ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2018


დ ა ვ ი წ ი ნ დ ე ბ ი თეთრთრუბლებზე

მოდი და ახლოს დამიხატე შენი ფიქრები,
მოდი და ჩემთან მოიტანე მთელი სამყარო
ვარსკვლავებს სთხოვე, დამიყენე როგორც მცველები,
ფარშევანგივი გამიშალე შენი ხელები.
ამიათასფრე ეგ სათქმელი როგორც სიზმარი,
გაქცეულ გრძნობებს დაახვედრე თბილი მესერი,
კლდის ქიმზე შედგი ღრუბელივით თეთრი სასახლე
და სული ჩემი ჩაიხუტე როგორც მეწყერი,
თუ მოხვალ მოდი, თუ არადა, თუ მოვინდომე,
მთებამდე მივალ, თეთრ ღრუბლებზე დავიწინდები.
მერე კი მერე მზეც ჩავა და  სამყაროც დამლევს
გრიგალი შთანმთქავს რამესავით დავიბინდები
ხმელ ფოთლებს როგორც აბნევს ქარი ან ქარაშოტი
როგორც წყაროს წყალს ეწაფება ირმების მართვე
ბევრჯერ ვეცადე ვერ ვაკერებ ამ სულის ნაჭდევს
და რაღაც ძალას უხილავად თანდატან მათმევს.
ხელზე შევრცები ვიცი ბოლოც ღრუბების ნართებს
რა სიბრალული, სადაც უნდა იქითკენ  მაფრენს.   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები