როცა, ვერ ვერევი დარდებს, მწარეს, ვერ ავიტან ტკივილს ჩემ დასახმარებლად მოდის ძილი, მეგობარი ტკბილი.
იქვე ჩამოჯდება ახლოს, ჩუმად მომიხურავს კარებს, შემოკეცილ საბნით მათბობს, როცა,ქარი ღმუის გარეთ.
ძილში ადვილია ყოფა, დროც ისე იოლად მიქრის ძილში ადვილია პოვნა, ვისაც მოინატრებს ფიქრი.
ძილში არაფერი მიჭირს იქაც ისევ მივლის დედა, ძილში ადვილია ლხენა, მასთან, წარსულად რომ ვთვლიდი. მასთან, ვისაც ვეღარ ვხედავ, ძილში შემიძლია ისიც - რასაც ცხადში ვეღარ ვბედავ -
ძილში შემიძლია ცეკვა. ძილში შემიძლია ფრენაც, ცაც გადამეშლება თბილი, აი, ასე ზრუნავს ჩემზე ჩემი მეგობარი ძილი.
დღეს, ძილის დაკარგვის შიში, გულში ეკლად აღარ მესობა - მარადიულიც, ახლოა, ვიცი, - ძილი - მისი უდიდებულესობა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ძილში ადვილია ყოფა, დროციდე იოლად მიქრის ძილში ადვილია პოვნა, ვისაც მოინატრებს ფიქრი. მართალი ლექსია,. მართალი.
ძილში ადვილია ყოფა, დროციდე იოლად მიქრის ძილში ადვილია პოვნა, ვისაც მოინატრებს ფიქრი. მართალი ლექსია,. მართალი.
1. ტკივილიანი ლექსი კი არის, მაგრამ რასაც ჩვენ მარადიულ ძილს ვეძახით, ყველაზე მეტი ფხიზლად ყოფნაა, მგონია.... წარმატებები და შორს მყოფობა ჯერ, მარადიულ ძილამდე, ასი წელი კიდევ :) ტკივილიანი ლექსი კი არის, მაგრამ რასაც ჩვენ მარადიულ ძილს ვეძახით, ყველაზე მეტი ფხიზლად ყოფნაა, მგონია.... წარმატებები და შორს მყოფობა ჯერ, მარადიულ ძილამდე, ასი წელი კიდევ :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|