ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2018


4 ოხერი

საფერავის სული იდგა ჯამში ჩემო სიცოცხლე
ტუჩებს მწიფე ნაკვერჩხლები ეყრებოდა რაყიდან
რამდენჯერაც გადაასხეს გოგო, ლექსის  ხვითო ცეცხლს
იმდენჯერვე ნაღვერდლიდან ნონეშვილი აყივლდა
შაბარდუხად ამიფრინდა სიტყვა ღვინის ალიდან
უხ რა ღვინოს გეახელი, მიახლვია  ვინც რომ ცეცხლს
ცხრა ზღვის, ცხრა მთის, ცხრა ცის იქით გაცისმარდა, გაფრინდა
საფერავის სული დარჩა ჯამში ჩემო სიცოცხლე...

...


რადგანაც ჩექმას  არა აქვს ჭკუა
მაშინ პატრონი  ჩექმის და ჭკუის
სინდისის ბეწვი  თუ შერჩა თუ აქვს
იმ ბეწვთან ერთხელ მაინც თუ ტყუის...
რატომ წაართმევს  სხვას ლუკმას, პეშვს, გოჯს,
რად იგულისთქმებს  მოძმეთა საგარს?
ან ჯალათურად რად განსჯის რა სჯობს,
რად არ გაიხდის იმ ჩექმას  მაგრამ...
იგი აცვია იქდნეთს ნაშობს,
დასამტვრევ წვივზე კოხტად და  მაგრად...

...

ზღვის ცივი და უსაზღვრო ცისფერი უდაბნო,
ორი დახრილი, სველი აფრით, უთავსაფრო წყლის დედანით.  შეშლილი გაუგონარი უღირსობით.
გადაღლილი თმის ყოველკვირეული ღებვითა და იმედგაცრუებით:
თითები ინთებიან შეფაკლულნი სირცხვილით,
მაგრამ ვერ სძლევენ რა ბიბლიურ სისუსტეს რომელიც მოდის კანქვეშა უჯრედებიდან ემორჩილებიან მიმოქცევას.
მალე შედგება ორნამენტული ორგია,
დამზერილო, ამით ყველაფერი არ ითქმის...
არის რაღაც დაფარული და ყოვლისმომცველი...
და დნება არქტიკული სარტყელივით სხვისი ცოლის თავშეკავება შენს ჰეროიკულ მკლავურთან
და ამ დროს შენ უნდა გაგახსენდეს უღიმღამო დრეიფი კაცისა,-მეუღლისა მამისა ლეგენდარული მეკობრისა, რომელიც  მზეზე იწვება კაშალოტივით საკუთარი ბარტყებისათვის რათა არ დაეშვას, არ გახუნდეს აფრა...
მორჩა. ასწიეთ აფრა
ეს ყველაფერი მოლანდება იყო.
არ ჩანან აფრაც მსგავსია ელვის ხდება კი ხდება ხდება და ელის, ან უკვე მოხდა პერანგის წითელს დაიპყრობს ჩრდილი რატომღაც თეთრი.ხმაურზე ბავშვი იღვიძებს: ფიქრობს, მზერა აქვს, ლურჯი, ცივი და მკვეთრი...

...
ვინ აწყენინა ჩემს დედოფალს.
ვის დააჯდა ცეცე.
ერთი დედოფალი გყავდათ და იმასაც ვერ გაუფრთხილდით.
შეუნდონ ეგვიპტის ღმერთებმა იბერიულ ვირთაგვურს.
ჩემო დედოფალო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები