| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 19 სექტემბერი, 2018 |
შემაღლებულზე სულ პატარა სახლი ხისაგან ცაზე ღრუბლები მოწყენილი უხმოდ მზირალნი ბლის კუნწულებზე ახუნძლული ჩიტების მართვე სკოლა წიგნები განაპირა უბნის ბარდნარნი. მერე დაჯდომა სასწავლებლად მაგრამ ფიქრები, დედის თვალები სოფლის სახლი, რაღაცას მართმევს. მწვანე ბალახი ნიშა ცხენი, თაფლა თვალებით მე შაქრით ხელში გაპარული მასთან სირბილით ფრუტუნ–ფრუტუნით თავაწევით გამომზირალი გამომართებით ჩორთით ჩემსკენ, მსხალიც თიბათვის. სახეს თავს ვაყრდნობ და მეორე ხელს ყბაზე ვადებ თან შაქარს ვაჭმევ თავს თავადაც სახეზე მადებს და ერთგულება სისპეტაკით სიყვარულს ბადებს.
ღმერთო მიშველე ჩვენი ნიშა რად მენატრება, ან ასე გვიან რა მჭირს ნეტა რამ გამახსენა ხომ აღარ არი დიდი ხნის წინ ვითომ მოგვპარეს განა არ მეყო ის დარდები ტკივილს რომ მახებს, ბევრი ვიტირე მაშინაც და კვლავ მიგებს მახეს იქნება სადღაც მისი სულიც კი მელოდება. ავალ სოფელში იმ ადგილზე მივალ იქნება, იქავ დამიხვდეს და ბავშვობაც იქ მელოდება,
ნეტავ გენახათ, ნეტავ ჩემი ნიშა გცნობიყოთ, ისე ლამაზი მშვენიერი ნეტავ რად იყო. ჩვენი სიმშვიდე იმ ხელმრუდმა რადრარა ხელყო. რომ შემიყვარდა, დაიკარგა, გულიც გამეყო.
ოდნავ მაღალზე ხის პატარა სახლი ქალაქში რამ გამახსენა რაც დარდი მაქვს განა არ მეყო. სოფელი, სახლი, ხის პატარა სახლი მიწაზე, მიწა რომელზეც ფეხი დავდგი ღმერთად ვიწამე.
მყავდა მე ცხენი ჩემი ნიშა ჩემი ჭკვიანი სადაც ბალახიც დილაობით იყო ცვრიანი. ჩემი წარსული მოჩანს ისე, ვით გზა მტვრიანი. ჩემი ფიქრები, ჩემი გზები გულსევდიანი მზეს მაინც ჰგავდეს ეს სიცოცხლე, თუგინდ წარსული . ჩადის საღამოს, მაგრამ დილით მაინც ამოდის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა ელ-არეაატა, დიდად გმადლობთ.
პატივისცემით ნ ე ქა რ ი. მადლობა ელ-არეაატა, დიდად გმადლობთ.
პატივისცემით ნ ე ქა რ ი.
3. იცი მე არასდროს დამიწერია ამხელა.ლექსი და რომ გისმენდე ალბათ ტაშს დაგიკრავდი ამხელა ლექსის წაკითხვისთვის...ბრავო მომწონს და განსაკუთრებით ბოლო ორი სტროფი...წარმატებას გისურვებ კარგო იცი მე არასდროს დამიწერია ამხელა.ლექსი და რომ გისმენდე ალბათ ტაშს დაგიკრავდი ამხელა ლექსის წაკითხვისთვის...ბრავო მომწონს და განსაკუთრებით ბოლო ორი სტროფი...წარმატებას გისურვებ კარგო
2. მადლობა , მადლობა მუხა.
აქ ყველაფერი მართალია. რაც დავწერე. ეს ცხენი მართლა გვყავდა, ჩემს 3-4-ე კლასამდე. მართლა მოგვპარეს. მართლა მუქი წაბლისფერი იყო და შუბლზე თეთრი სამკუთხედი ნიშანი ჰქონდა. ამიტომ ერქვა ნიშა. ერთხელ მგელმა დაგლიჯა, ერთად გადმოგვდიოდა თვალებიდან ცრემლები მე და ნიშას, მაშინ. მკურნალობდნენ ჩემი მშობლები, გამორჩა, მაგრამ ხშირად იწვა. ერთხელ მის კისერზე მიძინებულიც კი მიპოვეს შუადღისას, თან ჟინჟლავდა. მე რომ მხედავდა თავს მიწისკენ სწევდა და ისე მიახლოვდებოდა, თან ფრუტუნებდა. ძალიან დამაკლდა, რომ მოიპარეს ავად გავხდი , სიცხეები მქონდა, ლამის 2 კვირა ვიწექი. უჭკვიანესი იყო. სულ მასთან ვიპარებოდი და მთელი შაქარი ნელა-ნელა გამოვათავე სახლში, სულ მასთან ვიჯექი, მოჭრილი მწვანე ბალახიც კი მიმქონდა, მე თუ ბავშვებთან ერთად არ ვიყავი მაშინვე ცხენს ეძებდნენ. ძალიან სევდიანი და ტკბილი მოგონებაა ჩემთვის. ცხენები მიყვარს უაზროდ, ჭკვიანი და მზრუნველი თვალები აქვთ. მადლობა , მადლობა მუხა.
აქ ყველაფერი მართალია. რაც დავწერე. ეს ცხენი მართლა გვყავდა, ჩემს 3-4-ე კლასამდე. მართლა მოგვპარეს. მართლა მუქი წაბლისფერი იყო და შუბლზე თეთრი სამკუთხედი ნიშანი ჰქონდა. ამიტომ ერქვა ნიშა. ერთხელ მგელმა დაგლიჯა, ერთად გადმოგვდიოდა თვალებიდან ცრემლები მე და ნიშას, მაშინ. მკურნალობდნენ ჩემი მშობლები, გამორჩა, მაგრამ ხშირად იწვა. ერთხელ მის კისერზე მიძინებულიც კი მიპოვეს შუადღისას, თან ჟინჟლავდა. მე რომ მხედავდა თავს მიწისკენ სწევდა და ისე მიახლოვდებოდა, თან ფრუტუნებდა. ძალიან დამაკლდა, რომ მოიპარეს ავად გავხდი , სიცხეები მქონდა, ლამის 2 კვირა ვიწექი. უჭკვიანესი იყო. სულ მასთან ვიპარებოდი და მთელი შაქარი ნელა-ნელა გამოვათავე სახლში, სულ მასთან ვიჯექი, მოჭრილი მწვანე ბალახიც კი მიმქონდა, მე თუ ბავშვებთან ერთად არ ვიყავი მაშინვე ცხენს ეძებდნენ. ძალიან სევდიანი და ტკბილი მოგონებაა ჩემთვის. ცხენები მიყვარს უაზროდ, ჭკვიანი და მზრუნველი თვალები აქვთ.
1. ძალიან ლამაზი,ლექსია შესანიშნავი ფინალით, თუმცა ცხენის სახელი არ მომწონს, ისე როგორ ჩემი საკუთარი სახელი. ერთ ბედქვეშავად ნიშავ მე და შენ/ ძალიან ლამაზი,ლექსია შესანიშნავი ფინალით, თუმცა ცხენის სახელი არ მომწონს, ისე როგორ ჩემი საკუთარი სახელი. ერთ ბედქვეშავად ნიშავ მე და შენ/
|
|
მონაცემები არ არის |
|
|