოსა
                          სამივემ ჩემი მარჯვენა აჭამოს ეკალ-ღრინოსა
                          სჯობს ყველამ ერთიმეორეს უცინოს გაუღიმოსა.

                            ჯამი პირამდე აივსო, სიტყვას არიდებს გრილოსა
                            გასჩქეფა, გაიგალობა ეწაფა ღვინის დვრილოსა
                            გაამზიანა სათქმელი შემოაცლიდა რბილოსა
                            სხივის თესლს თესდა, მზეს სთხოვდა: დღე გრძელ ყავ ცაზედ რბი როსა.

                            ვაზს უთხრა: შენზე მზე ვარდობს, ვარდისახარო მკერდზედა
                            ვარდსა ეკალი რად ჰკადრე, კეცსა რად უკრავ კვერს ზედა?!
                            ქვევრო მზის ბუდევ, ეგ ძელგი სიტყვა გულს ვერა ვკეცე და
                            თავად მზე მოვსვი ჩემს მნათობს შევები ერთი-ერთზედა.

                            მზეო რად ამბობ ტყვეობას მაგ უქრობელი სხივისა
                            ეგ არი შენი აკვანი ხუნდივით არა ხივისა
                            ეგ არი შენი საზრდელი შენი აბჯარი ცვილისა
                            შენი ნამუსის საცავი საამურობის ცივისა...

                          სოფელი ობით სავსეა, ხევარდულო და მხევანო
                          პირი მზის სხივით დაგბანე, პირჩრდილიანო მტევანო
                          დერგო დედა ხარ, მზის დედა, დედა მიწა ხარ მზეს ვანობ
                          მზემაც გიმღეროს, გდიოდეს კალთა ვერ გაგივერანოს!
                           
                            მანათე ჩემო მნათობო დაულეველი სხივითა
                            ამავსე ვაზის ჯან-ღონით, მახარე ჭურის პირითა:         
                            ერთარსება ხართ სამივე ერთად შეკრული ღვთივ ვითა
                            მუდამ ერთობით მელოცეთ რასაც მომაწევთ იმითა...

                       

                              ალავერდით თქვენთან შოთაის სისხლისანნო, დასცხეთ ისეთნი ზანზარნი იწყონ საძვლე ალაგებმა:)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები