| ავტორი: ლუტეცია ჟანრი: პოეზია 28 აპრილი, 2018 |
რა გეგონათ, როგორი იქნებოდა? ალბათ მოვარდნილ მეწყერს ელოდით, მასიურ ნგრევას, მსხვერპლს, გოდებას.. სინამდვილეში, მშვიდად მოვიდა, თანდათან, თითქმის შეუმჩნევლად. ის მაშინ დადგა, როცა ადამიანებმა დაივიწყეს და გააქრეს ტექსტი, ყველანაირი - ჯერ დაბეჭდილი, წიგნები, ჟურნალ-გაზეთები... მერე ვირტუალურ სამყაროზე გადავიდნენ - ყველა ტექსტი წაშალეს, ყველა ბლოგი... ეს მაშინ მოხდა, როდესაც ვერცერთი საუბარი ვერ გასცდა "როგორ ხარ"-ს, როცა მხოლოდ ტექსტი კი არ გაქრა, არამედ მარადიულმა ცნებებმა - პური, სანახაობა, სიყვარული, განიცადეს პოსტმოდერნული მეტამორფოზა, და გახდნენ - ჰამბურგერი, ტელევიზორი, სექსი. ეს მაშინ მოხდა, როცა ადამიანებმა ვეღარ დაამყარეს ვერბალური კომუნიკაცია, და ვირტუალურ სამყაროშიც კი მათი საუბარი ვერ გასცდა "რა გაცვია"-ს, როცა ბოლოს მხოლოდ სახეებით აზროვნება შეეძლოთ და წაშალეს ყველა სოციალური ქსელი, გარდა ინსტაგრამისა... მაშინ დადგა აპოკალიფსი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. არამედ მარადიულმა ცნებებმა - პური, სანახაობა, სიყვარული, განიცადეს პოსტმოდერნული მეტამორფოზა, და გახდნენ - ჰამბურგერი, ტელევიზორი, სექსი
- ბრავოო, ბრავოო, და უფალმა დაგვიფაროს ამისგან! მე მაინც, იმედს არ ვკარგავ, რომ გადავარჩებით. ვისიამოვნეე ... არამედ მარადიულმა ცნებებმა - პური, სანახაობა, სიყვარული, განიცადეს პოსტმოდერნული მეტამორფოზა, და გახდნენ - ჰამბურგერი, ტელევიზორი, სექსი
- ბრავოო, ბრავოო, და უფალმა დაგვიფაროს ამისგან! მე მაინც, იმედს არ ვკარგავ, რომ გადავარჩებით. ვისიამოვნეე ...
2. დიდი მადლობა ჯონათან. :) დიდი მადლობა ჯონათან. :)
1. გროტესკიც კი აღარაა, იმდენად ახლოსაა რეალობასთან, სამწუხაროდ.
არ არის გვერდასავლელი ტექსტი :)
გროტესკიც კი აღარაა, იმდენად ახლოსაა რეალობასთან, სამწუხაროდ.
არ არის გვერდასავლელი ტექსტი :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|