მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
დიდება უკრაინას !!! * * * Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ნექტარი
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2018
ც ვ ა რ ი ბალახზე
გაცვარულ ბალახს ხელით ვეხები,
მხიბლავს შეგრძნება უსათუთესი.
აქ არის ჩემი არსყოფის წვეთი
და მოვარდნილი სიცოცხლის თქეში.
გამოგიტყდები ვერსად შეგნიშნე
შენ, ამ საოცარ სამყაროს გულში,
აქ, რადგან დადის უფაქიზესი
ჩემი ბავშვობა და სასწაული.
აქ ყოველ დილა ცვარავს ამ ადგილს
ადგილის დედა და სიყვარული,
ფეხს რომ შემოვდგამ ყოველ მოსვლაზე
ვპატარავდები და თან ვიზრდები.
მერცხლების ჭიკჭიკს გალობა ერთვის
ჩიტების მრავალ ხმით მშვენიერით
ნაჯაფარ ხელებს შემომხვევს დედა
და ვარ უსაზღვროდ აქ ბედნიერი.
დაცვარულ ბალახს ხელით ვეხები,
მხიბლავს შეგრძნება უსათუთესი.
აქ არის ჩემი არსყოფის წვეთი
და მოვარდნილი სიცოცხლის თქეში.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
Lamazia
Lamazia
გიჟპოეტა მარია.
2018-10-09 11:31:45
1.
მიპარულიყო მზე ამ დილითაც
ცდილობდა ცვარის დასაკუთრებას,
გამოიღვიძა ღრუბელმაც ამ დროს
და მზეს თვალებზე გადაეფარა.
მიპარულიყო მზე ამ დილითაც
ცდილობდა ცვარის დასაკუთრებას,
გამოიღვიძა ღრუბელმაც ამ დროს
და მზეს თვალებზე გადაეფარა.
ნექტარი.
2018-10-08 09:28:26
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
20.03.2025 00:02:10