ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2018


ტრანსცენდენტური

როდესაც შენზე წერა მინდება,
ვხვდები - ამევსო
ფიალა მოთმინების, თავშეკავების,
და მხრებიდან ვიშორებ
დარდის მოსასხამს,
წარსული სინანულების,
მომავლის შიშების,
აწმყოს რუტინის მოსასხამს...
ვრჩები ის, რაც ვარ,
მოვრბივარ
და გეუბნები, რომ მოვედი,
რადგან მინდიხარ...

რადგან საბოლოოდ
ყველაფერი გაქრება,
გარდა ამ წუთებისა,
რომლებიც იქცევა მარადისობად;
წუთებისა, როდესაც პირი მევსება
შენი სუნთქვით,
როდესაც ჩემი კანი ერწყმის შენს კანს
და კერტებს მიწვავს
შენი გულმკერდის სიმხურვალე.
კულმინაციის წუთებში,
ერთდროულად ყველაზე მიწიერ
და ყველაზე ამაღლებულ წუთებში,
როდესაც მე - შენში, შენ - ჩემში
ვწვდებით შეუცნობელს,
კიდევ ერთხელ ვხვდები,
ასე მხოლოდ შენ შეგიძლია
გამხადო (არა მხოლოდ ტანსაცმელი),
გამხადო ასე თავისუფალი,
მაზიარო ასეთ,
ტკივილამდე მისულ ვნებას,
და ზღვის ტალღის მსგავს სიმსუბუქეს...

ანუ მშვა თავიდან -
მიწიერიდან - ზეციურამდე,
ქალობიდან ზექალობამდე,
ზღვის ქაფიდან - აფროდიტემდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები