| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 24 ნოემბერი, 2018 |
შემოიპირა ამინდმა სივრცე, ამოისუნთქა მთელი უფლებით, თქვა: ახლა მინდა გული რომ გავხსნა, თქვი შენაც, ცაო რად იქუფრები. ფეხი ვერ დავდგი ჩემს ტკბილ მიწაზე, ასე შორიდან გავყურებ ისევ, ეს რა მისია ვივალე ღმერთო, გულს მონატრებით ყოველ წამს ვივსებ. აქ, ნატვრის გარდა რა დამრჩენია, მანამ ვსუნთქავ და თვალითაც ვხედავ, მერე გავიგებ დედამიწელთ ხმას, ცა, დედაჩვენი რად დაგვიბერდა. მე გიპასუხებთ: სულს ძლივს ვკემსავდი, დღეღამე ჩემთვის არ არსებობდა, თქვენ რომ მყოლოდით ბედნიერები ჩუ, მშობლიურ ველს მივესვენები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. უდიდესი მადლობა მუხა. მართლაც. უდიდესი მადლობა მუხა. მართლაც.
1. ფეხი ვერ დავდგი ჩემს ტკბილ მიწაზე, ასე შორიდან გავყურებ ისევ, ეს რა მისია ვივალე ღმერთო, როგორი ნამდვილია. ფეხი ვერ დავდგი ჩემს ტკბილ მიწაზე, ასე შორიდან გავყურებ ისევ, ეს რა მისია ვივალე ღმერთო, როგორი ნამდვილია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|