27. ნეფერტარი! ისე ძალიან საინტერესოა, ვერმახტის რაზმის მისია, სადაც დაიხოცნენ, ხომ არ იყო დაკავშირებული მიწისქვეშა ქალაქების, პირამიდების და საიდუმლო გვირაბების ძიებასთან, მაგრამ რას უნდა ამოეწყვიტა იქ ისინი, იმ საოცრების ხილვას, რაიმე ბუნებრივ მოვლენას, თუ სხვა რამ მოისაზრება კიდევ იქ მათი სიკვდილის მიზეზად.
ისე ლუტეციას ნაწერი შეიძლება ისე განვავრცოთ, რომ ისტორიული მნიშვნელობაც კი მიენიჭოს.
ნეფერტარი! ისე ძალიან საინტერესოა, ვერმახტის რაზმის მისია, სადაც დაიხოცნენ, ხომ არ იყო დაკავშირებული მიწისქვეშა ქალაქების, პირამიდების და საიდუმლო გვირაბების ძიებასთან, მაგრამ რას უნდა ამოეწყვიტა იქ ისინი, იმ საოცრების ხილვას, რაიმე ბუნებრივ მოვლენას, თუ სხვა რამ მოისაზრება კიდევ იქ მათი სიკვდილის მიზეზად.
ისე ლუტეციას ნაწერი შეიძლება ისე განვავრცოთ, რომ ისტორიული მნიშვნელობაც კი მიენიჭოს.
26. აბა როგორ შევთანხმდებით როცა შენ "იზმებით" ხარ გატაცებული. :)
განსხვავებული აზრი შეურაცხმყოფელიც შეიძლება იყოს, თუმცა მე მის კომენტარებში შეურაცხყოფა არ დამინახავს, მაგრამ რაკი საჯაროდ რაღაცეებს აქვეყნებ, თმენის ვალდებულებაც გაკისრია.
ნექტარო,
გადახედე ისტორიას, რა უნდოდა ვერმახტს კავკასიის მთებში 1942 წლის ივლისში, მერე რაჭაში, ყაბარდოში, სვანეთში? რატომ დათმობდა ბაქოს ნავთობს და ჯვრის უღლეტეხილს? ევროპაში ყველაზე მაღალ მთაგრეხილს? ინტერნეტში ქვეყნდებოდა (ახლა არ ვიცი დევს თუ არა) ასეთი პუბლიკაციები "ვერმახტის რიგებში საქართველოს სახელით" ნახე, რა დაპირებებით მოდიოდა თეოდორ ობერლენდერი კავკასიაში, როგორ უნდა აეშენებათ აქაურობა, ჰოდა აქაურობის ამშენებელმა ფაშისტმა, კავკასიაში ბაქსანზე მომლოდინე ბატალიონები, მერე ქერჩში გაგზავნა და ყველა იქ ჩახოცა.
ასე რომ ფაშისტი, სსრკ-სთვისაც ფაშისტი იყო, საქართველოსთვისაც, აშშ-სთვისაც, საფრანგეთისთვისაც და ინგლისისთვისაც.
მარტო შენთვის არ იყვნენ ისინი ფაშისტები ხო? :დ
აბა როგორ შევთანხმდებით როცა შენ "იზმებით" ხარ გატაცებული. :)

25. ჩემი სუბიექტური აზრით, რომ არა ძაღლთაპირი რუსეთის გაუმაძღრობა, ქართველებს არაფერი ჰქონდა გერმანიასთან გასაყოფი და საომარი, ამ ომით რუსეთმა თითქმის მოსპობამდე მიიყვანა ქართველი ერი. დასწყევლოს ღმერთმა გულბოროტნი და მზაკვარნი ამასოფლისანი და შერისხოს.
პატივისცემის ღირსია ამ ომს იძულებით შეწირული და იქ დასახიჩრებული, ომგამოვლილი ჩვენი ყოველი მოქალაქე, ყოველი ქართველი, ორდენიანიცა და უორდენოც.
9 მაისზე სიტყვების ხარჯვას ჯობდა 9 ა პ რ ი ლ ზ ე თუნდაც ერთი სტრიქონის დაწერა აქ, ესეც ჩემი სუბიექტური აზრია.
მ უ ხ ა ზე პროტესტი და ნებისმიერი უარყოფითი აზრის გაჟღერება აქ, ცოდვილთა მძიმე ტვირთია მუდმივ კუზივით საზიდად და სანახავად. მიუღებელი და შეუსაბამო ხინჯი. დაფიქრების შემდეგ სინანულის მღრღნელი ტვინში, მის გამხმოვანებლისთვის. ეს შეიძლება სხვა ბევრზე გეთქვათ, მაგრამ მ უ ხ ა ზე? კარგად დაფიქრდი ლუტეცია.
გააჩნია, რისთვის, რის დასაცავად გაიმეტებ და განსჯი ადამიანს და მერე ისეთს, როგორიც მ უ ხ ა ა, ლუტეცია . ამ თემისა და ამ ნაწერისათვის ასეთი რამ წარმოუდგენელია, დაუშვებელია, არაადექვატურია, მიუღებელია, ჩემი სუბიექტური აზრით.
მაგრამ სხვაა თუ ეს ყველაფერი სათავფურცლედ გჭირდება. მგონი ეს ამბავი უფრო ამ მიზნითაა აურზაურად ნაქცევი და სხვა არაფრისთვის. დამიჯერეთ, თუ არადა დავრწმუნდებით ამაშიც მალე..
ჩემი სუბიექტური აზრით, რომ არა ძაღლთაპირი რუსეთის გაუმაძღრობა, ქართველებს არაფერი ჰქონდა გერმანიასთან გასაყოფი და საომარი, ამ ომით რუსეთმა თითქმის მოსპობამდე მიიყვანა ქართველი ერი. დასწყევლოს ღმერთმა გულბოროტნი და მზაკვარნი ამასოფლისანი და შერისხოს.
პატივისცემის ღირსია ამ ომს იძულებით შეწირული და იქ დასახიჩრებული, ომგამოვლილი ჩვენი ყოველი მოქალაქე, ყოველი ქართველი, ორდენიანიცა და უორდენოც.
9 მაისზე სიტყვების ხარჯვას ჯობდა 9 ა პ რ ი ლ ზ ე თუნდაც ერთი სტრიქონის დაწერა აქ, ესეც ჩემი სუბიექტური აზრია.
მ უ ხ ა ზე პროტესტი და ნებისმიერი უარყოფითი აზრის გაჟღერება აქ, ცოდვილთა მძიმე ტვირთია მუდმივ კუზივით საზიდად და სანახავად. მიუღებელი და შეუსაბამო ხინჯი. დაფიქრების შემდეგ სინანულის მღრღნელი ტვინში, მის გამხმოვანებლისთვის. ეს შეიძლება სხვა ბევრზე გეთქვათ, მაგრამ მ უ ხ ა ზე? კარგად დაფიქრდი ლუტეცია.
გააჩნია, რისთვის, რის დასაცავად გაიმეტებ და განსჯი ადამიანს და მერე ისეთს, როგორიც მ უ ხ ა ა, ლუტეცია . ამ თემისა და ამ ნაწერისათვის ასეთი რამ წარმოუდგენელია, დაუშვებელია, არაადექვატურია, მიუღებელია, ჩემი სუბიექტური აზრით.
მაგრამ სხვაა თუ ეს ყველაფერი სათავფურცლედ გჭირდება. მგონი ეს ამბავი უფრო ამ მიზნითაა აურზაურად ნაქცევი და სხვა არაფრისთვის. დამიჯერეთ, თუ არადა დავრწმუნდებით ამაშიც მალე..
24. გასაგებია ნეფერტარ, ვერ შევთანხმდებით, და აღარ ვაპირებ კამათის გაგრძელებას.
მუხას შეურაცხმყოფელ კომენტარზე "გამოვეკიდე" და არა განსხვავებულ აზრზე, და ეს მშვენივრად იცით თქვენც და სხვებმაც. :)
მოდით ნუღარ გავაგრძელებთ. გასაგებია ნეფერტარ, ვერ შევთანხმდებით, და აღარ ვაპირებ კამათის გაგრძელებას.
მუხას შეურაცხმყოფელ კომენტარზე "გამოვეკიდე" და არა განსხვავებულ აზრზე, და ეს მშვენივრად იცით თქვენც და სხვებმაც. :)
მოდით ნუღარ გავაგრძელებთ.
23. აუ როგორ შეგნებულად ურევ ლუტეცია ყველაფერს, მე "სტალინიზმზე" რამე ვთქვი? არ გვცდენივარ 9 მაისის დღესასწაულს და მასთან დაკავშირებულ ფაქტებს.
შენი (ჩემი) თაობა ყველაზე დიდ გაურკვევლობაშია მაგ თვალსაზრისით, რა უნდა გქონდეს გარკვეული ან შენ ან ახალი თაობის უდიდეს ნაწილს? :) გაყალბებული ისტორიის ფონზე? არც არფერი, 41 -45 წლებში მარგველაშვილი და კვირიკაშვილი არ მართავდნენ სახელმწიფოს. სტალინისა და ბერიას მმართველობით იქნა ეგ ომი მოგებული და ეგ ისეთი დიდი ფაქტია და თან ურყევი, რომ ვერანაირი გაყალბებული ისტორია ვერ დაფარავს, შენც კი სტალინის დიდი მოძულე და მლანძღავი - მაგას ვერ უარყოფ. იმ ახალგაზრდებს ნარკოტკებით რომ კვდებიან, ის მთავარი აკლიათ, რაც პაპაშენს ჰქონდა მოჭარბებულად - პატრიოტიზმი! ასე რომ მათ სულ ფეხზედაც ჰკდიათ 9 მაისიც, სტალინიც, ბერიაც, მარგველაშვილიც, კვირიკაშვილიც და დედა-სამშობლო საქართველოც და შენი პოზიციაც, დემოკრატიაც, აზრის თავისუფალი გამოთქმაც, ყველა ახლობელი და შორებელი ადამიანიც და ყველა იდეოლოგიაც შენი ათეიზმის მეთაურობით!!!
ერთი კაი ჯირგიანი "აუ რა მოიტანა" ურჩევნიათ ყველაფერს, ღამის კლუბში ძიგძიგი ორი წიგნის წაკითხვას. ეგ ომი რო არ მოგებულიყო და სულის მოთქმის საშუალება რომ მიცემოდა ფაშიზმს, ატომური ბომბით გადაბუგავდა ყველაფერს, აღარც გასასახლებელი დარჩებოდა ვინმე, აღარც პაპაშენს დარჩებოდა მომგონებელი და ახლა აქ ეგრე ვეღარ დააფენდი კომენტარს-კომენტარზე. მაგრამ ამას ახლა ვერ გაიგებ. რომ მოხუცდები, მაშინ გაიგებ, როცა გამოაცხადებენ სამამულო ომის არცერთი ომის ვეტერანი ცოცხალი აღარ არისო. მანამდე 27 წელი კიდევ გაქვს და რაღაც დასკვნებამდე ალბათ მიხვალ...
რაის საკუთარი აზრის გამოხტვის დამცველი ხარ შენ? "მუხას" გამოეკიდე ერთ კომენტარზე, ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს. :) აუ როგორ შეგნებულად ურევ ლუტეცია ყველაფერს, მე "სტალინიზმზე" რამე ვთქვი? არ გვცდენივარ 9 მაისის დღესასწაულს და მასთან დაკავშირებულ ფაქტებს.
შენი (ჩემი) თაობა ყველაზე დიდ გაურკვევლობაშია მაგ თვალსაზრისით, რა უნდა გქონდეს გარკვეული ან შენ ან ახალი თაობის უდიდეს ნაწილს? :) გაყალბებული ისტორიის ფონზე? არც არფერი, 41 -45 წლებში მარგველაშვილი და კვირიკაშვილი არ მართავდნენ სახელმწიფოს. სტალინისა და ბერიას მმართველობით იქნა ეგ ომი მოგებული და ეგ ისეთი დიდი ფაქტია და თან ურყევი, რომ ვერანაირი გაყალბებული ისტორია ვერ დაფარავს, შენც კი სტალინის დიდი მოძულე და მლანძღავი - მაგას ვერ უარყოფ. იმ ახალგაზრდებს ნარკოტკებით რომ კვდებიან, ის მთავარი აკლიათ, რაც პაპაშენს ჰქონდა მოჭარბებულად - პატრიოტიზმი! ასე რომ მათ სულ ფეხზედაც ჰკდიათ 9 მაისიც, სტალინიც, ბერიაც, მარგველაშვილიც, კვირიკაშვილიც და დედა-სამშობლო საქართველოც და შენი პოზიციაც, დემოკრატიაც, აზრის თავისუფალი გამოთქმაც, ყველა ახლობელი და შორებელი ადამიანიც და ყველა იდეოლოგიაც შენი ათეიზმის მეთაურობით!!!
ერთი კაი ჯირგიანი "აუ რა მოიტანა" ურჩევნიათ ყველაფერს, ღამის კლუბში ძიგძიგი ორი წიგნის წაკითხვას. ეგ ომი რო არ მოგებულიყო და სულის მოთქმის საშუალება რომ მიცემოდა ფაშიზმს, ატომური ბომბით გადაბუგავდა ყველაფერს, აღარც გასასახლებელი დარჩებოდა ვინმე, აღარც პაპაშენს დარჩებოდა მომგონებელი და ახლა აქ ეგრე ვეღარ დააფენდი კომენტარს-კომენტარზე. მაგრამ ამას ახლა ვერ გაიგებ. რომ მოხუცდები, მაშინ გაიგებ, როცა გამოაცხადებენ სამამულო ომის არცერთი ომის ვეტერანი ცოცხალი აღარ არისო. მანამდე 27 წელი კიდევ გაქვს და რაღაც დასკვნებამდე ალბათ მიხვალ...
რაის საკუთარი აზრის გამოხტვის დამცველი ხარ შენ? "მუხას" გამოეკიდე ერთ კომენტარზე, ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს. :)
22. სტალინიზმი, როგორც იდეოლოგია და რეჟიმი მისი ყველაზე ნამდვილი ფორმით, რომელიც უამრავი ადამიანის პირადი ტრაგედიის, უბედურების, საკუთარი აზრის გამოხატვისთვის წამების, სიკვდილის და ყველაზე ახლობელი ადამიანების დაკარგვის მიზეზი გახდა, აუცილებლად ამოიძირკვება, რადგან ჩემთვის, ისევე როგორც ახალი თაობის უდიდესი ნაწილისთვის, ყველაფერი გარკვეულია.
ბოდიშს ვიხდი, თუ რაიმე არასწორად ან დაუმსახურებლად თქვი ამ საიტის მიმართ, აღელვებული დღეები იყო და მგონი ამანაც გარკვეულწილად იმოქმედა ყველაზე. გმადლობთ კომენტარებისთვის და მადლობა ადმინს ჩემი თხოვნის გათვალისწინებისთვის. იმედია თემას ამოვწურავთ და აღარ დავძაბავთ სიტუაციას. მომავალ შეხვედრამდე. სტალინიზმი, როგორც იდეოლოგია და რეჟიმი მისი ყველაზე ნამდვილი ფორმით, რომელიც უამრავი ადამიანის პირადი ტრაგედიის, უბედურების, საკუთარი აზრის გამოხატვისთვის წამების, სიკვდილის და ყველაზე ახლობელი ადამიანების დაკარგვის მიზეზი გახდა, აუცილებლად ამოიძირკვება, რადგან ჩემთვის, ისევე როგორც ახალი თაობის უდიდესი ნაწილისთვის, ყველაფერი გარკვეულია.
ბოდიშს ვიხდი, თუ რაიმე არასწორად ან დაუმსახურებლად თქვი ამ საიტის მიმართ, აღელვებული დღეები იყო და მგონი ამანაც გარკვეულწილად იმოქმედა ყველაზე. გმადლობთ კომენტარებისთვის და მადლობა ადმინს ჩემი თხოვნის გათვალისწინებისთვის. იმედია თემას ამოვწურავთ და აღარ დავძაბავთ სიტუაციას. მომავალ შეხვედრამდე.
21. კარგით რა, ლუტეცია, რაც შენ კომენტარები წერე, ერთ კარგ ლექსს დაწერდი ამასობაში. ცხადია მკითხველი შენგან შესანიშნავ ნაწერებს ელის, იმიტომ რომ პოტენციალი გაქვს.
სტალინი არასდროს ამოიძირკვება, რადგან მეორე მსოფლო ომი მოიგო. რაც არ უნდა ლანძღონ და აგინონ, ამ ომს ვერასდროს ვერავინ დაივიწყებს, ფაქტია რომ ომი არ უნდოდა, თავდაუსხმელობის პაქტიც ჰიტლერმა დაარღვია. აბა მითხარი, ვინ დაივიწყებს სამხედრო ოპერაცია "დიდ მიგრაციას" სულ რაღაც სამი კვირის განმავლობაში, 1941 წლის 23 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე, ისეთი სასწაული მოხდა, რომლის ანალოგიც მსოფლიოს არ ახსოვს. ამ დროს საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილიდან ურალის მთებს მიღმა ევაკუირებული იქნა 516 მსხვილი სამხედრო ქარხანა. გადაიტანეს 2 მილიონი ტონა ტვირთი და გადაიყვანეს 1 მილიონ 56 ათასი ადამიანი. ქარხნებმა 24 საათში საბრძოლო მასალის გამოშვება დაიწყეს. ოპერაცია მიმდინარეობდა ზამთარში, ქარში, თოვასა და ყინვაში, ეშელონები ჰაერიდან იმბომბებოდნენ, მაგრამ ხალხი არ ეპუებოდა და მაშინვე იწყებდა აფეთქებული რკინიგზის ხაზის აღდგენას ცეცხლის წვიმაში, ეს თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ ნამდვილად ასე იყო... - ამიტომ სანამ სტალინს ამოძირკვავენ, ვიღაცამ მასზე მეტი უნდა შეძლოს კრიტიკულ ვითარებაში.
გულაგიც ყველას ახსოვს, გასახლებული და გამწარებული ოჯახებიც, "ხალხის მტერი" - განადგურებული ინტელიგენციაც, უსასრულო დასმენებიც და "სამეულების" განაჩენებიც. მაგრამ არის ეს მეორე სასწორის პინა, რომელზეც დიდი გამარჯვება დევს ამდენი ადამიანის სიცოცხლის ფასად.
დღემდე ვერავინ არკვევს გიორგი სააკაძე და სტალინი, საკუთარი ქვეყნისთვის მტრები იყვნენ თუ გმირები. მაგრამ ვერც ნაცარს აყრიან და ვერც ივიწყებენ.
9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღეა - ასე წერია საქართველოს კანონმდებლობაში, მის გაუქმებას რა უნდოდა, მაგრამ არ გააუქმეს. ესე იგი ფაშიზმი როგორც საფრთხე ისევ არსებობს და ეს რაღაც Memento mori-ს მსგავსია. მე მწამს რომ ყველა ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა მაშინ, საკუთარი ოჯახის, მიწა-წყლის და სახლ-კარის დასაცავად, ისე როგორც პაპაშენი. დიდ მადლობა მას ჩემგან და დაუვიწყარი ხსოვნა, შენ კი დიდ ხანს იცოცხლე მისი სულის გასახარად. 9 მაისი მისი დღეა და დაე ასე დარჩეს... შედევრზე კი იმდენი განმარტება არსებობს, უჩემოდაც მოძებნი.
კარგით რა, ლუტეცია, რაც შენ კომენტარები წერე, ერთ კარგ ლექსს დაწერდი ამასობაში. ცხადია მკითხველი შენგან შესანიშნავ ნაწერებს ელის, იმიტომ რომ პოტენციალი გაქვს.

20. შეძლებისდაგვარად მოკლედ და თანმიმდევრულად გიპასუხებთ. დავით, ძიებაში ყველა ადამიანია ზოგადად, ვერც წარმომიდგენია ადამიანი ძიების გარეშე, ისიც კი, ვინც თვლის რომ ყველაფერი იცის და ყველა კითხვას გასცა პასუხი. და მაინც, შეგახსენებთ, რომ ყველა კომენტარის ავტორის აზრი, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანის, სუბიექტურია, და მთლად ობიექტურ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია ნუ გექნებათ. მითუმეტეს სუბიექტურია, როდესაც ჩემგან იდეოლოგიურად ცოტა არ იყოს კი არა ბევრად განსხვავებულ პოზიციებზე ხართ. უკვე ვთქვი, რომ ეს ღამის ორ საათზე მოსული ემოციაა, და შედევრის დაწერა რომ მდომოდა, ცოტა სხვანაირად ვიზამდი. საერთოდ, შედევრებს რომ მთხოვთ, მადლობელი ვარ, თუმცა არაა საჭირო. :) საერთოდ რა საშინელი სიტყვაა შედევრი, საიდან მოიტანეთ, ვინ ახსენა პირველად. )) ან ეს "სათანადო დონეზე შესრულებული". "იზმ"-ების ფეტიში კი არ მჭირს, ეგ ვიგულისხმე ზუსტად, რომ ახლა აღარ არსებობს ტერმინები "სათანადო დონეზე შესრულებული", "სწორი ინტერპრეტაცია" და ა.შ. არც იმას ვითხოვ, აქ ყველა ფილოლოგი იყოს, მაგათ სად სცალიათ აქ კომენტარების საწერად, ერთი მე ვარ მოცლილი. )) არადა დასვენების ჟამს გადავწყვეტ ხოლმე რაღაცის დადებას. )) არა იმას კი არ ვგულისხმობ რომ ამ საიტს არასერიოზულად ვუყურებ, მაგრამ სერიოზული ანალიზების წერა ისედაც მეყოფა და ვფიქრობ აქ ცოტა განვიტვირთები -მეთქი, მაგრამ ვინ გაცლის, უცებ გაგისერიოზულებენ ხოლმე, დაგიძაბავენ, ღვარძლის ნთხევას თუ გადაურჩი ხომ მთლად მადლობა უნდა შესწირო გამჩენს. ამიტომ ვთქვი, რომ საწყენია აქ რაც ხდება-მეთქი... თუმცა, რომ დავფიქრდე, ამ ტექსტით ისეთ თემას შევეხე, ადრე ამისთვის დახვრეტა არ ამცდებოდა, და ღვარძლი ვეღარ უნდა ავიტანო? )) ჰოდა, პრინციპში ეგეც არაა პრობლემა, თან ხომ იცით, "რაც პეტრემ თქვა პავლეზე, იმით პეტრეზე უფრო მეტი გავიგე, ვიდრე პავლეზე." ჩემი აზრით, ამ ნაწერმა თავისი მიზანი შეასრულა, გადაჭარბებითაც კი. პოზიცია დავაფიქსირე მხატრულად შეფერილი და კონტრ-პოზიციაც მოჰყვა. სიმართლეს ვიტყვი, მართლა არ ველოდი ასეთ რეაქციებს, თუმცა კი ვიცოდი, რომ სტალინიზმის ბოლომდე ამოძირკვას თაობები დასჭირდება, ამიტომ ილუზიები არ მაქვს. არა მაინც რა მეგონა, ამხელა ბუმბერაზებს, სტალინს და გრიშა ონიანს რომ ვეჭიდებოდი? )) თვით გრიშა ონიანს, რომელზე აზრის გამოთქმის უფლებაც არ მაქვს თურმე. )))) შემოვიდეს მუხა, არაა პრობლემა, მაგრამ მაგან ხომ გინება იცის მარტო და წაუშლიან, ასე რომ დიდ აზრს ვერ ვხედავ. ))) მოკლედ, ჩემო მუხა, როგორც თქვენთვის სათაყვანებელი ბუმბერაზების ენაზე იტყვიან "ს ვამი ვსიო იასნო, დრუზია." :)
შეძლებისდაგვარად მოკლედ და თანმიმდევრულად გიპასუხებთ. დავით, ძიებაში ყველა ადამიანია ზოგადად, ვერც წარმომიდგენია ადამიანი ძიების გარეშე, ისიც კი, ვინც თვლის რომ ყველაფერი იცის და ყველა კითხვას გასცა პასუხი. და მაინც, შეგახსენებთ, რომ ყველა კომენტარის ავტორის აზრი, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანის, სუბიექტურია, და მთლად ობიექტურ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია ნუ გექნებათ. მითუმეტეს სუბიექტურია, როდესაც ჩემგან იდეოლოგიურად ცოტა არ იყოს კი არა ბევრად განსხვავებულ პოზიციებზე ხართ. უკვე ვთქვი, რომ ეს ღამის ორ საათზე მოსული ემოციაა, და შედევრის დაწერა რომ მდომოდა, ცოტა სხვანაირად ვიზამდი. საერთოდ, შედევრებს რომ მთხოვთ, მადლობელი ვარ, თუმცა არაა საჭირო. :) საერთოდ რა საშინელი სიტყვაა შედევრი, საიდან მოიტანეთ, ვინ ახსენა პირველად. )) ან ეს "სათანადო დონეზე შესრულებული". "იზმ"-ების ფეტიში კი არ მჭირს, ეგ ვიგულისხმე ზუსტად, რომ ახლა აღარ არსებობს ტერმინები "სათანადო დონეზე შესრულებული", "სწორი ინტერპრეტაცია" და ა.შ. არც იმას ვითხოვ, აქ ყველა ფილოლოგი იყოს, მაგათ სად სცალიათ აქ კომენტარების საწერად, ერთი მე ვარ მოცლილი. )) არადა დასვენების ჟამს გადავწყვეტ ხოლმე რაღაცის დადებას. )) არა იმას კი არ ვგულისხმობ რომ ამ საიტს არასერიოზულად ვუყურებ, მაგრამ სერიოზული ანალიზების წერა ისედაც მეყოფა და ვფიქრობ აქ ცოტა განვიტვირთები -მეთქი, მაგრამ ვინ გაცლის, უცებ გაგისერიოზულებენ ხოლმე, დაგიძაბავენ, ღვარძლის ნთხევას თუ გადაურჩი ხომ მთლად მადლობა უნდა შესწირო გამჩენს. ამიტომ ვთქვი, რომ საწყენია აქ რაც ხდება-მეთქი... თუმცა, რომ დავფიქრდე, ამ ტექსტით ისეთ თემას შევეხე, ადრე ამისთვის დახვრეტა არ ამცდებოდა, და ღვარძლი ვეღარ უნდა ავიტანო? )) ჰოდა, პრინციპში ეგეც არაა პრობლემა, თან ხომ იცით, "რაც პეტრემ თქვა პავლეზე, იმით პეტრეზე უფრო მეტი გავიგე, ვიდრე პავლეზე." ჩემი აზრით, ამ ნაწერმა თავისი მიზანი შეასრულა, გადაჭარბებითაც კი. პოზიცია დავაფიქსირე მხატრულად შეფერილი და კონტრ-პოზიციაც მოჰყვა. სიმართლეს ვიტყვი, მართლა არ ველოდი ასეთ რეაქციებს, თუმცა კი ვიცოდი, რომ სტალინიზმის ბოლომდე ამოძირკვას თაობები დასჭირდება, ამიტომ ილუზიები არ მაქვს. არა მაინც რა მეგონა, ამხელა ბუმბერაზებს, სტალინს და გრიშა ონიანს რომ ვეჭიდებოდი? )) თვით გრიშა ონიანს, რომელზე აზრის გამოთქმის უფლებაც არ მაქვს თურმე. )))) შემოვიდეს მუხა, არაა პრობლემა, მაგრამ მაგან ხომ გინება იცის მარტო და წაუშლიან, ასე რომ დიდ აზრს ვერ ვხედავ. ))) მოკლედ, ჩემო მუხა, როგორც თქვენთვის სათაყვანებელი ბუმბერაზების ენაზე იტყვიან "ს ვამი ვსიო იასნო, დრუზია." :)
19. თამარ, პირადშიც მოგწერე და აქაც გეტყვი, დამშვიდდი და ნუ აყვები კომენტარებს, რომლებიც არ მოგწონს. რამდენადაა მუხას კომენტარი შეურაცხმყოფელი, (არადეკვატური რომ არის ამაში გეთანხმები) მაგას მე ვერ გადაგიწყეტ, მაგრამ ჩემთან რომ დაეწერა ნამდვილად არ ვიგრძნობდი თავს დამცირებულად და ზოგადად, ძალიან რთული საქმეა ვინმემ თავი შეურაცხყოფილად მაგრძნობინოს, რადგანაც მართალი თქვი, ყველა საკუთარ თავს წარმოაჩენს.
ახლა ნაწერს რაც შეეხება. პროტესტის გამოთქმა ხელოვნება არ არის! ჟან ბოდრიარი ამბობდა, ჯერ კიდევ 70 იან წლებში, რომ "ხელოვნება უნდა გადმოიცეს ხელოვნებს ხერხებით." წინააღმდეგ შემთხვევაში ბ-ნ შალვა ნათელაშვილზე მაგარი პოეტი არ გვყოლია, გამოდის :) მე არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ მხატვრული სახეები არ გაქვს გამოყენებული, რიტმიკაზე და ევფონიაზე ხომ საერთოდ არ ვლაპარაკობ. უბრალოდ, რაც პირადად ჩემთვის ყველაზე მთავარია, ამ ემოციურ თემატიკას - 9 მაისს, სჭირდება ემოცია, რომელსაც ტექსტი არ იძლევა, ვფიქრობ. გასაგებია შენი "პადაჩა", რომ ვინმე გრიშა ონიანი სტალინის კულტის განდიდებას აიძულებს ლირ.გმირს, რომელსაც ისედაც სტკივა 9 მაისი, ომში დაღუპლი ბაბუის გამო, მაგამ ამ იდეას შესრულება სჭირდება და სწორედ ესაა პრობლემა, არაა სათანადო დონეზე შესრულებული. არაფერ შუაშია პოსტმოდერნიზმი ან სხვა რომელიმე "იზმი", არც ეპოქა და არც გრიშა. ნებისმიერ ლიტ. ნაწარმოაბს სჭირდება სათანადო გადმოცემა. ნეფერტარს მეც ვეთანხმები, ადრე გაცილებით უკეთეს ტექსტებს დებდი. გამიბრაზდი ახლა თუ გინდა :) ვფიქრობ, ძეიბის სტადიაში ხარ და ახალ ნიადაგს სინჯავ, მაგრამ ვიმედოვნებ, ძველ ხელწერას დაუბრუნდები. თამარ, პირადშიც მოგწერე და აქაც გეტყვი, დამშვიდდი და ნუ აყვები კომენტარებს, რომლებიც არ მოგწონს. რამდენადაა მუხას კომენტარი შეურაცხმყოფელი, (არადეკვატური რომ არის ამაში გეთანხმები) მაგას მე ვერ გადაგიწყეტ, მაგრამ ჩემთან რომ დაეწერა ნამდვილად არ ვიგრძნობდი თავს დამცირებულად და ზოგადად, ძალიან რთული საქმეა ვინმემ თავი შეურაცხყოფილად მაგრძნობინოს, რადგანაც მართალი თქვი, ყველა საკუთარ თავს წარმოაჩენს.
ახლა ნაწერს რაც შეეხება. პროტესტის გამოთქმა ხელოვნება არ არის! ჟან ბოდრიარი ამბობდა, ჯერ კიდევ 70 იან წლებში, რომ "ხელოვნება უნდა გადმოიცეს ხელოვნებს ხერხებით." წინააღმდეგ შემთხვევაში ბ-ნ შალვა ნათელაშვილზე მაგარი პოეტი არ გვყოლია, გამოდის :) მე არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ მხატვრული სახეები არ გაქვს გამოყენებული, რიტმიკაზე და ევფონიაზე ხომ საერთოდ არ ვლაპარაკობ. უბრალოდ, რაც პირადად ჩემთვის ყველაზე მთავარია, ამ ემოციურ თემატიკას - 9 მაისს, სჭირდება ემოცია, რომელსაც ტექსტი არ იძლევა, ვფიქრობ. გასაგებია შენი "პადაჩა", რომ ვინმე გრიშა ონიანი სტალინის კულტის განდიდებას აიძულებს ლირ.გმირს, რომელსაც ისედაც სტკივა 9 მაისი, ომში დაღუპლი ბაბუის გამო, მაგამ ამ იდეას შესრულება სჭირდება და სწორედ ესაა პრობლემა, არაა სათანადო დონეზე შესრულებული. არაფერ შუაშია პოსტმოდერნიზმი ან სხვა რომელიმე "იზმი", არც ეპოქა და არც გრიშა. ნებისმიერ ლიტ. ნაწარმოაბს სჭირდება სათანადო გადმოცემა. ნეფერტარს მეც ვეთანხმები, ადრე გაცილებით უკეთეს ტექსტებს დებდი. გამიბრაზდი ახლა თუ გინდა :) ვფიქრობ, ძეიბის სტადიაში ხარ და ახალ ნიადაგს სინჯავ, მაგრამ ვიმედოვნებ, ძველ ხელწერას დაუბრუნდები.
18. რაც შეეხება პოსტმოდერნიზმს, კარგია თუ ცუდი, ის აქ არის (ზოგი ამბობს აღარც არისო). უბრალოდ სასაცილოა. როცა ვინმე მე-19 საუკუნიე კრიტერიუმით აფასებს ნაწარმოებს ამ დროში. რაც შეეხება პოსტმოდერნიზმს, კარგია თუ ცუდი, ის აქ არის (ზოგი ამბობს აღარც არისო). უბრალოდ სასაცილოა. როცა ვინმე მე-19 საუკუნიე კრიტერიუმით აფასებს ნაწარმოებს ამ დროში.
17.
ვერ ვიტყვი რომ ახლა პოსტმოდერნიზმის ეპოქაა. პოსტმოდერნიზმი ჩემთვის (სუბიექტურად) პლაგიატია იგივე :D არაფერი არ დაძველებულა ჯერ ისე (საყოველთაოდ ცნობილი და ომის დროინდელი) რომ მისი ახლებურად გადაწერა იყოს საჭირო. <<მუხა >> გაუგებარი ნიკი სულაც არ არის, <<ჩრდილზე >> გეთანხმები კი ბატონო, ბავარელზე და მძიმე ჯვარზეც (მეც მაქვს აზრი რომ ერთი და იგივე პირია მათ უკან). დიახ ცნობილები ფეისბუქზე გადაბარგდნენ და იქ დებენ თავიანთ შედევრებს. თუმცა არც ისინი იყვნენ ფილოლოგები და კრიტიკოსები. წერა გამოსდიოდათ უბრალოდ. აქ კი ახლები მოვიდნენ. ახალი ლექსებით და ახალი სტილით. კარგია თაობა რომ შეიცვალა. ასეა ტალღა ჯერ წინ მოდის, მერე უკან იხევს, მერე ისევ ახალი მოდის. წამოვა ახალი ტალღა და იმათთვის შენ იქნები წარსული, მოძველებული და გაუგებარი, შემდეგ ვინმემ შეიძლება პოსტმოდერნიც მოგარგოს.
ფაქტია რომ ძალიან შეიცვალა შენი შემოქმედება, შეიძლება დისერტაციაზე მუშაობამ შეცვალა (არაა გამორიცხული), მაგრამ მე ის წინა მერჩია, დისერტაციამდელი. შენი "გაგრა " და "ალი" ახლაც მახსოვს, "საშიში ქალების" თარგმანიც კარგად მახსოვს. თუმცა შენ თუ პროგრესად თვლი ამ ცვლილებას, მე ვეღარაფერს ვიტყვი. :)

16. უაზრო ომი. ერთმა ბოროტებამ მეორე ბოროტება დაამარცხა :) უაზრო ომი. ერთმა ბოროტებამ მეორე ბოროტება დაამარცხა :)
15. ნეფერტარ, გრიშა ონიანი აქ მხოლოდ სახეა, თორემ ის კიდევ ბევრს სჯობს, პირდაპირ მაინც ამბობს, რომ სტალინისტია. ))
ნეფერტარ, გრიშა ონიანი აქ მხოლოდ სახეა, თორემ ის კიდევ ბევრს სჯობს, პირდაპირ მაინც ამბობს, რომ სტალინისტია. ))
14. რაღაც არეულ-დარეული ნაწერია, თითქოს რაღაცას ამბობს და ვერც ამბობს ჩეკას დაშინებულივით. მაგრამ ბაბუს სახე შესანიშნავია და ფინალიც კარგია.
გრიშა ონიანს თავი დაანებეთ, თქვენ არ იცნობთ მას, მე პირადად ვიცნობ (მას და მის ოჯახს, მისი ქალიშვილი ჩემი მეგობარია) და შეხედულებებიც თქვენსავით მცდარი არ აქვს. მეორე მსოფლიო ომში "ზა ჰიტლერას" (ჰაილ ჰიტლერ) დაძახებას "ზა სტალინა" ჯობდა. ჰიტლერი ჭირთან ასოცირდებოდა, სტალინი ჭირის დამმარცხებელთან. -ასე აღიქვავდა მთელი მსოფლიო ამ ომს. 9 მაისი გერმანიაშიც იზეიმეს როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღე. თქვენ კიდევ რა გჭირთ ... :D
ზოგმა ახლა შეიძლება თქვას ნეტავ წაგვეგო, ახლა პაბში ბავარიული ლუდის სმაში ვიქნებოდითო, მაგრამ სამაგიეროდ ქართველი ხართ და ბუდვაიზერის დალევა ეროვნების და მიწაწყლის დაუკარგავადაც შეგიძლიათ. :)
რაღაც არეულ-დარეული ნაწერია, თითქოს რაღაცას ამბობს და ვერც ამბობს ჩეკას დაშინებულივით. მაგრამ ბაბუს სახე შესანიშნავია და ფინალიც კარგია.
გრიშა ონიანს თავი დაანებეთ, თქვენ არ იცნობთ მას, მე პირადად ვიცნობ (მას და მის ოჯახს, მისი ქალიშვილი ჩემი მეგობარია) და შეხედულებებიც თქვენსავით მცდარი არ აქვს. მეორე მსოფლიო ომში "ზა ჰიტლერას" (ჰაილ ჰიტლერ) დაძახებას "ზა სტალინა" ჯობდა. ჰიტლერი ჭირთან ასოცირდებოდა, სტალინი ჭირის დამმარცხებელთან. -ასე აღიქვავდა მთელი მსოფლიო ამ ომს. 9 მაისი გერმანიაშიც იზეიმეს როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღე. თქვენ კიდევ რა გჭირთ ... :D
ზოგმა ახლა შეიძლება თქვას ნეტავ წაგვეგო, ახლა პაბში ბავარიული ლუდის სმაში ვიქნებოდითო, მაგრამ სამაგიეროდ ქართველი ხართ და ბუდვაიზერის დალევა ეროვნების და მიწაწყლის დაუკარგავადაც შეგიძლიათ. :)
13. ბაბუაჩემით რომ ვამაყობ, ეგაა ეგოიზმი? შეიძლება ასეცაა, მაგრამ ერთი სიტყვა არ მითქვამს ტყუილი. და პირველი ქვა ეგოისტობისგან ბოლომდე თავისუფალმა ადამიანმა მესროლოს. :) და არც ისაა ტყუილი, რომ კრებისთ გრიშა ონიანს ფაშიზმის დამარცხება სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, რადგან ყველაზე მეტ ფაშიზმს თვითონ ავლენენ ხოლმე. :) 9 მაისს ისინი საკუთარ თავში სტალინიზმს და რუსეთუმეობას (და არ ჯანსაღი რუსეთის სუყვარულს) ზეიმობენ მხოლოდ და მხოლოდ. სიმართლე მწარეა, კი.
ბაბუაჩემით რომ ვამაყობ, ეგაა ეგოიზმი? შეიძლება ასეცაა, მაგრამ ერთი სიტყვა არ მითქვამს ტყუილი. და პირველი ქვა ეგოისტობისგან ბოლომდე თავისუფალმა ადამიანმა მესროლოს. :) და არც ისაა ტყუილი, რომ კრებისთ გრიშა ონიანს ფაშიზმის დამარცხება სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, რადგან ყველაზე მეტ ფაშიზმს თვითონ ავლენენ ხოლმე. :) 9 მაისს ისინი საკუთარ თავში სტალინიზმს და რუსეთუმეობას (და არ ჯანსაღი რუსეთის სუყვარულს) ზეიმობენ მხოლოდ და მხოლოდ. სიმართლე მწარეა, კი.
12. არადა ჩრდილი მართალია :))) ერთი ეგოისტი ბავშვის ჩანაწერია, რომელიც თავად იბრძვის საკუთარი თავისა და წარმოსახვით ფაშიზმის წინააღმდეგ, და არა პოეზია, რომელიც საზოგადო სიკეთეა :) არადა ჩრდილი მართალია :))) ერთი ეგოისტი ბავშვის ჩანაწერია, რომელიც თავად იბრძვის საკუთარი თავისა და წარმოსახვით ფაშიზმის წინააღმდეგ, და არა პოეზია, რომელიც საზოგადო სიკეთეა :)
11. მარიას გამორიცხულია, რადგან 44-ის თუ ხართ, კომკავშირის ასაკი როცა გიწევდათ, მაგ დროს კომკავშირი დაშლილი იყო უკვე :))
ნუ გვატყუებთ საიტის პატიოსან წევრებს
ლექსს რაც შეეხება, მესმის რისი თქმაც უნდოდა ავტორს, მაგრამ ვგონებ თავადვე უკეთესად შეუძლია მაგისი თქმა მარიას გამორიცხულია, რადგან 44-ის თუ ხართ, კომკავშირის ასაკი როცა გიწევდათ, მაგ დროს კომკავშირი დაშლილი იყო უკვე :))
ნუ გვატყუებთ საიტის პატიოსან წევრებს
ლექსს რაც შეეხება, მესმის რისი თქმაც უნდოდა ავტორს, მაგრამ ვგონებ თავადვე უკეთესად შეუძლია მაგისი თქმა
10. Idea maqvs mgosnebo, gavertiandet yvelani chrdilis dasamarcxeblad:)))) Idea maqvs mgosnebo, gavertiandet yvelani chrdilis dasamarcxeblad:))))
9. ))) მარქსზეც დავწერ, არაა პრობლემა, დიდება მის სახელს,რომელიც შებღალეს წითელმა ანტისოციალისტებმა. :) ))) მარქსზეც დავწერ, არაა პრობლემა, დიდება მის სახელს,რომელიც შებღალეს წითელმა ანტისოციალისტებმა. :)
8. Patara imitom rom cickvad gamoviyurebi:)))) Patara imitom rom cickvad gamoviyurebi:))))
7. ჩრდილი, შენ როგორც ყოველთვის ძაან მემტერები. )) ჩრდილი, შენ როგორც ყოველთვის ძაან მემტერები. ))
6. ეს პოეზიაა? მატქსი და რნგრლსი დამაკლდა ლექსში. ეს პოეზიაა? მატქსი და რნგრლსი დამაკლდა ლექსში.
5. გასაგებია, რატომღაც პატარა მეგონეთ. :) გასაგებია, რატომღაც პატარა მეგონეთ. :)
4. Meqanikuri shecdomaa, rusuli kargad vici:))) tan arc axalgazrda var 44 wlis var, da leninis patara varskvlavic meketa gulzr:))) komkavshiridan ki garicxuli gaxlavart:))))) Meqanikuri shecdomaa, rusuli kargad vici:))) tan arc axalgazrda var 44 wlis var, da leninis patara varskvlavic meketa gulzr:))) komkavshiridan ki garicxuli gaxlavart:)))))
3. :) გიჟპოეტა მარია, რუდინუ არა, როდინუ. გული მწყდება ასე ცუდად რომ იცის რუსული ახალმა თაობამ, საჭირო ენაა. :) გიჟპოეტა მარია, რუდინუ არა, როდინუ. გული მწყდება ასე ცუდად რომ იცის რუსული ახალმა თაობამ, საჭირო ენაა.
2. Za rudinu, za stalina:))) Za rudinu, za stalina:)))
1. არადა, ერთხელ მაინც ექნება, ომში, ყველას ბაბუას, მათ შორის ჩემსას, დაძახებული: "ზა სტალინა!" :)))))) არადა, ერთხელ მაინც ექნება, ომში, ყველას ბაბუას, მათ შორის ჩემსას, დაძახებული: "ზა სტალინა!" :))))))
|