ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
5 სექტემბერი, 2018


ს ე ს ი ლ ი (ნაკვეთი ხუთი)

შუადღე მიიწურა.
წუთები ნელა რჩებოდა წარსულში, რომელიც დაუბრუნებელია  და აი 5 საათსა და 55წუთზე დანიშნულ ადგილზე ვიდექი, ხელში კი ელის საყვარელი ყვავილები მეჭირა.
ლურჯი კესანეები, ყვითელთვალება ულამაზესი კესანეები. მთის სიამაყენი. კლდეზეც სიხარულის დაფენა რომ შეუძლიათ.
ფაქიზები, მდუმარენი.
ყიდვისას, ყურადღებით ავათვალ-ჩავათვალიერე  თაიგული.
გამჭვირვალე გარსაკრში, ვხედავდი თავიდან ბოლომდე მათ დასაწყისსა და  დასასრულს.
ფესვებმოცელილები იყვნენ. დედამიწას მოწყვეტილები.
რაღა დაგვრჩენია, თქვენთვის სიხარულის მონიჭების გარდა, სიცოცხლეშეწყვეტილებს, თითქოს მეუბნებოდნენ უსუსური და უსიცოცხლო თვალებით.
გული დამეწვა.
აჰა, ესეც  ადამიანის ხელით. გავიმეორე გულში.
გადავინაცვლე  სხვა თემაზე, ფიქრით ელისაკენ.
ნეტავ რას მეტყვის ელი, მათი დანახვისას. ვფიქრობდი ჩუმად და მოლოდინს ვუთვლიდი წამებს, მოუთმენლად.
სევდა მომეძალა, რადგან თვალწინ მედგა მე და ელის ბავშვობა, ჩვენი სოფლის წყაროსთან, ტყის ნაპირი, ულამაზესი კესაანეების სიმორცხითა და სიკეკლუცით გაფერადებული, რომელიც იქ დარჩა უჩვენოდ და ვინ იცის როგორ არის, ახლა ისიც.
ველოდები ელის გამოჩენას. რადგან შეხვედრის დრო თითქმის გაჩერდა სადღაც, შორ გზაზე.
საათს დავხედე, მოვეემზადე, რადგან მინდოდა უცხო თვალით შემეხედა, დღეს,  ელისათვის.
გამოჩნდა.

ამაყად მოემართებოდა, შეფარული მორიდებულობით, მოომეჩვენა, რომ მკაცრ ცხოვრებას მისი ნაბიჯებისათვის ღრმა სიმტკიცე მიენიჭებინა, დაკლებით კი ვერაფერი მოეხერხებინა მისი გარეგნობისათვის.

მყარი ნაბიჯებით.  მზესავით მოანათებდა, თვალისმომჭრელად, ყირმიზად.
მისი რძისფერი სახე, მზის სხივსაც კი, ირეკლავდა...
დაქალებულიყო, სრულყოფილი სილამაზე იყო მასში ჩამოქანდაკებული.
ხვეული ლამაზი შავი თმა სახის გარშემო და მხრებზე ლამაზად ეყარა,
სევდა დაუფარავად გადანახულიყო მის აზრიან თვალებში, რომლებიც ოდნავ ჩატეხილი გრძელი წარბებით შემოფარგლულიყვნენ შორიდან.
მის გრძელ და ლამაზ  მკლავებს თლილი თითები თავად სამკაულებივით ამშვენებდა ბოლოში.
ლამაზი მკერდი შვენოდა მის ლამაზთეძოებიან ტანს, რომელიც ჩამოქნილ, გრძელი ფეხებზე შემდგრიყო,  მოძრაობას არც იმჩნევდა,  ზღვასავით მშვიდად და ლამაზად მოედინებოდა ჩემსკენ.
მიახლოვდებოდა და მე კი, თვალს ვეღარ ვწყვეტდი, მონუსხულივით.

როგორ გაზრდილა ჩვენი ბავშვობა, როგორ დამშვენებულა, ვინ იცის რამდენი თაყვანისმცემელი ნატრობს მის დასაკუთრებას, ვინ იცის რამდენისთვის მასზე ფიქრიც კი, ხელმიუწვდომელია და უნუგეშო სატანჯველად არის ქცეული.
მაგრამ ელის სულიერი ცხოვრება?
მისი ყოფნის მადლი მინდა იყოს კმაყოფილებით სავსე.
მინდა ბედნიერება იყოს მუდამ.

ხელი მომკიდა და ჩამეხუტა. გონს მოვედი როგორც იქნა. როგორ ხარ ჩემო სელლა, მითხრა დაბალ ტონზე.
თან მოაყოლა, გახსოვს ბავშვობაში, ასე რომ დაგიძახებდი, თვალებს რომ ხუჭავდი და ხელზე ნიკაპს რომ შემოდებდი, მერე ნელა გაახელდი მარჯვენა თვალს  და მე გავრბოდი, შენ კი უკან მომდევდი. ვირბენდით, ვირბენდით, მანამ სიქა არ წაგვერთმეოდა. სწორედ, მაგ დროს ვაშლის ხესთან მივდიოდით და ვთანხმდებოდით, რომ სახელს სრულად დაგიძახებდი მუდამ.
მაგრამ, ხშირად მეორდებოდა ასეთი პირობადებული შეთანხმების გატეხვა, ამ საკითხში ჩვენთვის,

სესილი, პირობადებული ვაშლის ხე, ჩემს ეზოში, ჩემი ვაშის ხე, სკამი რომ იყო მის ქვეშ, დგას კიდევ ნეტა იქ,  ახლა?–მკითხა სევდიანი ხმით.

ტაქსი გავაჩერე. ჩავსხედით და გაჩერებამდე ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია, მაგრამ ვინ იცის, რამხელა ცხოვრება გადავხილეთ გონებაში სახლამდე გზაში, ახლა წარსულს რომ ვუწოდებთ.

გადმოვედით ტაქსიდან. მგზავრობის ღირებულიბა, კი,  მძღოლს თავიდანვე დავუდე წინა სავარძელზე.
საინტერესო ის იყო, რომ თაიგული ისევ მე მეკავა ხელში თურმე ტაქსიდან გადმოსვლამდე, ის ორივეს გამოგვრჩენილიყო, როგორც ჩვენი ამ შეხვედრის ნაწილი..
თაიგულს დავხედე  და ის უცნაურად ჩავუდე ხელებში ელის.
შეცბა, არ ელოდა ალბათ.
პატარა ბავშვივით შეხტა ჰაერში მათ დანახვისას.
მიყვარხარ, მიყვარხარ დაიკო, შენ, მართლც, საოცარი ადამიანი ხარ, ყურადღებიანი და ბრწყინვალე მეგობარი.

საუკეთესო რესტორანში შევედით, სადაც, წინასწარ ყველანაირი თადარიგი მქონდა დაჭერილი.

რძისფერი მანჟეტით გაწყობილი, ტანზე მომდგარი, მუქი  შინდისფერი კაბა ელის კენარ ტანს საოცრად კვეთავდა.
ელი იყო იშვიათი სანახაობა, როგორც მხატვრისგან შექმნილი არაამქვეყნიური ულამაზესი არსება, მუქი შავი ხვეული თმებით, შავი გიშრისფერი წარბებით და წამწამებით, თაფლისფერი სანდომიანი თვალებით.
პირმოთნეს, სევდაშეპარული ღიმილი მეტად ამშვენებდა.

გავსხენი კარი და ელის შევთავაზე შესულიყო პიირველი. მანაც იგივენაირად მე შემომთავაზა პირველი ნაბიჯები რესტორანში.
არა მასპინძელი მე ვარ დღეს, ვუთხარი და გავუღიმე.
რამდენიმე ნაბიჯი შედგა თუ არა დარაზში, ფეიერვერკებმა იფეთქეს და იფრქვეოდა ფერადი საოცრებები ჰაერში, ბახის სევდითსავსე მუსიკის ფონზე, უსასრულო და ულამაზესი სანახაობა იყო ელის  შესახვედრად.
იდგა და ცრემლები მოდიოდნა მისგაღიმებულ სახეზე უწყვეტად.

ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი, როგორც პატარა ბავშვს, ისე მახარებს ეს ყვეაფერი. ამას არ ველოდი, ასეთი რამ თუ იყოს ახლა შესაძლებელი არ ვიცოდი.
რა კარგია , რომ მყავხარ სესიი, რა ბედნიერი ვარ, ერთხელ კიდევ, ბედნიერი და ჩამეხუტა. ტიროდა და ტიროდა, ვეღარ ჩერდებოდა.
იტირე ელი. ეგ ბედნიერების ცრემლებია, ეგ ჩვენი დაკარგული ბავშვობაა, ჩვენი ერთფეროვანი და ტკივილიანი ცხოვრება.
მე დედა მზრდიდა, შენ კი ბებო.
მათ ძალიან ბევრი გააკეთეს ჩვენთვის, ძალიან, ჯანსაღი და ნორმალური ცხოვრების ყველა წესი ჩადეს ჩვენში. ყველაზე დიდი და ღირებული სიყვარულის წესით შემკული..
და ახლა აქ ვართ.
ხელი მოვკიდე, ჩვენს მაგიდასთან მივიყვანე, სკამი გამოვწიე და დაჯდომა ვთხოვე.

ლამაზად,  ელეგანტურად, მოხერხებულად დაიკავა ადგილი მაგიდსთან, მიმზიდველადაც კი, შეიძლება ითქვას. მისი უბრალო მოძრაობაც კი ანატებდა მის განვლილ ცხოვრებას.

მე კი, ჩემს საყვარელ და მონატრებულ მეგობარს, ახლა მხოლოდ უცხო თვალით ვაკვირდებოდი, თითქოს მინდოდა დღემდე მისი სულიერი ცხოვრება წამეკითხა მის მოძრაობებში, მიხვრა–მოხვრასა და გამოხედვვაშიც კი.
რაც ალბათ გამიადვილებდა კიდეც, გაზრდილ და დიდიხნის უნახავ მეგობართან ურთიერთობას..

სრულიად შეცვლილი იყო ახლა,  სახე უბრწყინავდა, თვალები უკაშკაშებდა,
სესილი, ვერ გეტყვი, როგორი ლამაზი დღეა და რა ბედნიერი ვარ, ახლა.
აბათ შენ გგავს ეს დღეც ელი. შევაგებე სიტყვა,.
ელიმ თავი დახარა, მერე კი სადღაც უსასრულობისაკენ მიაპყრო მზერა. სევდა, სევდა შემოენთო მის თვალის უპეებს წამიერად.
გული დამიმძიმდა. სიჩუმე ჩადგა ჩვენს შორის და ჩვენი ფიქრებიც ჩაიძირა მასში მდუმრედ.

ამ დროს მივიდა ელისთან, სწორედ იმ ასაკის გოგონა, ჩვენ რომ ვიყავით,  ელის გაუჩინარების დროს, მასავით ლამაზი და მიმზიდველი გარეგნობით და ვარდების დიდი თაიგული მიართვა, ეს თქვენ მოგიძღვნეს, ბედნიერად, თქვა გოგონამ და წავიდა.
ეს კი საკვირველი იყო ჩემთვის,  გავოცდი.

რამდენი რამ მოგიწესრიგებია და გიზრუნია ჩემზე სესილი, მიყვარხარ,მითხრა და მასთან სხვა გოგონა მოვიდა ქერა თმიანი და ლურჯთვალება, ძალიან ლამაზი იყო, ხელში ლამაზად შეფუთული საჩუქრით.
ელის წინ,  მაგიდაზე მოათავსა საჩუქარი ფრთხილად და ლამაზი მოძრაობით, გაგვიღიმა მანაც და გაუჩინარდა.
ჩვენ ერთმანეთს შევყურებდით გაოცებით და ბედნიერი სახეებით.
უცებ ხელი დამადო ხელზე და გამიღიმა, ჩემს ხელს ზემოდან მეორე ხელი დააფარა. მეც გავიმეორე.
ორივეს გაგვეცინა ახლა კი, ავკისკისდით როგორც პატარა ბავშვები.

საკმაოდ ბედნიერად გაირბინა დრომ რესტორანში, ჩვენი წასვლის დროც მოახლოვებულიყო.
ნელა მოვწესრიგდით და წამოვდქით წასასვლელად.
ანგარიშსწორების საკითხი აქაც, წინასწარ მქონდა მოწესრიგებული.
რესტორნის დირექტორი გამოემართა ჩვენსკენ.
ხელი ჩამოვართვით, მადლობა გადავუხადეთ და კიდევ სტუმრობას დავპირდით ასეთი კარგი მასპინძლობისთვის, მადლიერების ნიშნად.
ამ დროს ჩემთან მოვიდა პატარა ლურჯთვალება,  ოქროსფერკულულება გოგონა და ერთი შავი ვარდი გადმომცა. ძალიან გავიხარე სიამოვნებისაგან.
ეს ჩვენგან თქვენ გამიღიმა დირექტორმა.
ღიმილით დავტოვეთ რესტორანი, საჩუქრებით ხელდამშვენებულებმა.
ტაქსი გველოდებოდა გარეთ, უკან სავარძელზე მოვეწყეთ და სახლისკენ გამოვეშურეთ.
სახლთან გაჩერდა ტაქსი, გადმოვედით,
მგზავრობის ღირებულება აქაც გადახდილი დაგვხვდა.
ეს იყო არაჩვეულებრივად ბედნიერი დღე, დაუჯერებელი სინამდვილე მკითხველისათვის. რადგან ასეთი რამ შესაძლებელი ყოფილა ჩვენს ეპოქაში, აქ ჩვენს ღვისმშობლის კურთხეულ ქვეყანაში, ჩვენს ტკბილ საქართველოში.
სახლში შევედით. ფრიად ბედნიერები ვიყავით.
ბავშვურად ბედნიერად დავფრინავდით ჩვენ ჩვენთვის, თავისუფალ  წარმოსახვის სამყაროში,
არის სინამდვილეები, რომელთა წარმდგენა და დაჯერება, ზოგჯერ არ შეგვიძლია, რადგან ასეთი შემთხვევა, თავად ჩვენ, არ გვქონია. მაგრამ ის რეალურ ცხოვრებაში ხდება.
არავინ ყვება ლამაზად რაიმეს, სადაც სინამდვილიდან ნახევარი მაინც არ არის აღებული და ნაგემი. არ დაიჯეროთ.

                                                                                                        გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები