ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2018


ჰ ა ი კ უ პრიმა

თვალების ფერი
ლურჯ  სუდარიდან მზერდა.
ფოთლებს ფშვნის ფეხი.

ძველი უბანი,
ენარცხებიან  ფრესკები მიწას,
ქარი შიშს იცვამს.

იღვრება ცრემლი,
სცრის, ხეთ მწკრივებში ,
მოდის, რისხავენ შერყვნილს.

ვედრება გულს ასხლტა,
ლაქებით ბიბინებს,
მთვრალი ღიღინებს.

ჩახედა, კიდევ.
ხელი ჩამოუსვა წყვილს.
ღრჭიალით სდებს ფიცს.

სივრცე, ტრიალებს...
ნამსხვრევები გარს,  უკვირს,
ღამე, კანკალებს.

ცრემლნარევი ხმა
შიშით ქარს ხელს ახებს, ცდის,
ტალღა ტანზე ხდის.

ჭამდნენ დღე, ღამე,
ლოცულობდა, უყვარდა.
ყვავებმა ჭამეს.

გასცა რაც ჰქონდა.
ხეზე ეკიდა ნახეს.
მზე ამოვიდა.

სულს უბერავენ.
ჭრის, ანადგურებს, ხოცავს.
სამყარო მორჩა?

მთები მზერს.ბორგავს.
წვიმს, ყრანტალმა აიკლო.
სასჯელი მკაცრი.

სავარძელი. ზის.
შიმშილი გლეჯს მიწას ცვლის,
მიზანი: ფული.

მზაკვარი გული,
აღგავა ერი, ბერი.
ირჩევს, ძაგს.  დუმს? ვერ.....


ჩაქრა ნათელი.
მერე სანთელი, სკიპტრა?
დამუნჯდა, მირქმა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები