ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2018


* * *

ვეძებე ბევრი ტყის და მხარის იქით და როგორც
იქნა მივაგენ იმ გრძნეულს და უკან მოვთხოვე.
ვინა ხარ,-მკითხა. მეცხენე ვარ!- ვუთხარ; მხნე მხედრის
შემრჩა აჩრდილი ჩემს შემრცხვენელს დაღი მოურჩა.
მომიგო:- მერე მე რას მერჩი ან რაღას მყვედრი?
მე მოვუყევი მიწისა და მიწის პატრონის
საძვლე მიწაც რომ აღარ რჩება შვილთა სიმაგრედ.
მისმინე მცირევ!-მიპასუხა, უფრო მიყივლა:
-მერედა ჩემთან რას მორბოდი ღმერთი არა გყავს?
შენს სათესარში ვინ ჩამდგარა
ვისი ენა სთესს,
ვისი მკლავი მკის,
ვის მიწას ლამობ?
რა დაგკარგვია?
რასაც დაეძებ თავადვე არ გაისაძებრე,
შენს გასაცემს მე როგორ გავცემ.
ან რა მოგცე რაიც არა მაქვს?!
ზნისმაძებარო სახარები მაინც ეძებე,
ცხენი მიაბი, მიწა ჭამე, მიწა ისუნთქე
ისეთი ქარი გადაივლის, წყალი და ცეცხლი...
ჩემგან კი გესმის გარეგანო შიგნიერების?
შენი ხარება ყამირშია , იმ მზისქვეშეთში,
შენი ენის მზით რომ იფარება
მკლავის სიშლეგე რომ იცავს ძარღვისწყვეტამდე.
წადი, იფიქრე ეგ ბერწი ცხენი აქვე მიაბი."
ცხენი დავტოვე წამოვედი ხელცარიელად
და სიხარული მომაფრენდა სავსე ფერდებით.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები