ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2009


თუკი არ გეყვარებოდი

ეს დღეც უშენოდ ღამდება,
ლამის საწუთროც გაშავდეს,
დიდი დრო აღარ დამრჩალა
შავი ნაბდების გაშლამდე.

დაისადგურებს უკუნი
და ვიცი, უნდა მშაშრავდეს,
სულ გამომშიგნოს წყეულმა,
დავსახიჩრდე და დავშრამდე.

სულო, შენც ცეცხლი მოგედოს,
დაიფერფლო და დაჟამდე,
გადაებნიო ხევ-ხუვებს
და არყოფნადღა დაჯამდე.

სხვის დანაშაულს ვერ ვხედავ,
ცოდვაში შენ ხარ მაჯამდე,
შენი ბრალია, ქალკუპრო,
სულ შენზე უნდა დავჯავრდე...

რად მიმინდე და მიფერე,
ბოლო კარების დაჯრამდე,
თუკი არ გეყვარებოდი,
ჯოჯოხეთს გადამქაჯავდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები