მაისის ღამე იყო, გრილი და წყნარი. სურნელს აკმევდნენ ახლად გაფოთლილი ხეები, მჭიდრო კორომს ქმინდნენ მხარდამხარ მდგარნი. კორომს მიღმა ქალაქი მისცემოდა ღამეულ ცხოვრებას, გნიასით და აურზაურით ერთიანად სავსეს. აქ კი, მწვანე კორომის წიაღში, მყუდროება სუფევდა, არაფერი არღვევდა ღამის სიჩუმეს, ქალაქის ხმების შორეული გამოძახილის გარდა. უეცრად ამ სიჩუმეს მეტად საამო ხმები შეერია. ეს გულწითელამ იწყო გალობა, ბუდე ჰქონოდა ერთერთი ხის ტოტზე. გალობდა გულწითელა, უტკბილესი ხმებით ავსებდა ღამეულ სივრცეს. გალობას ძაღლის ღრენა მოჰყვა. თურემ სწორედ იმხის ძირას იწვა, რომელზეც გულწითელას ბუდე ჰქონდა გამართული. - რა დროს გალობაა ამ შუაღამისას - გაავებით აღრინდა ძაღლი, - ძილს ნუ მიფრთხობ, დაიძინე და მეც დამაძინე. - რა დამაძინებს . . . ისეთი ბედნიერი ვარ, ისე მიხარია . . . არც კი ვიცი, როგორ დავიტიო ეს დიდი სიხარული. - მაინც რა გიხარია ასე ძალიან, - ღრენით იკითხა ძაღლმა. - ხუთი კვერცხი დავდე ბუდეში ამასწინად და ახლა კაკუნი მესმის ერთერთი მათგანიდან - გალობით შეეხმიანა ძაღლს გულწითელა. - თურმე რა მომხდარა - დამცინავად აღრინდა ძაღლი, - ნამდვილად არ ღისრ მაგისთვის ასეთი ხმაურის ატეხვა. გაჩუმდი, მეც ძილს ნუ მიფრთხობ. ძაღლმა ერთი - ორჯერ კიდევ შეჰყეფა ხმამაღლა, თავი თატბში წარგო, რათა ძილი გაეგრძელებინა. რამდენიმე წამით სიჩუმე სუფევდა ხეების კორომში. მერე ისევ გაისმა გულწითელას გალობა, რომელიც უფრო საზეიმოდ ჟღერდა. - ისევ აკაკუნებს, თანაც სულ უფრო და უფრო ხმამაღლა. - ხმა ჩაიწყვიტე, - წამოიღრინა ძაღლმა. - აჰა, უკვე გამოტეხა კიდეც კვერცხის ნაჭუჭი. - გეუბნები, გაჩუმდი, ძილს ნუღარ მიფრთხობ. - კვრცხის ნაჭუჭები აქეთ - იქით მიჰყარ - მოჰყარა, აჰა, გამოიჩეკა კიდეც, - ხმა კიდევ უფორ შეიმღლა გულწითელამ. - ახლა მაინც გაჩუმდი, რადგან გამოიჩეკა, აღრინდა ძაღლი. კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა მწვანე კორომში, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. გულწითელამ ისევ იწყო გალობა, აღარც გაჩერებულა, ღამეული სივრცე ერთიანად აავსო მისი გალობის უტკბილესმა ხმამ, არც ძაღლი ჩუმდებოდა, განუწყვეტლივ იღრინებოდა გალობის კვალდაკვალ, გალობისა და ძაღლის ყეფის ხმები შეუნელებლად მისდევდნენ ერთმანეთს. - აჰა, მეორეც აკაკუნებს, ნამდვილად მესმის. - აღარ გაჩუმდები? - შეუღრინა ძაღლმა. - უკვე გამოტეხა კდიეც ნაჭუჭი. - გეუბნები, გაჩუმდი, ძილი მაცალე, საცაა განთიადი დაიწყება. - გამოიჩეკა, გამოიჩეკა, მის შეხედვას არაფერი სჯობს. - კიდევ კარგი, რაღა გვეშველებიდა უმაგისოდ. - უკვე მესამეც აკაკუნებს, თანაც როგორ ხმამაღლა. - ეგ რა მითხარი, რაღა გვიჭირს. - ისიც გამოიჩეკა, ეს კიდევ უფრო ყოჩაღია. - სხვა რაღა უნდა ვინატროთ. - მეოთხის ხმაც მესმის. - რას მეუბნები, ვერც კი დავიჯერე. - აჰა, ისიც შეემატა თავის და - ძმებს. - უმაგისობას ნამდვილად ვერ გადავიტანდით. - კიდევ მესმის კაკუნი, მეხუთეც იჩეკება, - გულწითელას ხმა სულ უფრო და უფორ საზეიმოდ ჟღერდა. ძაღლიც კიდევ უფრომ მეტი გაავებით აღრინდა, მაგრამ რას გააწყობდა. უძლური სიბრაზე ისმოდა მის ღრენაში. - გული გააწყალეთ შენდა შენმა ბარტყებმა, კიდევ წამოიღრინა ძაღლმა, წელი ზარმაცად აითრია, ღრენა - ღრენით გაშორდა იმ მაღალ ხეს, სადაც გულწითელა ბუდობდა. საცაა გათენდება, მე კი გამოძინება ვერ მოვასწარიო. მართლაც, ცისკიდურზე უკვე მოჩანდა განთიადის მაუწყებელი ნიშნები. გულწითელა კი ისევ გალობდა, მიუხედავად იმისა, რომ თვალიც არ მოუხუჭავს მთელი ღამე. თავისი ბარტყების მობრძანებსა შეჰხაროდა. და ახლა, მზის ამოსვლისას კიდევ უფრო მეტი სილაღით, უფრო გულსავსედ იწყო გალობა. ბარტყებით სავსე ბუდით ხვდებოდა განთიადს, უნაპირო იყო მისი სიხარული.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ვერ დაგეთანხმებით ქალბატონო ნუნუ ვიცი ეს მონიშვნა რაცაა და როგორც ხდება. და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,ამით მხოლოდ თავის იმ ადგილას ყოფნას უსვამენ ძაღლები ხაზს “აქ ვიყავი მე“ - “სძეს პრაშლი ტანკი ლეინტენატა მახარაშვილი“ :)
და სხვა ძაღლი რომ გაივლის იმ ადგილას და დაყნოსავს, ფაქტიურად ხედავს ვინ გაიარა იქ და როდის ასე ვიცი მე და იქნებ არასწორადაც :)
ანეკდოტიც ვიცი მაგ წესზე : “უდაბნიში მირბის ძაღლი და ფიქრობს: ახლა მალე თუ არ შემხვდა ხე, ჩავფსამ უეჭველი “ :)
მანდ ნამდვილად სხვა რაღაც ხდებოდა კიდევ და იმაზე იყო დუეტი
რა ცუდია ადამიანებს რომ არ გვესმის ცხოველ-ფრინველის ენა რამდენ რამეს გავიგებდით და ვისწავლიდით :)
ვერ დაგეთანხმებით ქალბატონო ნუნუ ვიცი ეს მონიშვნა რაცაა და როგორც ხდება. და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,ამით მხოლოდ თავის იმ ადგილას ყოფნას უსვამენ ძაღლები ხაზს “აქ ვიყავი მე“ - “სძეს პრაშლი ტანკი ლეინტენატა მახარაშვილი“ :)
და სხვა ძაღლი რომ გაივლის იმ ადგილას და დაყნოსავს, ფაქტიურად ხედავს ვინ გაიარა იქ და როდის ასე ვიცი მე და იქნებ არასწორადაც :)
ანეკდოტიც ვიცი მაგ წესზე : “უდაბნიში მირბის ძაღლი და ფიქრობს: ახლა მალე თუ არ შემხვდა ხე, ჩავფსამ უეჭველი “ :)
მანდ ნამდვილად სხვა რაღაც ხდებოდა კიდევ და იმაზე იყო დუეტი
რა ცუდია ადამიანებს რომ არ გვესმის ცხოველ-ფრინველის ენა რამდენ რამეს გავიგებდით და ვისწავლიდით :)
2. როდესაც ძაღლი ტავისთვის ადგილს მონიშნავს, (ალბათ იცით, როგორ ხდება), ბოლომდე იცავს იმ ადგილს. ურჩევნია, გააგდოს სხვა, თვითონ დარჩეს. ზუსტად იმ ხესთან არც ყოფილა. ეს ამბავი ხდებოდა ბაღში, მოწმე მე ვარ:)) მაისის ღამით, ნამდვილი დუეტი იყო ძაღლის და ფრინველის ენაზე, მე ადამიანების ენაზე გადმოვთარგმნე:)) ბაღის შორი-ახლოს ვიყავი როდესაც ძაღლი ტავისთვის ადგილს მონიშნავს, (ალბათ იცით, როგორ ხდება), ბოლომდე იცავს იმ ადგილს. ურჩევნია, გააგდოს სხვა, თვითონ დარჩეს. ზუსტად იმ ხესთან არც ყოფილა. ეს ამბავი ხდებოდა ბაღში, მოწმე მე ვარ:)) მაისის ღამით, ნამდვილი დუეტი იყო ძაღლის და ფრინველის ენაზე, მე ადამიანების ენაზე გადმოვთარგმნე:)) ბაღის შორი-ახლოს ვიყავი
1. ის ძაღლიც რა შარზე იყო, რატომ დაიფრთხო ძილი? თავიდანვე წასულიყო და სხვა ხესთან დაეძინა :))
დილიდან დაეწყებოდა გულწითელას ბარტყებზე ზრუნვა და გამოსაკვებად მწერების დაჭერა
რაღაც აკლია თითქოს უბრალოდ ნათქვამი ამბავია :)
3 ქულა მხოლოდ ის ძაღლიც რა შარზე იყო, რატომ დაიფრთხო ძილი? თავიდანვე წასულიყო და სხვა ხესთან დაეძინა :))
დილიდან დაეწყებოდა გულწითელას ბარტყებზე ზრუნვა და გამოსაკვებად მწერების დაჭერა
რაღაც აკლია თითქოს უბრალოდ ნათქვამი ამბავია :)
3 ქულა მხოლოდ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|